საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იურიდიული ფაკულტეტის „საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუტი“ აცხადებს დებატების ტურნირზე რეგისტრაციას!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის „საარჩევნო სისტემებისა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის ინსტიტუტი“ აცხადებს დებატების ტურნირისთვის რეგისტრაციას!

 

დებატების ტურნირის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში არგუმენტირებული კამათისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ამასთან, პროექტი, დებატების კულტურის დანერგვის გზით, ემსახურება ახალგაზრდებში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სხვადასხვა საკითხზე ცნობიერების ამაღლებას. დებატების თემატიკა, ინსტიტუტის საქმიანობის მიმართულებებიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის, დემოკრატიზაციისა და საარჩევნო სამართლის აქტუალურ საკითხებს მოიცავს.

 

გუნდების რეგისტრაცია:

 

  1. დებატები წარიმართება კარლ-პოპერის ღირებულებითი ფორმატით, შესაბამისად, თითოეული გუნდი უნდა შედგებოდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის II-VIII სემესტრის სტუდენტებისგან, რომლებიც სარგებლობენ სტუდენტის აქტიური სტატუსით.

     
  2. პროექტში მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა, სარეგისტრაციო მონაცემების შევსების გარდა, უნდა წარმოადგინონ არგუმენტირებული ესსე (თეზისები იხილეთ სარეგისტრაციო ფორმაში).

 

გუნდის ტურნირზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული ფორმა. რეგისტრაცია იწარმოებს 5 მაისიდან - 18 მაისის ჩათვლით.

 

საორგანიზაციო ჯგუფი, არაუგვიანეს 20 მაისისა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ტურნირის ძირითად ეტაპზე გადასულ გუნდებს შეატყობინებს განაცხადის განხილვის შედეგებს.

 

პროექტის განხორციელების გრაფიკი:

 

24 და 25 მაისი - მოდებატეები ტურნირის დაწყებამდე გაივლიან ტრენინგებს დარწმუნების ელემენტების, დებატების სტრუქტურის, შინაგანაწესისა და ძირითადი პრინციპების შესახებ. ტრენინგზე დასწრება შესარჩევ ეტაპზე გადასული გუნდების წევრებისთვის სავალდებულოა.

 

01 ივნისი - გაიმართება შესარჩევი (ჯგუფური) რაუნდი. მოცემულ ეტაპზე, თითოეული გუნდი ჩაატარებს 3-3 შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც, გამოვლინდება მეოთხედფინალურ ეტაპზე გადასული გუნდების ვინაობა.

 

08 ივნისი და 15 ივნისი - გაიმართება, მეოთხედფინალური, ნახევაფრინალური და ფინალური შეხვედრები.

 

პროექტის ფარგლებში საპრიზო ადგილზე გასული გუნდებისთვის, გათვალისწინებულია სერტიფიკატები*  და სხვა წამახალისებელი პრიზები. პროექტი ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით.

 

* შესარჩევ (ჯგუფურ) ეტაპზე მონაწილე გუნდებისთვის გათვალისწინებულია ცნობის გაცემა - აქტივობაში მონაწილეობის შესახებ.

თარიღი: 06/05/2025