13 ოქტომბერს, პარასკევს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შორეული აღმოსავლეთის - იაპონისტიკის საგანმანათლებლო პროგრამა უმასპინძლებს იაპონელ პროფესორ ტაკუმი იოშიდას, რომელიც თსუ სტუდენტებისთვის ჩაატარებს ვორქშოპს იაპონური მანგას (კომიკსების) შესახებ: მისი არსის, წარმოშობის ისტორიის, განვითარების და მნიშვნელობის შესახებ. დამსწრე საზოგადოება ჩართული იქნება ვიზუალური ხელოვნების ამ საინტერესო და ორიგინალური ჟანრის ნახატების შექმნაში.
. ტერმინი მანგა ითარგმნება, როგორც უცნაური, გროტესკული ნახატები. მანგას მიხედვით შექმნილ ანიმაციურ ფილმებს კი ეწოდება ანიმე. მანგა მოიცავს უამრავ ჟანრს: თრილერს, კომედიას, დრამას, სპორტს, მუსიკას, ფანტასტიკას, დეტექტივს და სხვ. მათი ელექტრონული ვერსიები წარმატებით ვრცელდება მთელ მსოფლიოში.
ვისაც იაპონური მანგა გიზიდავთ, გელით ვორკშოპზე.
მისამართი: თსუ მე-5 კორპუსი, აუდიტორია #306