გამოცხადდა კონკურსი გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდიის მისაღებად თსუ-ს გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/დოქტორანტურა) ეთნოლოგიაში. მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საკონკურსო პირობების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტები:
1.1. 2022-2023 სასწავლო წელს აკადემიური მოსწრება 91 და ზემოთ.
1.2. ნაშრომი მოცემულ თემაზე: სტატია სამეცნიერო ჟურნალში, სტატია სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალში, სტატია პოპულარულ ჟურნალში ან გაზეთში.
1.3.მონაწილეობა კონფერენციებში: საერთაშორისო კონფერენცია /სიმპოზიუმი, რეგიონული ან საუნივერსიტეტო კონფერენცია, სხვა.
1.4. განცხადება.
(შენიშვნა: სტუდენტი შესაძლებელია იყოს 2023 წლის კურდამთავრებული, აქტიური ან შეჩერებული სტატუსის მქონე. შესაძლებელია, სტუდენტს 2022-23 სასწავლო წლის განმავლობაში ჰქონდეს შეჩერებული სტატუსი და, შესაბამისად, შერჩევა მოხდეს სამეცნიერო აქტივობის შეფასებით; ასევე, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია წინა წლის/წლების სტიპენდიანტს. ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა ან დოქტორანტურის პირველი კურსის სტუდენტს, თუ მას წინა წლის განმავლობაში აქვს გარკვეული სამეცნიერო აქტივობა)
საბუთები მიიღება 2023 წლის 10 ოქტომბრიდან – 17 ოქტომბრამდე არაუგვიანეს 17:00 საათისა, თსუ, I კორპუსი, 208-ე ოთახი.
საკონტაქტო პირი: პავლიკა ჯაგუნავა