საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნაშრომების მიღება Erasmus + პროექტის Doctoral Programs in Public Health and Social Sciences (DPPHSS) ფარგლებში დაგეგმილი გამოცემისთვის

ნაშრომების მიღება Erasmus + პროექტის  Doctoral Programs in Public Health and Social Sciences (DPPHSS) ფარგლებში დაგეგმილი გამოცემისთვის

 

გაცნობებთ, რომ გამოცხადდა ნაშრომების მიღება Erasmus + პროექტის  Doctoral Programs in Public Health and Social Sciences (DPPHSS) ფარგლებში დაგეგმილი გამოცემისთვის.

ნაშრომის წარმოდგენის უფლება აქვს როგორც პროექტში მონაწილე პერსონალს, ისე ნებისმიერ პირს, რომლის გამოცდილება მნიშვნელოვანი იქნება პროექტის და პუბლიკაციის მიზნებისათვის. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნას  მხოლოდ მისი პირველადი გამოცემის მიზნით.


გამოცემის მთავარი თემებია:

  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადოქტორო პროგრამები;
  • სადოქტორო პროგრამები სოციალურ მეცნიერებებში;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის და სოციალურ მეცნიერებათა პრაქტიკის გამჭოლი საკითხები.

 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თსუ მედიცინის ფაკულტეტის ვებ-გვერდზე: https://www.tsu.ge/ka/faculty/189/FACULTY%20OF%20MEDICINE/page/Structure და პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://dpphss.am/

 

ავტორებმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • ნაშრომი (ქართულ ენაზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს;
  • რეზიუმე (ინგლისურ ენაზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს;
  • დასაშვებია ნაშრომების მიღება ინგლისურ ენაზეც, ამ შემთხვევაში რეზიუმე წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე;
  • სტუდენტების მიერ ნაშრომის წარმოდგენის შემთხვევაში საჭიროა ნაშრომს თან  ერთვოდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტის რეცენზია (ხელმოწერით დადასტურებული)
  • ავტორ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო კოორდინატები.


ნაშრომი უნდა იყოს სტრუქტურირებული შემდეგი სახით: შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა. ნაშრომის ტექსტის ფონტის ზომა უნდა იყოს 12, Sylfaen-ის ფონტი, სქოლიოების ტექსტის ფონტის ზომა – 10, სტრიქონებს შორის დაშორება – 1.5 ინტერვალი.


ნაშრომის გამოქვეყნების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სპეციალურად ამ გამოცემისთვის ჩამოყალიბებული სამეცნიერო საბჭოს მიერ, ნაშრომისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის გათვალისწინებით. გამოცემის სამეცნიერო საბჭოსგან არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გამოქვეყნებაზე უარის მიზეზის დასაბუთება.

ნაშრომები მიიღება 2021 წლის 15 იანვრიდან 2021 წლის 15 მარტის ჩათვლით, შემდეგ ელფოსტის მისამართზე: nato.pitskhelauri@tsu.ge

 შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ მობილურ ტელეფონზე: 599177545.

ვადის დარღვევით წარმოდგენილი ნაშრომები არ განიხილება.
 

თარიღი: 05/01/2021