25 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII კორპუსში, (აუდ. #220) ჩატარდება ღონისძიება ზამთრის საერთაშორისო ქართველოლოგიური სკოლა - 2023.
11:00 - პროექტის გამარჯვებულთა მოხსენებების კითხვა
14:00 - დაჯილდოება
16:00 - სტუდენტური კლუბის - რუსთველი და ქართული ლიტერატურის ისტორია - დაარსება
პროექტის ორგანიზატორები:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- თსუ ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი;
- ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია.
პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: ელგუჯა ხინთიბიძე
საორგანიზაციო ჯგუფი: ირმა მაკარაძე, სოფიო გულიაშვილი, თამარ მელიქიძე, კოტე ლომიძე, ცირა ვარდოსანიძე