საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ამერიკისმცოდნეობის 26-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტი, ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციასთან თანამშრომლობით, აცხადებს განაცხადების მიღებას ამერიკისმცოდნეობის 26-ე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციისთვის თემაზე: „ამერიკული დემოკრატია: მიღწევები და პრობლემები“, რომელიც ეძღვნება ამერიკის შეერთებული შტატების დაარსებიდან 250-ე წლისთავს.

დასამახსოვრებელი ვადები:


 განაცხადებისა და თეზისების მიღება – 25 მარტამდე
 მოხსენების სრული ტექსტის მიღება – 29 აპრილამდე

კონფერენცია გაიმართება 2026 წლის 28–30 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური

 

დამატებითი ინფორმაცია:

მისასალმებელია როგორც ინდივიდუალური მოხსენებების, ასევე სექციების წარდგენა. სექცია უნდა მოიცავდეს 4–5 მომხსენებელს. სექციის სახელწოდებას, კონფერენციის ზოგადი თემის ფარგლებში, სექციის ორგანიზატორი გვთავაზობს. განსაკუთრებით სასურველია ინტერდისციპლინური სექციების წარდგენა. მოხსენების (ინდივიდუალური, სექციური ან მრგვალი მაგიდის ფორმატში) წარდგენისას გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:


1. სახელი და გვარი;
2. წარმომადგენელი დაწესებულება;
3. აკადემიური/სამუშაო თანამდებობა;
4. ელექტრონული ფოსტის მისამართი;
5. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
6. მოხსენების სათაური;
7. მოხსენების თეზისები (250–300 სიტყვა);
8. მოკლე ბიოგრაფიული ცნობა (დაახლოებით 100 სიტყვა).

თეზისები უნდა მოიცავდეს:


 მოხსენების/სექციის თემის აღწერას;
 კვლევის მეთოდს და/ან გამოყენებულ წყაროებს;
 ძირითად არგუმენტებსა და/ან დასკვნებს, რაც ნათლად წარმოაჩენს კვლევის შედეგებს.


განაცხადების გამოგზავნა: ელფოსტა –   luka.jincharadze@tsu.ge


კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი


საკონტაქტო პირი: ლუკა ჯინჭარაძე, ამერიკისმცოდნეობის პროგრამის
დოქტორანტი
მობ.: 591508899
ელფოსტა:  luka.jincharadze@tsu.ge

თარიღი: 06/02/2026