„ევროპული და შედარებითი კონკურენციის სამართალი
და პოლიტიკა“ (ECCLAP)
2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ვებინარების სერია
ვებინარი N2
ლენა ჰორნკოჰლი - "უახლესი სასამართლო პრაქტიკა ევროკავშირის კონკურენციის სამართალში -
ჯგუფური სარჩელები და სამართალწარმოება კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევით
მიყენებულ ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით"
2025 წლის 23 აპრილი, 18:00 –19:30 (ონლაინ რეჟიმში, ინგლისურ ენაზე)
მოწვეული ექსპერტის შესახებ
![]() |
დოქტორი ლენა ჰორნკოჰლი - ვენის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ევროპულ სამართალში. ლენამ მოიპოვა სამართლისა და ეკონომიკური ანალიზის მაგისტრის ხარისხი ევროპის კოლეჯიდან (ბელგია), ხოლო 2020 წელს დაიცვა დოქტორის ხარისხი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში, კონკურენციის სამართლის სამოქალაქოსამართლებრივი წესით აღსრულების საკითხზე. ვენის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა 2022 წლიდან. კონკურენციის სამართლის აქტიურად კვლევის პარალელურად, ლენა აღმასრულებელი საბჭოს წევრია ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, როგორებიცაა IUS Omnibus და CELIS. ის ასევე რედაქტორობს ევროპის კონკურენციის სამართლისა და პრაქტიკის ჟურნალს (JECLAP), ხელმძღვანელობს „ევროკავშირის სამართალი პირდაპირ ეთერში“-ს Competition Corner-ს, და უძღვება Kluwer Competition Law Blog-ს.
|
ვებინარის შესახებ:
2025 წლის 28 იანვარს, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ (CJEU) მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე ნომრით C-253/23 (ASG 2 – Roundwood). ხსენებულ გადაწყვეტილებაში, სასამართლომ შეაფასა გერმანიის მიდგომა კონკურენციის სამართლის საქმეებზე ჯგუფური სარჩელებისადმი და რიგი შეზღუდვები, რომლებსაც გერმანია მსგავს სარჩელებს უწესებს. CJEU-ს მიხედვით, მსგავსი შეზღუდვები ეროვნულ დონეზე გამართლებულია, გარდა რიგი საგამონაკლისო შემთხვევებისა. ვებინარის ფარგლებში მიმოვიხილავთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ვისაუბრებთ ევროკავშირის კონკურენციის სამართლის სამომავლო განვითარებაზე ჯგუფურ სარჩელებთან დაკავშირებით (მათ შორის, ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ურთიერთობაზე, სამართლის ამ სფეროში ჯგუფური სარჩელების მექანიზმის გაუმჯობესების კუთხით).
ვებინარზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფორმა - https://forms.gle/g2S83UVLkHtrTQd37. დარეგისტრირებულ პირებს შეხსენება და ვებინარის ზუმ ლინკი გაეგზავნებათ ვებინარის ჩატარების წინა დღეს.