პროექტი - თუნინგის მიდგომების გამოყენება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში
განხორციელების ვადები: 2008-2010
პროექტის – „თუნინგის მიდგომების გამოყენება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში“ – ფარგლებში მედიცინის ფაკულტეტმა კოორდინაცია გაუწია საექთნო საქმის მიმართულებას. პროექტი მიმდინარეობდა 2008-2010 წლებში. პროექტის ფარგლებში ჩატარდა დაინტერესებული მხარეების გამოკითხვა, მიღებული შედეგების ანალიზს დაეფუძნა საექთნო საქმეში კომპეტენციების შემუშავება, ხოლო შემდეგ დარგობრივი დოკუმენტის შემუშავება.