საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლუბლინის (პოლონეთი) მარი კიური-სკლოდოვსკას უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე

2026 წლის 14–18 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნულ ცენტრს

უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სტუმრობდა მარი კიური-სკლოდოვსკას უნივერსიტეტის (ლუბლინი, პოლონეთი) იურიდიული ფაკულტეტის დელეგაცია დეკანის - პროფესორ იაროსლავ კოსტრუბიეცისა და პროფესორების - აგატა პშილეპა-ლევაკისა და კატაჟინა ჰანასის მონაწილეობით.

აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვან ეტაპად შეიძლება შეფასდეს ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერება, კვლევების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელება, აკადემიური და კვლევითი მობილობის გაძლიერება, Erasmus+-ის ფარგლებში პარტნიორობის გაფართოება, ასევე აკადემიური პროგრამების მოდერნიზაცია და განვითარება.

ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო საჯარო ლექციების კურსი, რომელიც განკუთვნილი იყო სტუდენტების, მედიატორებისა და სამართლის პრაქტიკოსებისთვის. ლექციები მოიცავდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის როლი სასამართლო პროცესში და მისი გავლენა იურიდიული პროფესიის ტრანსფორმაციაზე, მედიაციის ინსტიტუციური მოდელები შედარებითსამართლებრივ კონტექსტში, ბავშვთა საერთაშორისო გატაცების კონვენციონალური რეგულირება და სასამართლოს წინაშე არსებული დილემები.

აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენს მყარ საფუძველს გრძელვადიანი პარტნიორობისთვის, რომელიც ორი უნივერსიტეტის აკადემიური პოტენციალის კონსოლიდაციასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში მათი როლის განმტკიცებას ემსახურება.

თარიღი: 25/03/2026