2024 წლის 13 დეკემბერს, 16:00 გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტ ლევან გოგიჩაიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: “ჰეპატოცელულური კიბოს გამოსავალი, განვითარების რისკი და სისხლში მოცირკულირე ახალი, მაღალმგრძნობიარე სიმსივნის მარკერები, ლედიპასვირი/სოფოსბუვირით მკურნალობის დროს HCV-ით ინფიცირებულ პაციენტებში”
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი გია ლობჟანიძე, პროფესორი მიხეილ ჯანგავაძე
სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, აუდიტორია N201