ქუთაისი, საქართველო
ქუთაისი შეუერთდა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს ლიტერატურის მიმართულებით
სიმპოზიუმის ორგანიზატორები:
კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA)
თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
ქალაქ ქუთაისის მერია
თანამონაწილე ორგანიზაციები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აკაკი წერეთელის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ XVII საერთაშორისო სიმპოზიუმში -
ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები
მონაწილეობის მისაღებად.
სიმპოზიუმს უმასპინძლებს ლიტერატურული ქალაქი ქუთაისი,
2024 წლის 25-27 სექტემბერს.
სიმპოზიუმის თემაა:
პატარა ქვეყნების ლიტერატურები და თანამედროვე
გლობალური სამყაროს გამოწვევები
სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს სექციები:
- მსოფლიო ლიტერატურა და ნაციონალური ლიტერატურები;
- ნაციონალური ლიტერატურა და რეგიონული ლიტერატურები;
- ეთნიკური უმცირესობების მწერლობა. ლოკალური და გლობალური გამოწვევები;
- თარგმანი როგორც ინტერკულტურული კომუნიკაციის ფორმა;
- პატარა ქვეყნების საგამომცემლო პოლიტიკა ლიტერატურის სფეროში;
- ლიტერატურა, როგორც შემოქმედებითი ინდუსტრია;
- ლიტერატურის კომერციალიზაციის თანამედროვე ბერკეტები.
სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს მრგვალი მაგიდის სექციები:
- ქუთაისი - ქართული მოდერნიზმის სამშობლო;
- ქუთაისელი მწერლები მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში (პროზა, პოეზია, დრამატურგია და სხვ).
სიმპოზიუმის მონაწილეთათვის დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
- სიმპოზიუმის მონაწილეთა მიღების ცერემონიალი ქალაქ ქუთაისის მერიაში;
- შეხვედრა ადგილობრივ საუნივერსიტეტო წრეებთან;
- შეხვედრები თანამედროვე ქართველ მწერლებთან, მთარგმნელებთან, გამომცემლებთან;
- ვიზიტები ადგილობრივ მუზეუმებსა და გალერეებში.
სიმპოზიუმი ჩატარდება დასწრებული მონაწილეობის ფორმატში.
სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა (იხ. დანართი) და გამოგზავნოთ თეზისები ქართულ და ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: rustaveliconference@gmail.com
თეზისების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 მაისი
თეზისები იგზავნება ორ ენაზე: ქართულად და ინგლისურად
(ყურადღება მიაქციეთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!)
თეზისების მოცულობა – 250 სიტყვა. ორივე ენაზე შრიფტი – Sylfaen. შრიფტის ზომა – 10, ინტერვალი – 1.
სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მონაწილეთა შერჩევის უფლებას.
შედეგების შეტყობინების ბოლო ვადა არის 2024 წლის 30 ივნისი.
შერჩეული მონაწილეებისათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი:
- უცხოელი მეცნიერებისათვის - 90 ევრო
ქართველი მეცნიერებისათვის:
- მოხსენებით გამომსვლელთათვის - 90 ლარი;
- თანაავტორობით გამომსვლელთათვის (ორი თანაავტორი) – 140 ლარი;
- სტუდენტებისათვის (მაგისტრანტი, დოქტორანტი) – 60 ლარი;
- სტუდენტებისათვის (თანაავტორობით) – 100 ლარი.
აკაკი წერეთელის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სარეგისტრაციო გადასახადს, მათი მოხსნებების მიღების შემთხვევაში, დაფარავს ქალაქ ქუთაისის მერია.
სარეგისტრაციო გადასახადი მოხსენებით გამომსვლელთათვის ითვალისწინებს შემდეგს:
- სიმპოზიუმის პროგრამის გამოცემა (ბეჭდური, ელექტრონული);
- სიმპოზიუმის თეზისებისა და პროგრამის გამოცემა (ელექტრონული),რომლებსაც მიენიჭება DOI სარეგისტრაციო ნომერი და განთავსდება GOOGLE SCHOLAR-ის ბაზაში.
- ყავა-ჩაის შესვენებები სიმპოზიუმის დღეებში.
რჩეული მოხსენებები, სტატიების სახით, დაიბეჭდება საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში „სჯანი“, რომელიც განთავსებულია CEEOL, VABB-SHW, ERIH PLUS-ის და EBSCO-ს ბაზებში, და მინიჭებული აქვს DOI სარეგისტრაციო ნომერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტს აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: rustaveliconference@gmail.com