2022 წლის 26 აპრილს 16:00 გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტის - ელენე გოლოვაჩოვას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „ქ. თბილისის სკოლამდელი ასაკის ბავშვთა პოპულაციაში ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების გავრცელება“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი მანანა კალანდაძე
სამეცნიერო თანახელმძღვანელი: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თინათინ მიქაძე
სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, აუდიტორია N201