საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
თარიღი

ბრძანების N:

2021 წლის 7 ივნისის N6/26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 7 ივნისის N6/26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანების დანართში ტექნიკური ხარვეზის გასწორების გამო.

ვბრძანებ:

1. გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 7 ივნისის N6/26 ბრძანებით დამტკიცებულ N1 დანართში და დანართს ჩამონათვალში დაემატოს სამაგისტრო პროგრამა: ,,ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირება და კონსულტირების“ წინასწარი და საჯარო დაცვის ვადები.

2. ბრძანების ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს შესაბამის პასუხისმგებელ პირს.

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

თამარ გაგოშიძე

სრულად

ბრძანების N: 8

2021 წლის 7 ივნისის N7/26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 7 ივნისის N7/26 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანების დანართში ტექნიკური ხარვეზის გასწორების გამო.

ვბრძანებ:

1. გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 7 ივნისის N7/26 ბრძანებით დამტკიცებულ N1 დანართში და დანართს ჩამონათვალში დაემატოს სამაგისტრო პროგრამა: ,,ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირება და კონსულტირების“ წინასწარი და საჯარო დაცვის კომისიის შემადგენლობა.

2. ბრძანების ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს შესაბამის პასუხისმგებელ პირს.

3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

თამარ გაგოშიძე

სრულად

ბრძანების N: 9

2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) ვადების განსაზღვრის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.განისაზღვროს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) ვადები დანართი N1 ის შესაბამისად

2.2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვები ჩატარდეს 10 - 20 ივნისი და 10-20 ივლისი.

3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

თამარ გაგოშიძე

სრულად

ბრძანების N: 6

2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიების შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვების ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიების შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვების ვადების განსაზღვრის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020– 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიები დანართი N 1 ის მიხედვით.

2. 2020–2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვები ჩატარდეს 10- 20 ივნისი და 10-20 ივლისი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

თამარ გაგოშიძე

სრულად

ბრძანების N: 7

ოქმი N5

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი N 5

27.05.2021

დღის წერსიგი:

  1. აკადემიური პერსონალის სამეცნიერო საქმიანობის შეფასება და მონიტორინგი;
  2. ფაკულტეტზე ფინალური გამოცდების სია, ფორმატი და ჩატარების პლატფორმა;
  3. IRB- სამეცნიერო კვლევის ეთიკური საბჭოს შესახებ;
  4. სტუდენტური ელექტრონული ჟურნალის -  „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“  გამოცემა;
  5. ინტერდისციპლინური ცენტრის და სოციალური ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელების დამტკიცება;
  6. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის 2003 წლის კურსდამთავრებულ ნატავან მამედოვას დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემის შექმნა და მინიჭებული აკადემიური ხარისხის დაზუსტება;
  7. სხვა

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ონლაინ, უმის აპლიკაციის მეშვეობით.

განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული  მასალები წინასწარ გაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, ია კუტალაძე, მზია წერეთელი.

ასოცირებული პროფესორები:

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი,  ანასტასია ქიტიაშვილი, თამარ აბაშიძე,  ვახტანგ ნადარეიშვილი, შორენა მამუკაძე, ბელა არუთინოვა, ლილი ხეჩუაშვილი.

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი: ქეთევან ჭკუასელი

 ასოცირებული პროფესორი:

 რუსუდან სანაძე, იზაბელა  პეტრიაშვილი

კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა 18  წევრი

მოისმინეს:
1. აკადემიური პერსონალის სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეფასება და მონიტორინგი
პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს მოკლედ მოახსენა პროფესორთა მიერ სამუშაოს შესრულებისა და ანაზღაურების სისტემის შესახებ. მან აღნიშნა, რომ წინა შეხვედრაზე
განხილული დოკუმენტი გადაგზავნილ იქნა იურიდიულ დეპარტამენტში და შეტანილ იქნა ცვლილება. ეს ცვლილება ეხებოდა სერვისის ნაწილში პროფესორთა ანაზღაურებას, რაც
ამოღებულ იქნა პროფესორის მიერ გაწეული სამუშაოების შეფასების სისტემიდან. აღნიშნული დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი წინასწარ გაეგზავნათ ფაკულტეტის საბჭოს წევრებს
გასაცნობად.აღნიშნულ დოკუმენტში თსუ-ში მოქმედ რეგულაციებზე დაყდნობით აღწერილია აკადემიური პერსონალის მიერ სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები და მონიტორინგის წესი. ფაკულტეტის საბჭომ კენჭი უყარა დოკუმენტს - „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების პირობები და მონიტორინგის წესი“.

მომხრე: 18
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
ფაკულტეტის საბჭომ დაამტკიცა დოკუმეტი: „ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების პირობები და მონიტორინგის წესი“.

2. ფაკულტეტზე ფინალური გამოცდების სია, ფორმატი და ჩატარების პლატფორმა
მეორე საკითხი ეხებოდა ფინალური გამოცდების ჩატარების ფორმატსა და პლატფორმას. წინასწარ გადმოგზავნილი დოკუმენტის მიხედვით ფინალური გამოცდები ყველა საგანში ტარდება ონლაინ რეჟიმში ე-ლერნინგის პლატფორმაზე. დეკანის მოადგილემ სასწავლო დარგში, ასოც. პროფესორმა ხ. მარწყვიშვილმა წარმოადგინა ჩასატარებელი გამოცდების სია.
აზრი გამოთქვეს: ამ საკითხთან დაკავშირებით საბჭოს წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები. ასოცირებულმა პროფესორმა ლუიზა არუთინოვამ აღნიშნა, რომ მაგისტრატურის გამოცდების
ჩატარება სასურველია არადისტანციურ რეჟიმში. საბჭოს წვერთა უმრავლესობის აზრით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მაგისტრატურის საფეხურის გამოცდები ჩატარდეს არადისტანციურად. ასევე, აზრი გამოთქვა ასოცირებულმა პროფესორმა შორენა მამუკაძემ. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მაინც ვერ ხერხდება გამოცდების სრულფასოვნად ჩატარება ონლაინ რეჟიმში, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს სასწავლო პროცესს. სტუდენტები მაინც ახერხებენ გადაწერას, ერთმანეთისთვის პასუხების გაგზავნას. საქმეს არ შველის ხოლმე ზუმის დახმარებით მათი ვიდეოკონტროლი. ზოგჯერ სტუდენტები არ არიან ამაზე თანახმა. ამ აზრს საბჭოს წევრებიც იზიარებენ, თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ძნელია რაიმე გადაწყვეტილების მიღება. საბჭომ კენჭის ყრაზე დააყენა საკითხი: ბაკალავრიატის საფეხურის გამოცდები ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში, ხოლო მაგისტრატურის საფეხურზე კი, ორმხრივი სურვილისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია კონტაქტური გამოცდების უზრუნველყოფა.

მომხრე: 18
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
დაადგინეს: ბაკალავრიატის საფეხურის გამოცდები ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში, ხოლო მაგისტრატურის საფეხურზე კი, ორმხრივი შეთანხმებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია კონტაქტური გამოცდების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბჭომ კენჭის ყრაზე დააყენა კიდევ ერთი საკითხი, ეთხოვოს თსუ-ის ადმინისტრაციას მომავალი სემესტრიდან აუცილებლად უზრუნველყოს არადისტანციური, კონტაქტური გამოცდები.

მომხრე: 18
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: ეთხოვოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მომავალი სემესტრიდან ჩვეულ,
პირისპირ რეჟიმში გამოცდების ჩატარების ორგანიზება.

3. IRB- სამეცნიერო კვლევის ეთიკური საბჭოს შესახებ
ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ფირცხალავამ საბჭოს წინაშე დააყენა IRB-სამეცნიერო კვლევის ეთიკური საბჭოს შექმნის საკითხი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფაკულტეტის საბჭომ სხვადასხვა შეხვედრის დროს იმსჯელა და განიხილა საბჭოს დებულება. ეკატერინე ფირცხალავამ საბჭოზე დააყენა IRB- სამეცნიერო კვლევის ეთიკური საბჭოს შემადგენლობის საკითხი. ფაკულტეტის საბჭომ კენჭი უყარა IRB- სამეცნიერო კვლევის ეთიკური საბჭოს შემადგენლობის საკითხის შემდეგი ფორმულირებით: საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდეს - თითოეული სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტიდან ერთი მოქმედი, ხოლო ერთი დამატებითი წევრი, 2 წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ან სხვა ინსტიტუციიდან, ერთი წარმომადგენელი კი - ადმინისტრაციიდან. სულ საბჭოს შემადგენლობაში უნდა იყოს 9 წევრი.

მომხრე: 18
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
დაადგინეს: IRB- სამეცნიერო კვლევის ეთიკური საბჭოს შემადგენლობაში შევიდეს: თითოეული სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტიდან ერთი მოქმედი, ხოლო ერთი დამატებითი წევრი, 2 წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ან სხვა ინსტიტუციიდან, ერთი წარმომადგენელი კი - ადმინისტრაციიდან. სულ საბჭოს შემადგენლობაში უნდა იყოს 9 წევრი. ასოც. პროფესორ ეკატერინე ფირცხალავას საბჭომ დაავალა შემდეგ შეხვედრაზე წარმოადგინოს IRB -სამეცნიერო კვლევის ეთიკური საბჭოს შემადგენლობა.

4. სტუდენტური ელექტრონული ჟურნალის - „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“- გამოცემის საკითხი
ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თამარ გაგოშიძემ ისაუბრა სტუდენტური ელექტრონული ჟურნალის - „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“- შესახებ. მან აღნიშნა, რომ ჟურნალი შეიქმნა სტუდენტური საუნივერსიტეტო პროექტის ფარგლებში, სტუდენტები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები, გამოვიდა ძალიან საინტერესო, ხარისხიანი პირველი ნომერი. მნიშვნელოვანია, რომ ფაკულტეტმა მხარი დაუჭიროს ჟურნალის გამოცემას. პროფესორმა თამარ გაგოშიძემ მოახსენა საბჭოს წევრებს, რომ ფაკულტეტის ბიუჯეტი იძლევა ჟურნალის დაფინანსების შესაძლებლობას და საკითხი კენჭის ყრაზე დააყენა.

ფაკულტეტის საბჭომ კენჭი უყარა საკითხს: სტუდენტური ელექტრონული ჟურნალი - „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“ დაფინანსდეს ფაკულტეტის ბიუჯეტიდან 2000 ლარის ოდენობით.

მომხრე: 18
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
დაადგინეს: სტუდენტური ელექტრონული ჟურნალი - „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“ დაფინანსდეს ფაკულტეტის ბიუჯეტიდან 2000 ლარის ოდენობით.

5. ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევის განვითარების ცენტრის და სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელების დამტკიცება

პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წინაშე დააყენა ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევის განვითარების ცენტრისა და სოციალური ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელების დამტკიცების საკითხი. მან აღნიშნა, რომ ცენტრების დებულებები დამტკიცებულია საბჭოს მიერ და აღნიშნულ ცენტრებს ესაჭიროებათ ხელმძღვანელები. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თ.გაგოშიძემ დააყენა კენჭისყრაზე საკითხი: სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნოს ასოცირებული პროფესორი ანასტასია ქიტიაშვილი.
მომხრე: 18
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნოს ასოცირებული პროფესორი ანასტასია ქიტიაშვილი.

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თ.გაგოშიძემ დააყენა კენჭისყრაზე საკითხი: ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნოს ასისტენტ პროფესორი ვლადიმერ გამსახურდია.
მომხრე: 18
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: ინტედისციპლინური ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნოს ასისტენტ პროფესორი ვლადიმერ გამსახურდია.

6. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის 2003 წლის კურსდამთავრებულ ნატავან მამედოვას დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემის შექმნა

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა ასოც. პროფესორმა ირინე ჟვანია საბჭოს წევრებს გააცნო ბაკალავრიატის 2003 წლის კურსდამთავრებულ ნატავან მამედოვას დიპლომის ფორმის
განსაზღვრასთან დაკავშირებული სავალდებულო მონაცემის შექმის საკითხი. ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტიდან შემოსულია წერილი (#8733/10,
15.05.2021), რომელშიც ითხოვენ თსუ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატის 2003 წლის კურსდამთავრებულ ნატავან მამმადოვას განცხადებასთან დაკავშირებით დიპლომის
ფორმისთვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შექმნას და მინიჭებული აკადემიური ხარისხის დაზუსტებას (ბაკალავრიატი). ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და დადგინდა, რომ ნატავანი მამედოვა 1999 წელს (ბრძ. #4/733, 31. 08. 1999 წ.) ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ფასიანი განყოფილების დასწრებული სწავლების ფსიქოლოგიის სპეციალობაზე. 2003 წელს (ბრძ. #4/740, 08. 07. 2003 წ.) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის არასაბიუჯეტო განყოფილების კურსდამთავრებულ ნატევანი მამედოვას მიენიჭა ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სპეციალობით. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 2003 წლის 21 ივნისის შემაჯამებელი სხდომის (ოქმი უნომრო) გადაწყვეტილებით ფასიანი განყოფილების კურსდამთავრებულ ნატავან მამედოვას მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის სპეციალობით. საქმის წარმოებისას აგრეთვე გამოირკვა, რომ 2003 წელს აღნიშნული ბრძანებით (სპეციალობით შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია) საგანმანათლებლო პროგრამა ნატევანი მამედოვასთან ერთად დაასრულა ხუთმა სტუდენტმა (ბრძანება #4/740, 08. 07. 2003 წ. აკადემიური ხარისხის მინიჭებისა შესახებ), მათ პირად საქმეებში არსებული დოკუმენტაციით და დიპლომების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით დასტურდება მათი სწავლების ფაქტი ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.

წარმოგიდგენთ ზემოაღნიშნულ კურსდამთავრებულთა სიას :

„მიენიჭოს ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის არასაბიუჯეტო განყოფილების კურსდამთავრებულებს შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სპეციალობით:
დიპლომი წარჩინებით
1. მამედოვა ნატევანი
2. საბელაშვილი სალომე
დიპლომი ჩვეულებრივი
1. გაფრინდაშვილი თინათინი
2. გიორგობიანი მარიამი
3. ქუთელია მანანა“

ვინაიდან, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ დგინდება ნატევანი მამედოვას სახელზე გასაცემი ახალი დიპლომის ფორმისათვის სავალდებულო მონაცემები, ფაკულტეტმა უნდა
განსაზღვროს აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ოქმის ნომერი და დააზუსტოს ნატევანი მამედოვას სპეციალობა და აკადემიური ხარისხი რექტორის #4/711, 05. 07. 2004 წ. ბრძანებაზე დაყრდნობით. მაშასადამე ფაკულტეტის საბჭომ უნდა შეიტანოს შესწორება ფსიქოლოგიის ფაკულტეტის 2003 წლის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 21 ივნისის შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სპეციალობის ოქმში და მინიჭებული კვალიფიკაცია უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სპეციალობით. ოქმის პირობით ნომრად განისაზღვროს ნატევანი მამედოვას კვალიფიკაციის მინიჭების ბრძანების ნომერი, რომელსაც წილადის შემდეგ დაემატება ასო „პ“ (4/პ) ნომრის პირობითობის აღსანიშნავად. ზემოაღნიშნული პირობა გავრცელდება ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდება ინდივიდუალურად მომართვის შემთხვევაში. ფაკულტეტის საბჭომ კენჭის ყრაზე დააყენა საკითხი: ფსიქოლოგიის ფაკულტეტის შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სპეციალობის 2003 წლის კურსდამთავრებულთა, მათ შორის ნატევანი მამედოვას აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) ნომრად განისაზღვროს 4/პ, ხოლო აკადემიური ხარისხად განისაზღვროს ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სპეციალობით. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 2003 წლის 21 ივნისის შემაჯამებელი სხდომის (ოქმი #4/პ) გადაწყვეტილებით ფასიანი განყოფილების კურსდამთავრებულ ნატავან მამედოვას მიენიჭა ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სპეციალობით.

მომხრე: 18
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: ფსიქოლოგიის ფაკულტეტის შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სპეციალობის 2003 წლის კურსდამთავრებულთა, მათ შორის ნატევანი მამედოვას აკადემიური
ხარისხის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) ნომრად განისაზღვროს 4/პ, ხოლო აკადემიური ხარისხად განისაზღვროს ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი,
შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სპეციალობით. მაშასადამე: ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 2003 წლის 21 ივნისის შემაჯამებელი სხდომის (ოქმი #4/პ) გადაწყვეტილებით ფასიანი განყოფილების კურსდამთავრებულ ნატავან მამედოვას მიენიჭა ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სპეციალობით. ზემოაღნიშნული პირობა გავრცელდება ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდეს ინდივიდუალურად მომართვის შემთხვევაში.

7. სხვა:
პროფესორმა ლალი სურმანიძემ ისაუბრა უმაღლესი განათლების მუშაკთა პროფკავშირების შექმნის საკითხზე. მან აღნიშნა, რომ პროფესორმა გია ჟორჟოლიანმა გაუზიარა უმაღლესი
განათლების მუშაკთა პროფკავშირის წესდება გასაცნობად. აღნიშნულ წესდებას ის დაუგზავნის ფაკულტეტის საბჭოს წევრებს. წესდების გაცნობის შემდეგ შესაძლებელია ფაკულტეტის საბჭომ განიხილოს აღნიშნული საკითხი.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე      

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

სრულად

ბრძანების N:

ოქმი N4

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი N 4

29.04. 2021

დღის წესრიგი:

  1. აკადემიური პერსონალის ხელფასების ზრდის პროექტი.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ონლაინ, ზუმის აპლიკაციის მეშვეობით.

განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული  მასალები წინასწარ გაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, მზია წერეთელი, ია კუტალაძე

ასოცირებული პროფესორები:

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი,  ანასტასია ქიტიაშვილი, თამარ აბაშიძე,  შორენა მამუკაძე, მედეა დესპოტაშვილი, თეონა ლოდია, ია აფთარაშვილი, ნინო ლაბარტყავა.

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი: ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი :

ზაქარია ქიტიაშვილი, რუსო სანაძე, ეთერ ღვინერია, იზაბელა პეტრიაშვილი

კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა 22  წევრი

განიხილეს:

  1. აკადემიური პერსონალის ხელფასების ზრდის პროექტი.

მოისმინეს:

 საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წარუდგინა აკადემიური პერსონალისთვის ხელფასების ზრდის პროექტი 2021 წლის მაისიდან. პროექტი დაგზავნილი ჰქონდათ საბჭოს წევრებს და კომენტარები არ ჰქონიათ.

მან მოახსენა საბჭოს, რომ დღეს ფაკულტეტი რთულ ვითარებაშია. გაიხსნა ფსიქოლოგიის ბევრი საბაკალავრო პროგრამა, ასევე სამაგისტრო პროგრამები სხვა, ძირითადად კერძო უნივერსიტეტებში. ფაკულტეტი მათ ვერ უწვევს კონკურენციას ანაზღაურების მიმზიდველობის თვალსაზრისით და უკვე სადოქტორო ხარისხსის მქონე ბევრი ახალგაზრდა არ რჩება ფაკულტეტზე, არამედ კარიერას ირჩევს სხვა უნივერსიტეტში. ფაქტია, რომ ჩვენი ფაკულტეტი უშვებს საუკეთესო კადრებს, ამდენ ინვესტიციას დებს თვითეულ მათგანში და შედეგად ეს საუკეთესო კადრი კარიერისთვის ირჩევს სხვა უნივერსიტეტებს. ასევე გახშირდა აკადემიური პერსონალის გადაბირების, მათი სხვა უნივერსიტეტში გადასვლის შემთხვევები, ძირითადად ახალგაზრდა კადრების, ხოლო ახალი კადრის მოზიდვა კი ძალიან რთულია, რადგან მათთვის არ არის მიმზიდველი ანაზღაურება. მეორე მხრივ ფსიქოლოგიის პოპულარობა გაიზარდა, ფაკულტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ყოველთვის მაღალი კონკურსია, წელსაც პირველი არჩევანის მიხედვით, ერთ ადგილზე 3 აბიტურიენტი მოდის. გაიზარდა მისაღები კონტიგენტი და 225 სტუდენტს ვიღებთ,შესაბამიდ გაიზარდა ფაკულტეტის შემოსავლები. წინასწარი გამოთვლებით, იმისათვის რომ გავუძლოთ კონკურენციას, შევინარჩუნოთ პროფესიონალები და მოვიზიდოთ საუკეთესო კადრები, შესაძლებელია 30% -ით ხელფასების გაზრდა. წელს ეს მოხერხდება არსებული ბიუჯეტის ფარგლებში. გაზრდილი ბიუJეტის შესაძლებლობა საშუალებას გვაძლევს მომავალი წლის ბიუჯეტიც ისე დაიგეგმოს, რომ ხელფასის 30%-იანი მატება შენარჩუნდეს. მიმდინარე ბიუჯეტი შეადგენს 1726000 ლარს, რომლის ფარგლებშიც შესძლებელია აკადემიური პერსონალისთვის ხელფასების მომატება სხვადასხვა მუხლების გადათამაშების ხარჯზე.  აკადემიური პერსონალის ანაზღაურების მუხლში გათვალისწინებულია 744600 ლარი. იგეგმება აკად. პერსონალის ხელფასის 30% მატება და სარგო განისაზღვრა კატეგორიების მიხედვით შემდეგნაირად: 

პროფესორი 

3200

1900

ასოცირებული პროფესორი 

2600

1600

ასისტენტ პროფესორი

2000

1300

მაისის თვიდან, რომ გაიზარდოს ხელფასები გვჭირდება ჯამში 139600 ლარი, რომელსაც ჩვენივე ბიუჯეტის ფარგლებში დავზოგავთ შემდეგნაირად: 

უცხოეთიდან მოწვეულები 

10000

მივლინება ქვეყნის შიგნით და გარეთ 

30000

მიღებები, ოფიც. სადილები 

5000

ექსკურსიები, კულტურული სანახაობები და სხვა. 

10000

სასტუმროს ხარჯი 

5000

აეროპორტში დახვედრა და სხვა 

3000

მოწვეულებიდან დავზოგავთ დანარჩენ 76600 ლარს. 

2022 წლის ბიუჯეტი კი შეადგენს 1 945 460 ლარს - ჯამში სხვაობა 2021 წლის და 2022 წლის ბიუჯეტებს შორის დაახლოებით 220 000 ლარი. აღნიშნული თანხის დამატება თავისუფლად არის შესაძლებელი გაზრდილი შემოსავლებიდან. ფაკულტეტის შემოსავალი ყველაზე უხეში დათვლით მხოლოდ პროგრამების ხარჯზე, აქტიური სტატუსის სტუდენტების მიხედვით არის 3703500 ლარი. ამიტომ 220000 ლარის დამატება ბიუჯეტზე ფაკულტეტს არ გაუჭირდება.

კენჭი უყარეს: აკადემიური პერსონალისთვის არსებული თანამდებობრივ სარგოს 30%-იანი ზრდის სქემას.

მომხრე: 22

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0.

დაადგინეს:

2021 წლის მაისის თვიდან ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს გაეზარდოს არსებული თანამდებობრივი სარგო 30% -ით შემდეგნაირად:

პროფესორი 

3200

1900

ასოცირებული პროფესორი 

2600

1600

ასისტენტ პროფესორი

2000

1300

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე    

 საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

სრულად

ბრძანების N:

გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესის, პრაქტიკული მეცადინეობების წარმართვის, გამოცდებისა და სამაგისტრო დაცვების ჩატარების წესის განსაზღვრის შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში  სასწავლო პროცესის, პრაქტიკული მეცადინეობების წარმართვის, გამოცდებისა და სამაგისტრო დაცვების ჩატარების წესის განსაზღვრის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 12 ივლისის N84/01-01 და 2013 წლის 26 დეკემბრის 182/01-01 ბრძანბების საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

ონლიან რეჟიმში სწავლების პროცესში მოქმედებს შემდეგი წესები

1. სტუდენტები ვალდებულები არიან:

  • დარეგისტირებული იყვნენ zoom-ისა და ილერნინგის (moodle) პლატფორმაზე თსუ-ს მეილით.
  • zoom-ის აპლიკაციით სარგებლობისას გამოიყენონ საკუთარი სახელი და გვარი ისე, რომ ლექტორს შეეძლოს მათი იდენტიფიკაცია.
  • ზუმში ლექციაზე დასწრებისას და ასევე, ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას ჩართული ჰქონდეთ მიკროფონი და კამერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლექტორი უფლებამოსილია არ ჩაუთვალოს შესაბამისი აქტივობა (გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდგენდეს ის შემთხვევები, როდესაც ლექტორის თხოვნით სასურველია მიკროფონების გამორთვა).

2. პროფესორ-მასწავლებლები ვალდებულები არიან:

  • დაგეგმონ ონლიან ლექცია-სემინარები ზუმში და ID და პაროლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაუზიარონ სტუდენტებს moodl-ზე გახსნილ სალექციო კურსის ფორუმზე.
  • moodl-ის პლატფორმაზე ატვირთონ: სილაბუსით გათვალისწინებული სასწავლო მასალა (რიდერი, სახელმძღვანელო) და/ან სილაბუსით გათვალისწინებული დავალებებისა და აქტივობების შესრულებისათვის საჭირო მასალა.
  • სტუდენტებს გააცნონ შეფასების სისტემა, დროულად მიაწოდონ შესასრულებელი დავალებების/აქტივობების ვადები და გასწორებული დავალებები / ნამუშევრები.
  • ლექციის ზუმის საინდენფიკაციო ბმული, ID და პაროლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაუზიარონ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.

3. პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ვალდებულები არიან:

  • დაიცვან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი, ასევე, კიბერუსაფრთხოების წესები. ლექცია/სემინარების ვიდეოჩანაწერები, ლინკები, ID და პაროლები არ უნდა გაზიარდეს სოციალური მედიის ან ნებისმიერი სხვა საშუალებით, არ უნდა გადაეცეს მესამე პირს. პირადი მონაცემების გადასაცემად გამოიყენება მხოლოდ LMS და moodl-ის პლატფორმა, თსუ ელფოსტა.
  • კომუნიკაციისთვის ისარგებლონ მხოლოდ თსუ-ს და არა - პირადი ელ-ფოსტით.

4. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დადგენილი და შეთანხმებული ცხრილების მიხედვით, რომელიც ატვირთულია ფაკულტეტის ვებ-გვერდზე.

5. ონლიან სწავლების პროცესის მიმდინარეობა Zoom-ის აპლიკაციაში და Moodl-ის პლატფორმაზე სტუდენტებისთვის მასალის მიწოდების და/ან დავალებების შესრულება-გასწორების პროცესი ექვემდებარება მონიტორინგს.

6. პედაგოგიური პრაქტიკა

ა) პედაგოგიური პრაქტიკა (განათლების დეპარტამენტი) - სტუდენტების ნაწილი პრაქტიკას გადის ონლაინ გაკვეთილებში ჩართვით, ნაწილი - სკოლებში (სურვილის მიხედვით).

ბ) პრაქტიკა განათლების პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში (მაგისტრატურის საფეხური) - ტარდება ონლაინ რეჟიმში.

7. ოკუპაციური თერაპიის პრაქტიკული კურსები

ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის პრაქტიკული კურსების ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება პრაქტიკის განხორციელების ადგილზე მოქმედი წესების შესაბამისად.

8. შუალედური გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარების ფორმატი და წესები:

  • 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის გამოცდები ფაკულტეტზე ტარდება დისტანციურად, თსუ-ის გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის და თსუ-ის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის საფუძველზე (თსუ რექტორის ბრძანება №84/01-01,12.07.2012 და  №182/01-01, 26.12.2013).
  • სწავლების სამივე საფეხურზე გამოცდები ხორციელდება მხოლოდ, e-learning აკადემიური პლატფორმისა და/ან ZOOM აპლიკაციის საშუალებით. სურვილის შემთხვევაში, პედაგოგს შეუძლია წერითი გამოცდის დროს e.learning-თან ერთად გამოიყენოს ზუმიც.
  • ფაკულტეტის ყველა პროგრამის გამოცდების ცხრილს გეგმავს საგნის პედაგოგი ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურთან შეთანხმებით.
  • გამოცდები ტარდება სასწავლო კურსის სილაბუსით განსაზღვრული ფორმატით: ტესტური (ღია/დახურულ კითხვიანი, მრავლობით პასუხიანი), ესე, ქეისი ან მათი კომბინირებით სილაბუსით გათვალისწინებული შეფასების კომპონენტებისა და კრიტერიუმების შესაბამისად.
  • გამოცდების დისტანციურად (e-learning ან zoom პლატფორმაზე) ჩატარების წესებს თითოეული კურსისთვის პედაგოგები წინასწარ აწოდებენ სტუდენტებს აკადემიურ პლატფორმაზე - elearning.tsu.ge გამოცდამდე სულ ცოტა 1 კვირით ადრე.
  • გამოცდის მსვლელობის დროს სტუდენთან ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირების შემთხვევაში (დენის, ინტერნეტის გათიშვა), სტუდენტი ვალდებულია ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, ხოლო 24 საათის განმავლობაში LMS-ის საშუალებით გამოგზავნოს განცხადება ფაკულტეტზე.
  • შუალედური გამოცდის აღდგენის პირობები, გამოცდების შედეგების შეფასების ვადები, სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში გამოცდების შედეგების დაფიქსირება, რეგულირდება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით (თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილება №77/2011 25.07.2011, თავი VII მუხლი 16) და  თსუ-ში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციით (რექტორის ბრძანება №84/01-01,12.07.2012 და  №182/01-01, 26.12.2013).
  • გამოუცხადებლობის შემთხვევაში გამოცდის აღდგენა დასაშვებია სტუდენტის განცხადების საფუძველზე. ფაკულტეტის დეკანის სახელზე განცხადება უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ფაკულტეტის კანცელარიის ელ.ფოსტაზე (chancellery.pes@tsu.ge) გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის დამატებით გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს ფაკულტეტის დეკანი. გამოცდის აღდგენა შესაძლებელია მოხდეს გამოცდის ჩატარების დღიდან 2 კვირის ვადაში.
  • სტუდენტი უფლებამოსილია შედეგის გამოქვეყნებიდან 2 სამუშო დღის ვადაში მიმართოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს (ელექტრონული ბაზის საშუალებით – lms.tsu.ge) და მოითხოვოს შედეგების გადასინჯვა.
  • ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური განცხადების/საჩივრის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს განაცხადის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ლექტორის/სააპელაციო კომისიისთვის, რომელიც თავის მხრივ, 2 სამუშო დღის ვადაში უზრუნველყოფს აპელაციის დასკვნის მიწოდებას ფაკულტეტის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის. საგამოცდო ნაშრომის საბოლოო შეფასებას სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში აფიქსირებს პედაგოგი.
  • სტუდენტის მიერ საგამოცდო ტესტის/მასალის გავრცელების შემთხვევაში ფაკულტეტს უფლება აქვს აღძრას სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე.
  • ზეპირი და წერითი გამოცდის კომბინაციის შემთხვევაში (თუ გათვალისწინებულია სილაბუსით) ზეპირი გამოცდა ტარდება zoom აპლიკაციით. გამოცდის მსვლელობის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის თანხმობის შემთხვევაში. ზეპირი გამოცდის ჩაწერაზე სტუდენტის უარის შემთხვევაში, ვერ მოხდება სააპელაციო განაცხადის მიღება აღნიშნული საგნის ზეპირ კომპონენტზე.
  • წერითი და ზეპირი გამოცდის ჩაწერა შესაძლებელია გამოსაცდელი სტუდენტებისა და ლექტორის თანხმობის შემთხვევაში.

9. დასკვნითი და დამატებითი გამოცდები:

  • დასკვნითი გამოცდების დისტანციურად ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში მოქმედებს გამოცდების ორგანიზებისა და ჩატარების იგივე ფორმატი და წესები, რაც შუალედური გამოცდების შემთხვევაში.
  • საბაკალავრო პროგრამების დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩატარების გრაფიკის ორგანიზებას ახორციელებს საგამოცდო ცენტრი. ხოლო დანარჩენი პროგრამების გრაფიკის ორგანიზებას ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური საგნის პედაგოგებთან შეთანხმებით.

10. ეპიდსიტუაციის შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ფორმატის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დაცვა განხორციელდება დისტანციურ რეჟიმში, მოქმედებს შემდეგი წესები:

  • სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ხორციელდება დისტანციურად, zoom-აპლიკაციის გამოყენებით.
  • სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ოქმი შეივსება ელექტრონულად.
  • სამაგისტრო ნაშრომების დაცვა რეგულირდება ფაკულტეტის სამაგისტრო პროექტი/ნაშრომის წარდგენის, დაცვისა და შეფასების პროცედურით.
  • სამაგისტრო ნაშრომის დაცვის მსვლელობის დროს ტექნიკური ხარვეზის (დენის, ინტერნეტის გათიშვა) დაფიქსირების შემთხვევაში სტუდენტი 24 საათის განმავლობაში ინფორმაციას აწვდის პროგრამის ხელმძღვანელს და ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.
  • სამაგისტრო ნაშრომის ჩაწერა შესაძლებელია გამოსაცდელი სტუდენტებისა და ლექტორის/ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში.

11. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 

დეკანი, თამარ გაგოშიძე

სრულად

ბრძანების N: 5

დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის დოკუმენტების წარმოდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2020-2021 სასწავლო წლის  გაზაფხულის  სემესტრში, დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის დოკუმენტების წარმოდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 29 ივლისის N126/01-01   ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს  2017 წლის 25 აპრილის სხდომაზე დამტკიცე­ბუ­ლი ,,ფაკულტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ მე-7 პუნქტის და ფაკულტეტის საბჭოს 2021 წლის 26 მარტის  სხდომაზე დამტკიცებული ,,ფაკულტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესში ცვლილების“ საფუძველზე

ვბრძანებ:

1. გამოცხადეს კონკურსი ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად. საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2021 წლის 12 აპრილიდან   22 აპრილის ჩათვლით.   თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის  ელექტრონულ    მისამართზე: chancellery.pes@tsu.ge

2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოქტორანტმა  უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუ­თები­:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2);

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ) სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო–კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი (დანართი 1 /შევსებული ცხრილი - მათი  დამადასტურებელი  დოკუმენტაციით);

დ) სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;

ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

ვ) ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით.

3. კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არა უგვიანეს 2021 წლის 7 მაისისა.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.

5. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს.

6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანი, თამარ გაგოშიძე

სრულად

ბრძანების N: 4

ოქმი N3

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი N 3

26.03. 2021

დღის წესრიგი:

  1. სოციალური პრობლემების კვლევისა და ინტერვენციების ცენტრის შექმნა;
  2. ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებისთვის აკადემიური ხარისხის მინიჭება, წარდგინება;
  3. სასწავლო საგანში: "განათლების პოლიტიკის ძირითადი ტენდეციები" (გ.შარვაშიძე) შეტანილი ცვლილების დამტკიცება;
  4. პროფესორთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და ანაზღაურების სისტემა;
  5. სხვა

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ონლაინ, ზუმის აპლიკაციის მეშვეობით.

განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული  მასალები წინასწარ გაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე

ასოცირებული პროფესორები:

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი,  ანასტასია ქიტიაშვილი, თამარ აბაშიძე,  ვახტანგ ნადარეიშვილი, შორენა მამუკაძე, მედეა დესპოტაშვილი.

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი: ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი :

ზაქარია ქიტიაშვილი, რუსო სანაძე, ეთერ ღვინერია, იზაბელა პეტრიაშვილი

კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა 18  წევრი

განიხილეს:

1. სოციალური პრობლემების კვლევისა და ინტერვენციების ცენტრის შექმნის საკითხი

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანიამ დააყენა პირველი საკითხი, რომელიც ეხებოდა  სოციალური პრობლემების კვლევისა და ინტერვენციების ცენტრის შექმნის საკითხის.

ასოცირებულმა პროფესორმა ანასტასია ქიტიაშვილმა ისაუბრა თავის ინიციატივაზე. მან აღნიშნა ხაზი გაუსვა ფაკულტეტზე ამ ცენტრის დაარსების მნიშვნელობას და მოკლედ შეეხო ცენტრის დებულებას, რომელსაც წინასწარ გაეცნენ საბჭოს წევრები.

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ ხაზი გაუსვა აღნიშნული ცენტრის მნიშვნელობას, თუმცა აღნიშნა, რომ სათაურის შეცვლა კარგი იქნებოდა. მისი აზრით, ცენტრის სათაურში -„ სოციალური პრობლემების კვლევისა და ინტერვენციების ცენტრი“ - კარგად არ ჩანს სოციალურ ფსიქოლოგიური კონტექსტი.

ფაკულტეტის საბჭოს წვრებმა იმსჯელე ცენტრის სათაურის რამდენიმე ვარიანტზე.

ფაკულტეტის საბჭომ კენჭი უყარა ცენტრის სათაურს:  „სოციალურ ფსიქოლოგიური კვლევის ცენტრი“.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: ცენტრის დაერქვას -  „სოციალური ფსიქოლოგიური კვლევის ცენტრი“.

ფაკულტეტის საბჭომ კენჭი უყარა, ასევე, ცენტრის დებულების დამტკიცებას.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაამტკიცეს:  „სოციალური ფსიქოლოგიური კვლევის ცენტრი“ -ს დებულება.

2. ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებისთვის აკადემიური ხარისხის მინიჭება

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირინე ჟვანიამ საბჭოს წარუდგინა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების საკითხი.

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას:

მიენიჭოთ სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი: ფსიქოლოგია

დიპლომი წარჩინებით

1  სტეფნაძე         სალომე            

დიპლომი ჩვეულებრივი

2         ბუჩუკური      ანი      

3          გუბელაძე       სალომე          

4          დოლიძე         ნუცა   

5          კაპანაძე           ნათია 

6          კენჭიაშვილი  შოთა  

7          კუკავა ანი      

8          მამაცაშვილი   თორნიკე        

9          მითაიშვილი   თინათინ        

10        ნარმანია          ნანა     

11        სალამაძე         ზურაბ

12        სტეფანოვი      თათია

13        ფოჩხუა           სალომე          

14        შავგულიძე     მარიამი          

15        ჩოკოშვილი    ნანა     

16        წულაია           სანდრო          

17        ჭითანავა         ანა      

18        ხაჭაპურაძე     თინათინ        

19        ხითარიშვილი ნინო  

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: მიენიჭოთ სოციალური მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ფსიქოლოგიაში და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

დიპლომი წარჩინებით

1          სტეფნაძე         სალომე             

დიპლომი ჩვეულებრივი

2          ბუჩუკური      ანი      

3          გუბელაძე       სალომე          

4          დოლიძე         ნუცა   

5          კაპანაძე           ნათია 

6          კენჭიაშვილი  შოთა  

7          კუკავა ანი      

8          მამაცაშვილი   თორნიკე        

9          მითაიშვილი   თინათინ        

10        ნარმანია          ნანა     

11        სალამაძე         ზურაბ

12        სტეფანოვი      თათია

13        ფოჩხუა           სალომე          

14        შავგულიძე     მარიამი          

15        ჩოკოშვილი    ნანა     

16        წულაია           სანდრო          

17        ჭითანავა         ანა      

18        ხაჭაპურაძე     თინათინ        

19        ხითარიშვილი ნინო

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას:

მიენიჭოთ ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სამაგისტრო პროგრამა ,,ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება“

დიპლომი წარჩინებით

       1.   მღებრიშვილი ნინო          

დიპლომი ჩვეულებრივი

         2.   ყიფიანი ელენე                             

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: მიენიჭოთ ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

დიპლომი წარჩინებით

       1.   მღებრიშვილი ნინო                       

დიპლომი ჩვეულებრივი

         2.   ყიფიანი ელენე                                

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას:

       მიენიჭოს კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის კურსდამთავრებულს:

სამაგისტრო პროგრამა: ,,კლინიკური ნეიროფსიქოლოგია“

დიპლომი ჩვეულებრივი

1. გოგუაძე ასმათი                                        

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: მიენიჭოს კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის კურსდამთავრებულს:

სამაგისტრო პროგრამა: ,,კლინიკური ნეიროფსიქოლოგია“

დიპლომი ჩვეულებრივი

1. გოგუაძე ასმათს                                        

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას:

მიენიჭოთ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სამაგისტრო პროგრამა: ,,შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“

დიპლომი ჩვეულებრივი

  1. ანასტასიდი მარია                                   
  2. პაპავა სოფიკო                                           

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას:

მიენიჭოთ განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრის კურსდამთავრებულებს:

 სწავლების ძირითადი დარგი - მასწავლებლის განათლება

 ქვედარგი - დაწყებითი განათლების პედაგოგიკა

დიპლომი ჩვეულებრივი

  1. ბერეკაშვილი მარი                        
  2. ოსმანოვი გალიბ                             
  3. ხასმამედოვა აიდან                        

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: მიენიჭოთ განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრის კურსდამთავრებულებს:

 სწავლების ძირითადი დარგი - მასწავლებლის განათლება

 ქვედარგი - დაწყებითი განათლების პედაგოგიკა

დიპლომი ჩვეულებრივი

  1. ბერეკაშვილი მარი                         
  2. ოსმანოვი გალიბ                             
  3. ხასმამედოვა აიდან                        

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას:

      მიენიჭოთ განათლების მეცნიერებების მაგისტრის  აკადემიური ხარისხი და   მიეცეთ შესაბამისი დიპლომი  2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი - განათლების მეცნიერებები

დიპლომი წარჩინებით

  1. ლობჟანიძე მაკა                             

დიპლომი ჩვეულებრივი

  1. გოგიშვილი მარი                         

დაადგინეს:       მიენიჭოთ განათლების მეცნიერებების მაგისტრის  აკადემიური ხარისხი და   მიეცეთ შესაბამისი დიპლომი  2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი - განათლების მეცნიერებები

დიპლომი წარჩინებით

  1. ლობჟანიძე მაკა                             

დიპლომი ჩვეულებრივი

  1. გოგიშვილი მარი                           

3. სასწავლო საგანში: "განათლების პოლიტიკის ძირითადი ტენდეციები" (გ.შერვაშიძე) შეტანილი ცვლილების დამტკიცება;

ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა  განიხილეს  სასწავლო საგანში: "განათლების პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები" (გ.შარვაშიძე) შეტანილი ცვლილებები. კერძოდ, ორი შუალედური გამოცდის /თითოეული: 20 -20 ქულა/ ნაცვლად ერთი შუალედური გამოცდა, რომელიც შეფასდება 40 ქულით.

ფაკულტეტის საბჭომ კენჭი უყარა აღნიშნულ ცვლილებას.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:  დამტკიცდეს სასწავლო საგანში: "განათლების პოლიტიკის ძირითადი ტენდენციები" (გ.შარვაშიძე) შეტანილი ცვლილება.

4. პროფესორთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და ანაზღაურების სისტემა

პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს მოკლედ მოახსენა პროფესორთა მიერ სამუშაოს შესრულებისა და ანაზღაურების სისტემის შესახებ. მან აღნიშნა, რომ წინა შეხვედრაზე განხილული დოკუმენტთან დაკავშირებით საბჭოს წევრებს გაუჩნდათ გარკვეული მოსაზრებები, რომელებიც აისახა  შეფასებისა და ანაზღაურების ახალ სისტემაში. სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა დიმიტრი ჩუბინიძემ დეტალურად ისაუბრა ცვლილებებთან და დოკუმენტის საბოლოო ვერსიასთან დაკავშირებით.  მან საბჭოს წევრებს წარუდგინა ამომწურავი პრეზენტაცია ფაკულტეტის  ახალი სისტემისა და მისი ყველა კომპონენტის შესახებ. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შემუშავებული დოკუმენტი გადაეცემა იურიდიულ სამსახურს და მხოლოდ შემდგომ უკვე მოხდება მისი დამტკიცება.

5.სხვა

ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა მარწყვიშვილმა დააყენა დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა წესში (დანართი 1. დოქტორანტთა შერჩევის კრიტერიუმები) ცვლილების შეტანის საკითხი. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია წესის რამდენიმე პუნქტში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: 

  • ჩაემატოს შეფასების კომპონენტი N11.1.  წიგნის/სახელმძღვანელოს/სტატიის რეცენზირება/რედაქტირება.  აქტივობის წონა განისაზღვროს 10 ქულით;
  • ჩაემატოს შეფასების კომპონენტი N11.2.  სასწავლო ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასება (რეცენზირება)  (მათშორის: სამაგისტრო ნაშრომი, კვლევითი პროექტი). აქტივობის წონა განისაზღვროს 5 ქულით და შეფასდეს ერთხელობრივად, მხოლოდ 1 აქტივობა;
  • შეფასების კომპონენტები N13 და N14 იქცეს ერთი კომპონენტის ორ ქვეკატეგორიად და მათი ფორმულირება განისაზღვროს შემდეგი სახით: 13.1. კვლევითი ვიზიტი, გაცვლითი სემესტრი; აკადემიური სტაჟირება;  13.2. ვორქშოპი, ტრენინგი და სხვ. კვალიფიკაციის ასამაღლებელი აქტივობა;
  • შეფასების კომპონენტი N12 და N13.2 (12. ადგილობრივ სამეცნიერო ან სამეცნიერო–პოპულარულ აქტივობებში მონაწილეობა, 13.2. ვორქშოპი, ტრენინგი და სხვ. კვალიფიკაციის ასამაღლებელი აქტივობა შეფასდეს ერთხელობრივად, მხოლოდ 1 აქტივობა.

ფაკულტეტის საბჭომ კენჭი უყარა აღნიშნულ ცვლილებებს.

მომხრე: 18

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს:

  • ჩაემატოს შეფასების კომპონენტი N11.1.  წიგნის/სახელმძღვანელოს/სტატიის რეცენზირება/რედაქტირება.  აქტივობის წონა განისაზღვროს 10 ქულით;
  • ჩაემატოს შეფასების კომპონენტი N11.2.  სასწავლო ან სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასება (რეცენზირება)  (მათშორის: სამაგისტრო ნაშრომი, კვლევითი პროექტი). აქტივობის წონა განისაზღვროს 5 ქულით და შეფასდეს ერთხელობრივად, მხოლოდ 1 აქტივობა;
  • შეფასების კომპონენტები N13 და N14 იქცეს ერთი კომპონენტის ორ ქვეკატეგორიად და მათი ფორმულირება განისაზღვროს შემდეგი სახით: 13.1. კვლევითი ვიზიტი, გაცვლითი სემესტრი; აკადემიური სტაჟირება;  13.2. ვორქშოპი, ტრენინგი და სხვ. კვალიფიკაციის ასამაღლებელი აქტივობა;
  • შეფასების კომპონენტი N12 და N13.2 (12. ადგილობრივ სამეცნიერო ან სამეცნიერო–პოპულარულ აქტივობებში მონაწილეობა, 13.2. ვორქშოპი, ტრენინგი და სხვ. კვალიფიკაციის ასამაღლებელი აქტივობა შეფასდეს ერთხელობრივად, მხოლოდ 1 აქტივობა.

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე   

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

სრულად

ბრძანების N:

ოქმი N2

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი N 2

27.02. 2021

 

დღის წესრიგი:

  1. სასწავლო პროცესის განხორციელების ფორმატის საკითხი
  2. საბაკალავრო პროგრამის „ფსიქოლოგია“ დამტკიცება რეაკრედიტაციისთვის
  3. სილაბუსის დამტკიცება

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ონლაინ.

განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული  მასალები წინასწარ გაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, იამზე კუტალაძე, მზია წერეთელი.

ასოცირებული პროფესორები:

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი,  თამარ აბაშიძე,  ვახტანგ ნადარეიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი.

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო  დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი :

ზაქარია ქიტიაშვილი, რუსო სანაძე

სტუდენტები:

 ქეთევან ცანავა, დიანა ზვიადაძე, მარინე ბორჩაშვილი

კენჭისყრაში მონაწილეობდა 19  წევრი.

განიხილეს:

1. სასწავლო პროცესის განხორციელების ფორმატის საკითხი

საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თამარ გაგოშიძემ მოახსენა საბჭოს, რომ სწავლა 1 მარტს იწყება. არსებობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანება  სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ. ამ ბრძანების მიხედვით 15 მარტამდე უსდ-ები უფლებამოსილები არიან დისტანციურ რეჟიმში წარმართონ საგანმანათლებლო პროგრამის სხვადასხვა კომპონენტები. 15 მარტიდან კი უსდ-ები უფლებამოსილები არიან როგორც დისტანციურ, ისე არადისტანციურ რეჟიმში წარმართონ სასწავლო პროცესი. არადისტანციურ რეჟიმში გათვალისწინებული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია. მან შესთავაზა საბჭოს ემსჯელათ სასწავლო პროცესის განხორციელების საკითხზე.

აზრი გამოთქვეს:

            ასოც. პროფესორმა ხათუნა მარწყვიშვილმა აღნიშნა, რომ ფაკულტეტის ოთახები არ იძლევა ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვის საშუალებას დიდ ჯგუფებში. მაგალითად საბაზისო კურსებზე 220 სტუდენტია და შეუძლებელია მათი ისე განთავსება ან ისეთი ცხრილის შედგენა, რომ მოხერხდეს ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისი რეკომენდაციების დაცვა.  ასოც. პროფესორებმა ლ. არუთინოვა, ე. ფირცხალავამ და ლ. ხეჩუაშვილმა აღნიშნეს, რომ პროფესორების ნაწილი 40 წელსაა გადაცილებული და არ იქნება უსაფრთხო ასეთ პირობებში სწავლის არადისტანციურ რეჟიმში დაწყება და სჯობს სასწავლო კომპონენტების დისტანციურ რეჟიმში, სინქრონულის სწავლების პრინციპით გაგრძელება. ასოც. პროფესორებმა ზ. ქიტიაშვილმა, ბ. არუთინოვმა და პროფ. ლ.სურმანიძემ ასევე აღნიშნეს, რომ აუცილებელია თუ შუალედური გამოცდების არა, ფინალური გამოცდების პირისპირ ჩატარება, რადგან  დისტანციური გამოცდის შედეგად ფაქტია, რომ სტუდენტები ახერხებენ გადაწერას და ამაზე შედარებით აწეული ქულებიც მეტყველებს. პროფ. ქ. ჭკუასელმა აღნიშნა, რომ განათლების მეცნიერებების მიმართულებით შედარებით მცირე ჯგუფების პირობებში მე-3 კორპუსის ოთახებშიც შეძლებენ რეკომენდაციების დაცვით გამოცდის ჩატარებას.

            კენჭი უყარეს:

           საბჭოს თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა შემდეგი საკითხი:

ფაკულტეტზე საგანამანათლებლო პროგრამების სხვადასხვა კომპონენტები განხორციელდეს დისტანციურ რეჟიმში. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიხედება. ფინალური გამოცდა ჩატარდეს არადისტანციურ რეჟიმში და საგამოცდო ცენტრს ეთხოვოს დიდი ჯგუფების გამოცდების ორგანიზება.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

           

დაადგინეს:

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა    ფაკულტეტზე საგანამანათლებლო პროგრამების სხვადასხვა კომპონენტები განხორციელდეს დისტანციურ რეჟიმში. აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიხედება ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შესაბამისად. ფინალური გამოცდა ჩატარდეს არადისტანციურ რეჟიმში და საგამოცდო ცენტრს ეთხოვოს დიდი ჯგუფების გამოცდების ორგანიზება.

2. საბაკალავრო პროგრამის „ფსიქოლოგია“ დამტკიცება რეაკრედიტაციისთვის.

ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსმა, ასოც.პროფესორმა მ. მელიქიშვილმა საბჭოს მოახსენა, რომ საბჭოზე წარმოდგენილია საბაკალავრო პროგრამა “ფსიქოლოგია“ რეაკრედიტაციისთვის. საბჭოს წევრებს დაეგზავნათ მასალები: თვითშეფასების ფორმა, საბაკლავრო პროგრამის ჩარჩო და სასწავლო გეგმა, კურიკულუმის, პროგრამის მიზნების და შედეგების რუკები. მან მოკლედ მიმოიხილა პროგრამა და აღნიშნა, რომ პრაქტიკული  სასწავლო კურსები და პრაქტიკულ კომპონენტიანი სასწავლო კურსები შეადგენს საბაკალავრო პროგრამის „ფსიქოლოგია“   41%-ს.

აზრი გამოთქვეს: ასოც. პროფესორებმა ე. ფირცხალავამ და ლ. ხეჩუაშვილმა.მათ აღნიშნეს, რომ წარმოდგენილ ვერსიაში გათვალისწინებულია თვითშეფასების ჯგუფის წევრების შენიშვნები. პროგრამა საინტერესო გამოვიდა და კარგად პასუხობს როგორც ბაზრის გამოწვევებს, ასევე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის საჭირო უნარების შემუშავების ამოცანას.

კენჭი უყარეს:

მომხრე: 19

წიანააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0          

დაადგინეს:

დამტკიცდეს საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია“ რეაკრედიტაციისთვის და განსახილველად წარედგინოს თსუ ცენტრალურ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. სილაბუსის დამტკიცება

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოც. პროფესორმა, მ. მელიქიშვილმა საბჭოს მოახსენა, რომ შემოვიდა სილაბუსი "განათლების პოლიტიკის ძირითადი ტენდეციები" (გ.შარვაშიძე) მასში შეტანილი ცვლილებების დასამტკიცებლად. მან აღნიშნა, რომ სილაბუსს არ მოჰყვა განათლების მეცნიერებათა კომიტეტის სხდომის ოქმი და სამწუხაროდ ეს ოქმი არც ახლაა წარმოდგენილი საბჭოს სხდომაზე. აღნიშნულის გამო ეთხოვოს განათლების მეცნიერებათა დეპრატემენტს მოიწვიონ კომიტეტის სხდომა, განიხილონ სილაბუსში წარმოდგენილი ცვლილებები და წარმოადგინონ საბჭოს შემდეგ სხდომაზე.

       

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე    

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

სრულად

ბრძანების N:

ოქმი N1

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ოქმი N 1

4.02. 2021

დღის წესრიგი:

  1. სილაბუსებში ცვლილებების დამტკიცება.
  2. 2021-2022 წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარის დამტკიცება.
  3. თსუ ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და  მეთოდიკის სპეციალობის   კურსდამთავრებული ლეილა აშუროვას დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემის შექმნა და აკადემიური ხარისხის დაზუსტება.
  4. სამაგისტრო პროგრამის: “გავლენების და კომუნიკაციის ფსიქოლოგია” დამტკიცება.
  5. ინტერდისციპლინური ცენტრის დებულების დამტკიცება.
  6. პროფესორების დამატებით ანაზღაურების შესახებ.
  7. ასოც.პროფ. გ.ყიფიანის მიერ შემოთავაზებული წინადადებები საგამოცდო რეგულაციების შესახებ.
  8. ასოც.პროფესორ ნ.ლაბარტყავას შემოქმედებითი შვებულება.
  9. მე-2 კორპუსში ფაკულტეტის კუთვნილი ყოფილი ინტერდისციპლინური ცენტრის ბიბლიოთეკის საკითხი.
  10. პროფესორების სამეცნიერო საქმიანობის შეფასებისა და 2021 წლიდან მათი ანაზღაურების სისტემის შესახებ პრეზენტაცია. მომხსენებელი დ. ჩუბინიძე
  11. სხვა.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ონლაინ.

განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული  მასალები წინასწარ გაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, იამზე კუტალაძე, მზია წერეთელი.

ასოცირებული პროფესორები:

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი,  ანასტასია ქიტიაშვილი, ია აფთარაშვილი, თამარ აბაშიძე,  ვახტანგ ნადარეიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი.

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი :

ზაქარია ქიტიაშვილი, რუსო სანაძე, ეთერ ღვინერია.

სტუდენტები:

 ქეთევან ცანავა.

კენჭისყრაში მონაწილეობდა 20  წევრი

განიხილეს:
1. სილაბუსებში ცვლილებების დამტკიცება

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოც.პროფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს წევრებს წარუდგინა ცვლილებები სილაბუსებში. მან აღნიშნა, რომ სილაბუსები დაეგზავნა საბჭოს წევრებს გასაცნობად. ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა განიხილეს სილაბუსებში შესული ცვლილებები. კერძოდ, ცვლილებები შევიდა: საბაკალავრო პროგრამის „ფსიქოლოგია“, საბაკალავრო პროგრამის „ოკუპაციური თერაპია“, სამაგისტრო პროგრამის „იურიდიული ფსიქოლოგია“, სამაგისტრო პროგრამის „შრომისა და ორგანიზაციის
ფსიქოლოგია“, სამაგისტრო პროგრამის „განათლების ფსიქოლოგია და კვლევა“, სადოქტორო პროგრამის „განათლების ფსიქოლოგია’’, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების
ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის /300 -კრედიტი/; დამატებით/minor/პროგრამის; მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის; სამაგისტრო პროგრამის „განათლების მეცნიერებები“ სილაბუსებში (იხ.დანართი1).

კენჭი უყარეს:
მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
დაადგინეს: დამტკიცდეს წარმოდგენილ სილაბუსებში შესული ცვლილებები.

2. 2021-2022 სასწავლო წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარი

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოც.პროფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს წევრებს წარუდგინა სამაგისტრო პროგრამების ანკეტა-კითხვარი და შესთავაზა ემსჯელათ მისაღებიუ კონტიგენტის რაოდნეობებზე. ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებმა განიხილეს 2021-2022 სასწავლო წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარი. პროფესორმა მზია წერეთელმა მოითხოვა 10 ადგილი სამაგისტრო პროგრამისთვის „განათლების ფსიქოლოგია და კვლევა“, ხოლო პროფესორმა ლალი სურმანიძემ მოითხოვა 5 ადგილი სამაგისტრო პროგრამისთვის „ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია“. სხვა ცვლილება ანკეტა-კითხვარში არ შესულა.
კენჭი უყარეს:
მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
დაადგინეს: დამტკიცდეს 2021-2022 სასწავლო წლის მაგისტრატურის ანკეტა-კითხვარი წარმოდგენილი ფორმით: განათლების ფსიქოლოგია და კვლევა - 10 ადგილი, ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია -5 ადგილი, გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია -15 ადგილი, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია - 14 ადგილი, იურიდიული ფსიქოლოგია 10 ადგილი, განათლების მეცნიერებები- 60 ადგილი.

3. თსუ ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობის კურსდამთავრებული ლეილა აშუროვას დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემის შექმნა და აკადემიური ხარისხის დაზუსტება.

ფაკულტეტის საბჭოზე განსახილველდა გამოტანილ იქნა საკითხი, რომელიც ეხებოდა თსუ ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის დაწყებითი განათლების
პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობის კურსდამთავრებულის, ლეილა აშუროვას დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემის შექმნასა და აკადემიური ხარისხის დაზუსტებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბჭის ინფორმაცია მიაწოდა საბჭოს თავმჯდომარემ თამარ გაგოშიძემ. მან აღნიშნა, რომ თსუ სასწავლო პროცესის მართვის სამსახურიდან ფაკულტეტზე შემოვიდა წერილი (#22387/10, 23.12.2020), რომელშიც ითხოვენ თსუ ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობის 2003 წლის კურსდამთავრებული ლეილა აშუროვას დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემის შექმნასა და აკადემიური ხარისხის დაზუსტებას. ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება და დადგინდა, რომ: ლეილა აშუროვა 2002 წელს (ბრძ. N01/01/32, 28.06.2002 წ. თსუ ქვემო ქართლის ფილიალი) გადაყვანილ იქნა თსუ ქვემო ქართლის ფილიალში ფილოლოგიის ფაკულტეტის (ენა და ლიტ.) სპეციალობის IV კურსიდან V კურსზე. ამასთან, 2003 წელს (ბრძ. N21/01/43, 21.06.2003 წ.თსუ ქვემო ქართლის ფილიალი) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის დაწყებითი განათლების პედ.და მეთოდიკის სპეციალობის კურსდამთავრებული ლეილა აშუროვა დაშვებულ იქნა სახელმწიფო გამოცდაზე. 2003 წელს სახწლმწიფო საგამოცდო კომისიის 28 ივნისის /2003 წ./ გადაწყვეტილებით (ბრძ. N25/01/47, 01. 07. 2003 წ. თსუ ქვემო ქართლის ფილიალი) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულ ლეილა აშუროვას მიენიჭა კვალიფიკაცია და მიეცა დიპლომი დაწყებითი განათლების პედაგიგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით. საქმის ადმინისტრაციული მოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თსუ ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის 2003 წლის კვალიფიკაციის მინიჭების სხდომის ოქმები და ლეილა აშუროვას პირადი საქმე თსუ არქივში გადაცემული არ არის. ლეილა აშუროვას კვალიფიკაციის შესახებ ჩანაწერი ფიქსირდება მხოლოდ მის მიერ წარმოდგენილ დიპლომსა და დიპლომის დანართში, სადაც მითითებულია, რომ ლეილა აშუროვას მიენიჭა დაწყებითი სკოლების მასწავლებლის კვალიფიკაცია. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფაკულტეტი ვალდებულია ლეილა აშუროვას სახელზე გასცეს ახალი დიპლომი მოქმედი ფორმით. ფაკულტეტმა უნდა განსაზღვროს ლეილა აშუროვას დიპლომში მისათითებელი სავალდებულო რეკვიზიტები. კერძოდ, მინიჭებული კვალიფიკაცია და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი. მინიჭებული კვალიფიკაცია განისაზღვროს ლეილა აშუროვას დიპლომზე დაყრდნობით - დაწყებითი სკოლების მასწავლებლის კვალიფიკაცია, ხოლო კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) ნომრად პირობითად განისაზღვროს ლეილა აშუროვას კვალიფიკაციის მინიჭების ბძანების ნომერი, რომელსაც წილადის შემდეგ დაემატება ასო „პ“ (25/პ). გარდა ამისა, ზემოაღნიშნული პირობა გავრცელდება ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდება ინდივიდუალურად მომართვის შემთხვევაში. საბჭომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და კენჭი უყარა წინადადებას, რომ თსუ ქვემო ქართლის ფილიალის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობის 2003 წლის კურსდამთავრებულთა, მათ შორის ლეილა აშუროვას აკადემიურ ხარისხად განისაზღვროს დაწყებითი სკოლების მასწავლებლის კვალიფიკაცია, დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობით. ხოლო კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) ნომრად განისაზღვროს 25/პ. ზემოაღნიშნული პირობა გავრცელდეს ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდეს ინდივიდუალური მომართვის შემთხვევაში.

მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0

დადგინეს: თსუ ქვემო ქართლის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და  მეთოდიკის სპეციალობის 2003 წლის კურსდამთავრებულთა,
მათ შორის  ლეილა აშუროვას აკადემიური ხარისხად განისაღვროს დაწყებითი სკოლების მასწავლებლის კვალიფიკაცია, დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და  მეთოდიკის სპეციალობით. ხოლო კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) ნომრად განისაზღვროს 25/პ. ზემოაღნიშნული პირობა გავრცელდება ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდება ინდივიდუალურად მომართვის შემთხვევაში.

4. სამაგისტრო პროგრამის: გავლენების და კომუნიკაციის ფსიქოლოგია დამტკიცება

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფესორმა მანანა მელიქიშვილმა საბჭოს წევრებს წარუდგინა სამაგისტრო პროგრამა „გავლენებისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ და აღნიშნა, რომ პროგრამამ გაიარა ყველა ინსტანცია და მზადაა თსუ ცენტრალურ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში გადასაცემად. ფსიქოლოგიის
პროგრამების შემუშავების კომიტეტზე განხილული იქნა აღნიშნული პროგრამა, მასში შემავალი ყველა სილაბუსი და შესაბამისად და გაკეთდა დასკვნა იმის თაობაზე, რომ სამაგისტრო
პროგრამა მზადაა აკრედიტაციაზე წარსადგენად.

საბჭომ კენჭის უყარა სამაგისტრო პროგრამას „გავლენებისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“.
მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დამტკიცდეს სამაგისტრო პროგრამა - გავლენებისა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია და გადაეცეს ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრალურ სამსახურს განსხილველად.

5. ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის დებულების დამტკიცება
პროფესორმა ლალი სურმანიძემ აღნიშნა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დამხმარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრი საუნივერსიტეტო იყო და 2019 წლიდან ის გადაეცა ფაკულტეტს. შესაბამისად, შემუშავდა ფაკულტეტის სტრატეგიული გეგმისა და მიზნების შესაბამისი დებულება, რომელმაც გაიარა იურიდიული სამსახურის ექსპერტიზა. უნდა მოხდეს აღნიშნული ცენტრის დებულების დამტკიცება. საბჭოს წევრებს წინასწარ დაეგზავნათ ცენტრის დებულება, რომელსაც ისინი გაეცნენ. საბჭომ კენჭი უყარა ცენტრის დებულების დამტკიცებას.
მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დაამტკიცეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დამხმარე
საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის დებულება.

6. პროფესორების დამატებით ანაზღაურების შესახებ

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს გააცნო ახალი რეგულაცია დამატებით ანაზღაურებასთან დაკავშირებით. საბჭოს წინა დადგენილებით (25.01.2019, N1 საბჭოს სხდომის ოქმი) ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს ვინც არ კითხულობდა ლექციებს სხვა უნივერსიტეტებში დამატებით ანაზღაურებული ჰქონოდათ არა უმეტეს 4 საათისა; ანაზღაურება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი დატვირთვა 1 საათს აღემატებოდა. საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოს შესთავაზა დამატებითი ანაზღაურების შესახებ მიეღოთ ახალი დადგენილება, რომლის მიხედვით პედაგოგს, სავალდებულო საათობრივი დატვირთვის შემდეგ აუნაზღაურდეს 1-დან 6 საათის ჩათვლით დამატებითი საათები მიუხედავად იმისა კითხულობს თუ არა სხვა უნივერსიტეტში. საბჭომ კენჭი უყარა ცვლილებას: ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს დამატებით
აუნაზღაურდეს მაქსიმუმ 6 საათი.

მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს აუნაზღაურდეს დამატებით არა უმეტეს 6 საათისა.

7. ასოც.პროფ. გ.ყიფიანის მიერ შემოთავაზებული წინადადებები საგამოცდო რეგულაციების შესახებ

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა ასოც.პროფესორმა ირინე ჟვანიამ საბჭოზე განსახილველად დააყენა ასოც.პროფესორ გიორგი ყიფიანის წინადადებები გამოცდების ჩატარების წესთან
დაკავშირებით. აღნიშნული წინადადებები ეხებოდა წერით გამოცდაზე საგამოცდო საკითხების ხელით დაწერას და ხელნაწერის ჩაბარეას ნაცვლა ვორდის ფაილის გაგზავნისა. ასევე
წამოყენებული იყო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სტუდენტმა გამოიყენოს შესაბამისი პარამეტრების მქონე ვიდეოთვალი, რომელიც ლექტორს მისცემს სტუდენტის უახლოესი პერიმეტრის გაკონტროლების საშუალებას. აზრი გამოთქვეს: ასოც. პროფესორებმა ხ. მარწყვიშვილმა, თ. აბაშიძემ. მათ აღნიშნეს, რომ სტუდენტებს არ ექნებათ შესძლებლობა შესაბამისი პარამეტრების ვიდეოკამერით უზრუნველყონ კომპიუტერი დისტანციური გამოცდის პირობებში. ზოგიერთ სტუდენტს არც დისტანციური სწავლებისთვის საჭრო პირობები აქვს და ფაკულტეტი ინდივიდულური, ასინქრონული სწავლების გეგმით უზრუნველყოფს ასეთ სტუდენტებს. საბჭომ განიხილა აღნიშნული წინადადებები და მხოლოდ ერთი წინადადებ დააყენა კენჭის ყრაზე.
საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას: სავალდებულოა, სტუდენტმა ჩააბაროს ლექტორს წერითი გამოცდა ღია კითხვების შემთხვევაში ხელნაწერის სახით.
მომხრე: 0
წინააღმდეგი: 20
თავი შეიკავა: 0

8. ასოც.პროფესორ ნ.ლაბარტყავას შემოქმედებითი შვებულება

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს გააცნო ასოც. პროფესორის ნინო ლაბარტყავას განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ასოც. პროფესორი ლაბარტყავა ითხოვს შემოქმედებით შვებულებაში გასვლას გაზაფხულის სემესტრში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასოც. პორფესორს ლაბარტყავას შვებულების პერიოდში
დაგეგმილი აქვს მუშაობა: 1. სამეცნიერო სტატიაზე იმპაქტფაქტორიანი ჟურნალისთვის ადრეული განათლების მიმართულებით (პირობითი სახელწოდებაა - ,,სასკოლო მზაობის პროგრამის ეფექტიანი განხორციელების გზების პილოტირება’’) და 2. დამატებით რიდერზე საგნისთვის ,,ქცევითი პრობლემები სკოლაში’’ . საბჭომ განიხილა აღნიშნული საკითხი და კენჭი უყარა ასოც. პროფესორის ნინო ლაბარტყავას შემოქმედებითი შვებულების დამტკიცებას.
მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
დაადგინეს: მიეცეს ასოც. პროფესორს ნინო ლაბარტყავას შემოქმედებითი შვებულება 1 მარტიდან 31 ივლისის ჩათვლით.

9. მე-2 კორპუსში ფაკულტეტის კუთვნილი ყოფილი ინტერდისციპლინური ცენტრის ბიბლიოთეკის საკითხი

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს გააცნო მე-2 კორპუსში მდებარე ყოფილი ინტერდისციპლინური ცენტრის ოთახებთან დაკავშირებული საკითხი. მან აღნიშნა, რომ ცენტრი 3 ოთახით და ბიბლიოთეკით (რომელშიც დაახლოებით 5000 წიგნია) გადმოეცა ფსიქოლოგიის ფაკულტეტს. მე-2 კორპუსის სარემონტო სამუშაოების დაწყებასთან დეკანთან საუბარი ჰქონდა ადმინისტრაციას ცენტრის კუთვნილი ფართის 2 ოთახის ერთ აუდიტორიად გადაკეთების თაობაზე, რაზეც მიიღო დეკანის თანხმობა. ამ ეტაპზე საკითხი ეხება ცენტრის კუთვნილ ბიბლიოთეკას, რომელიც ასევე მე-2 კორპუსშია განთავსებული. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თ.გაგოშიძემ აღნიშნა, რომ ზოგადად უნივერსიტეტის ადმინისტრაციას აქვს პრინციპული მიდგომა საუნივერსიტეტო სივრცეების საერთო სარგებლობაში გამოყენების თაობაზე, რასაც თვითონაც მიესალმება. მისი გადმოცემით, ნამდვილად არ უნდა იყოს ჩაკეტილი სივრცეები და კაბინეტები უნივერსიტეტში და ყველას უნდა შეეძლოს კონკრეტული ფართის გამოყენება. სამწუხაროდ აღნიშნული ბიბლიოთეკის 5000 წიგნი მე-3 კორპუსის ბიბლიოთეკაში ვერ განთავსდება, მეორეც, ეს სივრცე ყოველთვის გამოიყენებოდა ვორქშოფების ჩასატარებლად 20 ადამიანთან და ასევე უცხოელი სტუმრების მისაღებად. ამ ეტაპზე დაგეგმილი იყო ბიბლიოთეკის ფართის ფსიქოლოგიური საკონსულტაციო ცენტრის სივრცედაც გამოყენება, რადგან აღნიშნულ ცენტრს არ აქვს თავისი კუთხე.

აზრი გამოთქვეს:
პროფესორმა ლ. სურმანიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული სივრცე არ არის ჩაკეტილი და მას იყენებს სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიც, მათ კორპუსში ფართის სიმცირის გამო. ეს მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც ღიაა სტუდენტებისთვის და ასევე იმ ლექტორებისთვის, ვისაც მცირე ვორქშოფების ჩატარება სურთ. ასოც.პროფესორებმა ე. ფირცხალავამ და ლ. არუთინოვმა აღნიშნეს, რომ ეს უნიკალური ბიბლიოთეკაა, რომლის განთავსება ბიბლიოთეკის ცენტრალურ კორპუსში გამორიცხულია, ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში კი შესაბამისი
ფართი არ არის. ამ ბიბლიოთეკით სარგებლობენ არა მხოლოდ ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, არამედ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები. ფაკულტეტს არ გააჩნია ისეთი თავისუფალი სივრცე, სადაც ჩატარდებოდა ვორქშოფი, თუნდაც დისერტაციის დაცვა, რომელიც ჩვეულებრივ აუდიტორიაში ხდება. სტუდენტების ფსიქოლოგიური კონსულტაციაც აუდიტორიაში ან ერთ-ერთი სასწავლო- სამეცნიერო ინსტუტის ოთახში მიმდინარეობს ხოლმე, რაც უხერხულობას ქმნის. ამიტომ
ნიშვნელოვანია მე-2 კორპუსში ამ მულტიფუნქციური სივრცის არსებობა, არა მხოლოდ ფაკულტეტის,არამედ სხვა სტუდენტებისთვისსაც. კენჭი უყარეს წინადადებას: მე-2 კორპუსში შენარჩუნებულ იქნას ფაკულტეტის კუთვნილებაში არსებული ინტერდისციპლინური ცენტრის ბიბლიოთეკის ფართი, რომელიც გამოყენებულ იქნება როგორც მულტიფუნქციური სივრცე.
მომხრე: 20
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: შენარჩუნებულ იქნას ფაკულტეტის კუთვნილებაში არსებული ინტერდისციპლინური ცენტრის ბიბლიოთეკის ფართი მე-2 კორპუსში, რომელიც გამოყენებულ იქნება როგორც მულტიფუნქციური სივრცე.

10. პროფესორების სამეცნიერო საქმიანობის შეფასებისა და 2021 წლის მარტიდან მათი ანაზღაურების სისტემის შესახებ პრეზენტაცია. მომხსენებელი დ. ჩუბინიძე
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა დიმიტრი ჩუბიძემ გააკეთა მოხსენება პროფესორების სამეცნიერო საქმიანობის შეფასებისა და 2021 წლიდან მათი
ანაზღაურების სისტემის შესახებ. მან დეტალურად განიხილა სისტემის შემადგენელი კომპონენტები სავალდებულო პედაგოგიური, სამეცნიერი-კვლევითი და სერვისული დატვირთვის
მიმართულებით. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს აღნიშნულ საკითხზე. გამოთქვეს მოსაზრებები და მომხსენებლს შესთავაზეს გარკვეული ცვლილებების შეტანა, განსაკუთრებით, სამეცნიერი- კვლევითი საქმიანობის შეფასების ნაწილში. საბჭომ იმსჯელა და დიმიტრი ჩუბინიძეს სთხოვა შეჯერებული შენიშვნების გათვალისწინებით ხელმეორედ წარმოადგინოს განსახილველად პროფესორების სამეცნიერო საქმიანობის შეფასებისა და ანაზღაურების სისტემის საკითხი.

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე    

 საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიების შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვების ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიების შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვების ვადების განსაზღვრის შესახებ

 

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

 

1. დამტკიცდეს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) კომისიები დანართი N 1 ის მიხედვით.

2. 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვები ჩატარდეს 20 - 25 იანვარი და 18-22 თებერვალი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე

ფსიქოლოგიისა დ განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,

პროფესორი   თამარ გაგოშიძე

სრულად

ბრძანების N: 2

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) ვადების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) ვადების განსაზღვრის შესახებ უმაღლესი განათლების შესახებ“

საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 12 მარტის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

 

1. განისაზღვროს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის (წინასწარი და საჯარო) ვადები დანართი N1 ის შესაბამისად

2. 2020–2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვები ჩატარდეს 20 - 25 იანვარი და 18-22 თებერვალი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის შესაბამის სამსახურს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფსიქოლოგიისა დ განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,

პროფესორი   თამარ გაგოშიძე

სრულად

ბრძანების N: 3

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დასკვნითი გამოცდებისა და სამაგისტრო ნაშრომების დაცვების ჩატარების წესის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

 დეკანის ბრძანება

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში

დასკვნითი გამოცდებისა და სამაგისტრო ნაშრომების დაცვების ჩატარების წესის შესახებ

 

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2020 წლის 14 დეკემბრის 245/01-01,  2012 წლის 12 ივლისის N84/01-01 და 2013 წლის 26 დეკემბრის 182/01-01 ბრძანბების საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

1. 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გამოცდები და სამაგისტრო ნაშრომების დაცვები ფაკულტეტზე ჩატარდეს დისტანციურად.

2. დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩატარების ფორმატი და წესი:

1) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დასკვნითი და დამატებითი გამოცდები სწავლების სამივე საფეხურზე და ასევე, სამაგისტრო ნაშრომების დაცვები ხორციელდება მხოლოდ, e-learning აკადემიური პლატფორმისა და/ან ZOOM აპლიკაციის საშუალებით. სურვილის შემთხვევაში პედაგოგს შეუძლია წერითი გამოცდის დროს e.learning-თან ერთად გამოიყენოს ზუმიც. ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია მოითხოვოს მიკროფონისა და კამერის ჩართვა.

2) დაუშვებელია სოციალური ქსელების გამოყენება გამოცდის ჩატარების მიზნით. ლექტორები და სტუდენტები კომუნიკაციისთვის სარგებლობენ თსუ ელ-ფოსტით და elearning-ის პლატფორმით (და არა - ფეისბუკით ან პირადი ელფოსტით). 

3) დასკვნითი და დამატებითი წერითი გამოცდები სწავლების სამივე საფეხურზე ტარდება სასწავლო კურსის სილაბუსით განსაზღვრული ფორმატით: ტესტური (ღია/დახურულ კითხვიანი, მრავლობით პასუხიანი), ესე, ქეისი ან მათი კომბინირებით სილაბუსით გათვალისწინებული შეფასების კომპონენტებისა და კრიტერიუმების შესაბამისად. დამატებითი და ძირითადი გამოცდა უნდა იყოს ანალოგიური და შეესაბამებოდეს სილაბუსით გაწერილ ფორმატს.

4) ზეპირი და წერითი გამოცდის კომბინაციის შემთხვევაში (თუ გათვალისწინებულია სილაბუსით) ზეპირი გამოცდა ტარდება zoom აპლიკაციით. გამოცდის მსვლელობის ჩაწერა შესაძლებელია მხოლოდ სტუდენტის თანხმობის შემთხვევაში. ზეპირი გამოცდის ჩაწერაზე სტუდენტის უარის შემთხვევაში, ვერ მოხდება სააპელაციო განაცხადის მიღება აღნიშნული საგნის ზეპირ კომპონენტზე.

5) ფაკულტეტზე ბაკალავრიატის (ფსიქოლოგიისა და განათლების დეპარტამენტი) პროგრამების დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩატარების გრაფიკის ორგანიზებას ახორციელებს საგამოცდო ცენტრი, ხოლო სამაგისტრო გამოცდებისა და ასევე, ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის გრაფიკის ორგანიზებას ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური საგნის პედაგოგებთან შეთანხმებით.

6) გამოცდის დისტანციურად (e-learning ან zoom პლატფორმაზე) ჩატარების წესებს თითოეული კურსისთვის პედაგოგები სემესტრის დასრულებისთანავე წერილობით, წინასწარ აწოდებენ სტუდენტებს აკადემიურ პლატფორმაზე - elearning.tsu.ge

3. გამოცდის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა

თუ გამოცდის მიმდინარეობის დროს სტუდენტთან დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი (დენის, ინტერნეტის გათიშვა), მაშინ ის ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის პედაგოგს და/ან ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, ხოლო 24 საათის განმავლობაში LMS-ის საშუალებით აგზავნის განცხადებას ფაკულტეტზე.

4. გამოცდის გადავადება, საგამოცდო ნაშრომების შეფასების გასაჩივრება,  სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში გამოცდების შედეგების დაფიქსირება, საჩივრის განხილვა და გადაწყვეტა.

1) გამოცდის გადავადება, გამოცდების შედეგების შეფასების ვადები, სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში გამოცდების შედეგების დაფიქსირება, რეგულირდება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით (თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილება №77/2011 25.07.2011, თავი VII მუხლი 16) და  თსუ-ში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციით (რექტორის ბრძანება №84/01-01,12.07.2012 და  №182/01-01, 26.12.2013).

2) ძირითად გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში შესაბამის დამატებით გამოცდაზე გასვლა დასაშვებია განცხადების საფუძველზე. ფაკულტეტის დეკანის სახელზე განცხადება უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ფაკულტეტის კანცელარიის ელ.ფოსტაზე (chancellery.pes@tsu.ge) ძირითადი გამოცდის ჩატარებიდან არაუგვიანეს სამი დღის ვადაში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის დამატებით გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს ფაკულტეტის დეკანი.

5. საგამოცდო ნაშრომების შეფასების გასაჩივრება. 

1) სტუდენტი უფლებამოსილია შედეგის გამოქვეყნებიდან 2 სამუშო დღის ვადაში მიმართოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს (ელექტრონული ბაზის საშუალებით – lms.tsu.ge) და მოითხოვოს შედეგების გადასინჯვა.

2) ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური განცხადების/საჩივრის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს განაცხადის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ლექტორის/სააპელაციო კომისიისთვის, რომელიც თავის მხრივ, 2 სამუშო დღის ვადაში უზრუნველყოფს აპელაციის დასკვნის მიწოდებას ფაკულტეტის უფლებამოსილი თანამშრომლისათვის.

3) საგამოცდო ნაშრომის საბოლოო შეფასებას სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში აფიქსირებს პედაგოგი.

6. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

1) სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ხორციელდება დისტანციურად, zoom-აპლიკაციის გამოყენებით.

2) სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ოქმი შეივსება ელექტრონულად.

3) სამაგისტრო ნაშრომების დაცვა რეგულირდება ფაკულტეტის სამაგისტრო პროექტი/ნაშრომის წარდგენის, დაცვისა და შეფასების პროცედურით.

4) სამაგისტრო ნაშრომის დაცვის მსვლელობის დროს ტექნიკური ხარვეზის (დენის, ინტერნეტის გათიშვა) დაფიქსირების შემთხვევაში სტუდენტი 24 საათის განმავლობაში ინფორმაციას აწვდის პროგრამის ხელმძღვანელს და ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს.

7. საგამოცდო ტესტის/მასალის გავრცელება, პერსონალური მონაცემების დაცვა

1) სტუდენტის მიერ საგამოცდო ტესტის/მასალის გავრცელების შემთხვევაში ფაკულტეტს უფლება აქვს აღძრას სტუდენტის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების საფუძველზე.

2) წერითი და ზეპირი გამოცდის, ასევე, სამაგისტრო ნაშრომის ჩაწერა შესაძლებელია გამოსაცდელი სტუდენტებისა და ლექტორის/ხელმძღვანელის თანხმობის შემთხვევაში.

8. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ფსიქოლოგიისა დ განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი,

პროფესორი   თამარ გაგოშიძე

სრულად

ბრძანების N: 1

ოქმი N17

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი N 17

17.12. 2020

დღის წესრიგი:  

  1. 2020 წლის ბიუჯეტის ანგარიში
  2. 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება
  3. პროფესორ ნანა სუმბაძის შემოქმედებითი შვებულების საკითხი

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, ია კუტალაძე, მზია წერეთელი, ვახტანგ ნადარეიშვილი.

ასოცირებული პროფესორები : 

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, ლუიზა არუთინოვი, ხათუნა მარწყვიშვილი, თამარ აბაშიძე, ლილი ხეჩუაშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ნინო ლაბარტყავა, მაია მესტვირიშვილი.

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევა ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი : 

ეთერ ღვინერია, იზაბელა პეტრიაშვილი.

სტუდენტები:

დიანა ზვიადაძე, ქეთევან ცანავა

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 19 წევრი.

სხდომა ჩატარდა ზუმის აპლიკაციით.

განიხილეს:

1. ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ გაგოშიძის ანგარიში 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით.

ფაკულტეტის დეკანმა და საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა თ. გაგოშიძემ საბჭოს მოახსენა 2020 წლის ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლებიდან ხარჯვის შესახებ ინფორმაცია.

  • კერძოდ, 2020 წლის მარტის დასაწყისში ჩატარდა მუსიკათერაპიის ვოქრშოფი, რომელიც მოწვეულმა სპეციალისტებმა მარინა ალთუნაშვილმა და სუზან მეცნერმა. უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტების ანაზღაურებაში დაიხარჯა 1500 ლარი. სასტუმროს მომსახურების(ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება და სხვა) ხარჯები - 2290ლარი; აეროპორტში დახვედრა, გაცილება, მგზავრობის ხარჯები - 2900 ლარი;
  • რიდერების და წიგნების თარგმნის და რედაქტირების ანაზღაურება - 6665 ლარი; მომზადდა რიდერები და მეთოდიკების აღწერილობა ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის კურსისთვის და ასევე რედაქტირებულ იქნა ლ. ხეჩუაშვილის მონოგრაფია „ ცხოვრების ისტორია და ტრანსფორმაციული გამოცდილებები“.
  • მივლინება ქვეყნის გარეთ - 10228 ლარი; პანდემიის პირობებში ეს მუხლი ვერ გაიხარჯა.
  • მიღებებისა და ოფიციალური სადილის, წვეულებისა და სხვა ღონისძიებების ხარჯები - 5182 ლარი;
  • წიგნადი ფონდი - 4000 ლარი;
  • პროფესორების დაჯილდოება სტატიის გამოქვეყნების გამო: 8*2500=20000. სასიხარულოა, რომ წელს 8 სტატია გამოქვეყნდა იმპაქტ-ფაქტორიან, მაღალი აკადემიური დონის საერთაშორისო ჟურნალებში.

აზრი გამოთქვეს: პროფ. ქ. ჭკუსელმა იკითხა, რა ბედი ეწია გაუხარჯავ ბიუჯეტს და შესაძლებელია თუ არა დაზოგილი თანხების გამოყენება შემდეგ წელს. საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თ. გაგოშიძემ აღნიშნა, რომ შესაძლებელია დაზოგილი თანხების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ფაკულტეტის საჭიროების მიხედვით გამოყენება, თუმცა არა მიმდინარე, არამედ მომავალი წლის ბიუჯეტში. ამისათვის აუცილებელია ბიუჯეტის კვარტალური მონიტორინგი და დროული გადაწყვეტილება გაუხარჯავი თანხების დაგეგმვის შესახებ.

საბჭომ იმსჯელა დეკანის ანგარიშზე 2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით და ერთხმად დაამტკიცა.

 მომხრე: 19

 წინააღმდეგი: 0

 თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დამტკიცებულ იქნას დეკანის ანგარიში 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე.

2. ფაკულტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ, პროფ. თ. გაგოშიძემ საბჭოს წარუდგინა 2021 წლის ბიუჯეტი. მან აღნიშნა, რომ საბჭოს წევრებს დაეგზავნათ ბიუჯეტი გასაცნობად და შეამჩნევდნენ, რომ ფაკულტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი მომატებულია. ისევ იქნება შესაძლებლობა პროფესორების წახალისების სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ასევე საფაკულტეტო პიერდ-რევიუ ორენოვანი ჟურნალის გამოცემისთვის, რიდერებისთვის.

საბჭომ იმსჯელა ფაკულტეტის 2021 წლის ბიუჯეტის საკითხებზე და ერთხმად დაამტკიცა.

მომხრე - 19

წინააღმდეგი - 0

თავი შეიკავა - 0

დაადგინეს: დამტკიცებულ იქნას ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2021 წლის ბიუჯეტი.

3. საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს გააცნო პროფესორ ნ. სუმბაძის წერილი შემოქმედებითი შვებულების თაობაზე. ნ. სუმბაძე ითხოვს შემოქმედებით შვებულებას მე-2 სემესტრში სახელმძღვანელოზე მუშაობის დასასრულებლად.

საბჭოს მდივანმა, ი. ჟვანიამ კენჭისყრაზე დააყენა ნ. სუმბაძისთვის შემოქმედებითი შვებულების შუამდგომლობის საკითხი.

მომხრე - 19

წინააღმდეგი - 0

თავი შეიკავა - 0

დაადგინეს: გაეწიოს შუმადგომლობა პროფესორ ნ. სუმბაძეს შემოქმედებითი შვებულების გამოყენებასთან დაკავშირებით გაზაფხულის სემესტრში - 1 მარტიდან 1 ივლისის ჩათვლით.

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

სრულად

ბრძანების N:

ოქმი N16

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი N 16

3.12. 2020

დღის წესრიგი:  

  1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელის მიერ   პროგრამის შესრულების საკითხი
  2. ბაკალავრიატის 2021-2022 სასწავლო წლის ანკეტა-კითხვარების განხილვა და დამტკიცება

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, ია კუტალაძე, მზია წერეთელი.

ასოცირებული პროფესორები : 

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, ლუიზა არუთინოვი, ხათუნა მარწყვიშვილი, თამარ აბაშიძე, შორენა მამუკაძე, ლილი ხეჩუაშვილი, ეკატერინე ფირცხალავა.

ასისტენტ პროფესორები:

ნინო ლაბარტყავა, თეონა ლოდია.

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი:

ქეთევა ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი : 

ზაქარია ქიტიაშვილი, იზაბელა პეტრიაშვილი.

სტუდენტები:

მარინა ბორჩაშვილი, ქეთევან ცანავა

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 19 წევრი

განიხილეს:

1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელის მიერ   პროგრამის შესრულების საკითხი

საბჭომ განიხილა საკითხი, რომელიც ეხებოდა მსმენელ გვანცა აბულაძის მიერ მასწავლებლის მომზადების პროგრამის შესრულებას.

საბჭომ კენჭი უყარეს საკითხ: გაფორმდეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მსმენელის გვანცა აბულაძის  მიერ 2020 წელს პროგრამის შესრულება.

 მომხრე: 19

 წინააღმდეგი: 0

 თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: მსმენელ გვანცა აბულაძის მიერ 2020 წელს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (ინგლისური ენა-საბაზო და საშუალო საფეხური) შესრულებასთან დაკავშირებით გაფორმდეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2. ბაკალავრიატის 2021-2022 წლის  ანკეტა-კითხვარების განხილვა და დამტკიცება

საბჭოს წევრებს წინასწარ დაეგზავნათ ბაკალავრიატის 2021-2022 სასწავლო წლის ანკეტა-კითხვარები. საბჭოს წინაშე წარდგენილი იყო ანკეტა-კითხვარები შემდეგი პროგრამებისათვის: ფსიქოლოგია, ოკუპაციური თერაპია, მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა.

  • ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ანკეტა-კითხვარის განხილვა

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფ. მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელები ითხოვენ 225 ადგილს. ჩაბარდება შესაბამისი გამოცდები: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 40), უცხოური ენა (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 40), მათემატიკა/ისტორია (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ისტორიისთვის 40, ხოლო მათემატიკისთვის 25). მათთვის ვინც აირჩევს მათემატიკას გამოიყოფა 70 ადგილი, ხოლო - ისტორიისთვის 155.

საბჭომ კენჭი უყარა ფსიქოლოგიის პროგრამის ანკეტა - კითხვარს.

მომხრე - 19

წინააღმდეგი - 0

თავი შეიკავა - 0

დაამტკიცეს: ფსიქოლოგიის პროგრამის ანკეტა-კითხვარი, რომლის თანახმად ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამისათვის გამოიყოფა 225 ადგილი; ჩაბარდება გამოცდები: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 40), უცხოური ენა (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 40), მათემატიკა/ისტორია (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ისტორიისთვის 40, ხოლო მათემატიკისთვის 25.  მათთვის ვინც აირჩევს მათემატიკას გამოიყოფა 70 ადგილი, ხოლო - ისტორიისთვის 155.

  • მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფ. მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო   პროგრამის ხელმძღვანელი ითხოვს 50 ადგილს. ბარდება შესაბამისი გამოცდები: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 6; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 51), უცხოური ენა (კოეფიციენტი 3; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 21), მათემატიკა/ისტორია (კოეფიციენტი 3; მათემატიკისთვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 21, ხოლო ისტორიისთვის 41).  ადგილების კვოტა საგნების მიხედვით თანაბრად არის გადანაწილებული (მათემატიკა - 25 ადგილი, ისტორია - 25 ადგილი).

საბჭომ კენჭი უყარა მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო  პროგრამის ანკეტა-კითხვარს.

მომხრე - 19

წინააღმდეგი - 0

თავი შეიკავა - 0

დაამტკიცეს: მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ანკეტა-კითხვარი რომლის თანახმად პროგრამისათვის გამოიყოფა 50 ადგილი; ჩაბარდება გამოცდები: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 6; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 51), უცხოური ენა (კოეფიციენტი 3; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 21), მათემატიკა/ისტორია (კოეფიციენტი 3; მათემატიკისთვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 21, ხოლო ისტორიისთვის 41).  ადგილების კვოტა საგნების მიხედვით თანაბრად არის გადანაწილებული (მათემატიკა - 25 ადგილი, ისტორია - 25 ადგილი).

  • დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო  პროგრამის ანკეტა-კითხვარის განხილვა

ფაკულტეტის საბჭოზე, ასევე განიხილეს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო  პროგრამის ანკეტა-კითხვარი, რომლის მიხედვითაც პროგრამის ხელმძღვანელი ითხოვს 75 ადგილს; ჩასაბარებელი გამოცდებია: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 5; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 50), უცხოური ენა (კოეფიციენტი 2; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 30), მათემატიკა/ისტორია (კოეფიციენტი 5; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 40). ხოლო ადგილების კვოტა საგნების მიხედვით ასე არის გადანაწილებული: მათემატიკა - 45, ხოლო ისტორია - 30 ადგილი.

საბჭომ კენჭი უყარა  დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო  პროგრამის ანკეტა-კითხვარს

მომხრე - 19

წინააღმდეგი - 0

თავი შეიკავა - 0

დაამტკიცეს: დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო  პროგრამის ანკეტა-კითხვარი, რომლის მიხედვითაც პროგრამისთვის გამოიყოფა  75 ადგილი; ჩასაბარებელი გამოცდებია: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 5; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 50), უცხოური ენა (კოეფიციენტი 2; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 30), მათემატიკა/ისტორია (კოეფიციენტი 5; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 40). ხოლო ადგილების კვოტა საგნების მიხედვით: მათემატიკა - 45, ხოლო ისტორია - 30 ადგილი.

  • ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის ანკეტა-კითხვარის განხილვა

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ასოც. პროფ. მ. მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის ხელმზღვანელი ითხოვს 20 ადგილს. პროგრამაზე მისაღები გამოცდებია: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 41), უცხოური ენა (ინგლისური; კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 41), ბიოლოგია (კოეფიციენტი 3; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 41), ფიზიკა/ქიმია/მათემატიკა (კოეფიციენტი 1; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მათემატიკისთვის 21, ფიზიკა/ქიმია 26). ხოლო ადგილების კვოტა საგნების მიხედვით ასე არის გადანაწილებული: ფიზიკა -3, ქიმია -3, მათემატიკა - 14. 

საბჭომ კენჭი უყარა ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის ანკეტა-კითხვარს.

მომხრე - 19

წინააღმდეგი - 0

თავი შეიკავა - 0

დაამტკიცეს: ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამის ანკეტა-კითხვარი, რომლის თანახმადაც პროგრამისთვის უნდა გამოიყოს 20 ადგილი; ჩაბარდება გამოცდები: ქართული ენა და ლიტერატურა (კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 41), უცხოური ენა (ინგლისური; კოეფიციენტი 4; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 41), ბიოლოგია ( კოეფიციენტი 3; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 41), ფიზიკა/ქიმია/მათემატიკა (კოეფიციენტი 1; მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მათემატიკისთვის 21, ფიზიკა/ქიმია 26). ხოლო ადგილების კვოტა საგნების მიხედვით ასე არის გადანაწილებული: ფიზიკა -3, ქიმია -3, მათემატიკა - 14. 

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 17 ნოემბრის №10 ბრძანებაში ცვლილებეის შეტანის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 17 ნოემბრის №10 ბრძანებაში ცვლილებეის შეტანის შესახებ

ვბრძანებ:

1.შევიდეს ცვლილება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 17 ნოემბრის №10 ბრძანების პუნქტ „1“-ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საკონკურსო დოკუმენტები მიიღება 2020 წლის 19 ნოემბრიდან   4 დეკემბრის ჩათვლით.

თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის  ელექტრონულ    მისამართზე: chancellery.pes@tsu.ge;

2.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას;

3.ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება  დაევალოს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურს;

4.ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა                          

ფაკულტეტის დეკანი

სრულად

ბრძანების N: 11

ოქმი N15

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის

საბჭოს სხდომის

ოქმი N 15

24.11. 2020

დღის წესრიგი:  

  1. ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებისთვის აკადემიური ხარისხის მინიჭების წარდგინება;
  2. ფსიქოლოგიის  ფაკულტეტის  ბაკალავრიატის 2004  წლის კურსდამთავრებულ ლარისა პატარაიას დიპლომის ფორმისთვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შექმნა;
  3. ფაკულტეტის  კვლევის ინსტიტუტიციური განხილვის კომიტეტის დებულების დამტკიცება;
  4. ფაკულტეტის საგამომცემლო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცება;
  5. უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის ღირებულების განსაზღვრა;
  6. სხვა

სხდომას ესწრებოდნენ:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს  წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე

ასოცირებული პროფესორები : 

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, ლუიზა არუთინოვი, ხათუნა მარწყვიშვილი, მედეა დესპოტაშვილი, თამარ აბაშიძე, შორენა მამუკაძე, ვახტანგ ნადარეიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ანასტასია ქიტიაშვილი, მაია მესტვირიშვილი.

ასოცირებული პროფესორი : 

ზაქარია ქიტიაშვილი, ეთერ ღვინერია, იზაბელა პეტრიაშვილი.

სტუდენტები:

მარინა ბორჩაშვილი, ქეთევან ცანავა

ფაკულტეტის საბჭოს სხდომას ესწრებოდა 19 წევრი

განიხილეს შემდეგი საკითხები

1. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭების საკითხი:

I.მიენიჭოს ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულს:

სამაგისტრო პროგრამა ,,ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება“

 დიპლომი წარჩინებით

  1.  ასათიანი ანა                                     

დიპლომი ჩვეულებრივი

  1.    ჯანიაშვილი ვანო                           

კენჭი უყარეს წინადადებას: ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

II. მიენიჭოს ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულს:

სამაგისტრო პროგრამა: ,,განათლების ფსიქოლოგია და კვლევა“

დიპლომი წარჩინებით

  1. შეყლაშვილი თინათინ            

დიპლომი ჩვეულებრივი

  1. ალიევა კონულ                     
  2. ლალიაშვილი თამარ           
  3. მახარაძე გივი                        

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოს ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულს:

  მომხრე: 19

  წინააღმდეგი: 0

 თავი შეიკავა: 0

III. მიენიჭოთ ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სამაგისტრო პროგრამა: ,, იურიდიული ფსიქოლოგია“

დიპლომი წარჩინებით

  1. კაბულაშვილი ანა                
  2. კორძახია ქეთევანი              
  3. ნასარიძე მარიამ                    

დიპლომი ჩვეულებრივი

  1. ითაშვილი სალომე              
  2. შენგელია ლელა                   

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

IV. მიენიჭოს კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეს შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულს:

სამაგისტრო პროგრამა: ,,კლინიკური ნეიროფსიქოლოგია“

დიპლომი ჩვეულებრივი

  1. მიროტაძე ანნა                                    

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოს კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

V. მიენიჭოთ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სამაგისტრო პროგრამა: ,,შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“

დიპლომი წარჩინებით

  1. გამყრელიძე თინათინ                    
  2. გერგაული ანა 
  3. ტაბატაძე ნინო                                 

დიპლომი ჩვეულებრივი

  1. არაყიშვილი ქეთევან                     
  2. ბიკაშვილი ნინო                              
  3. რამიშვილი ნანა                              
  4. შოთნიაშვილი ანა                            

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

VI. მიენიჭოთ ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სამაგისტრო პროგრამა: ,,ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)“

დიპლომი წარჩინებით

  1. ლეკვეიშვილი მარიამ             
  2. დიპლომი ჩვეულებრივი
  3. ჯიქიძე ეკატერინე                    

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი და მიეცეთ შესაბამისი დიპლომი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულებს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

VII. მიენიჭოთ განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მიეცეს შესაბამისი დიპლომი 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის კურსდამთავრებულს:

სწავლების ძირითადი დარგი - მასწავლებლის განათლება

ქვედარგი - დაწყებითი განათლების პედაგოგიკა

დიპლომი ჩვეულებრივი

  1. აქიაშვილი თამთა                   

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ განათლების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მიეცე შესაბამისი დიპლომი 2020/2021 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის კურსდამთავრებულს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

VIII. მიენიჭოთ განათლების მეცნიერებების მაგისტრის  აკადემიური ხარისხი და   მიეცეთ შესაბამისი დიპლომი  2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი - განათლების მეცნიერებები

 დიპლომი წარჩინებით

  1. აგაჯანოვა ფატმა             
  2. ანთიძე თამთა                 
  3. ბებრიშვილი მარიამი     
  4. ბეგაშვილი ნინო             
  5. კურმაშვილი ქეთი          
  6. მანდარია თამთა             
  7. ნოზაძე თამარ                 
  8. ქარდავა თეონა               
  9. ჩაფიძე მარიკა                 

დიპლომი ჩვეულებრივი

  1. არუთინიანი სერგო        
  2. ასლამაზიშვილი ლალი
  3. გველესიანი სოფიკო      
  4. ეცადეიშვილი თინა        
  5. კაციტაძე მირანდა          
  6. ლეშკაშელი ნინო         
  7. მარიამიძე ეკა               
  8. სუხიაშვილი მერი        
  9. ქველიძე ნატო              
  10. ჩოქური ელენე             
  11. ჯამაგიძე ეკა                

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ განათლების მეცნიერებების მაგისტრის  აკადემიური ხარისხი და   მიეცეთ შესაბამისი დიპლომი  2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრის კურსდამთავრებულებს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

IX. მიენიჭოთ  მასწავლებლის განათლების მაგისტრის   აკადემიური  ხარისხი  და  მიეცეთ შესაბამისი დიპლომი  2020 წლის შემდეგ კურსდამთავრებულებს:

სწავლების ძირითადი დარგი  - ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა

დიპლომი წარჩინებით

  1. ბერულავა სოფიო      
  2. მამფორია მარიამ       
  3. პაპოშვილი ანა           

 დიპლომი ჩვეულებრივი

  1. ესტატეშვილი მარი  
  2. ლუტიძე ლანა           
  3. ფუტკარაძე მარინა   

სწავლების ძირითადი დარგი - გერმანული ენის  სწავლების მეთოდიკა

დიპლომი წარჩინებით

გარუჩავა ანა            

კენჭი უყარეს წინადადებას: მიენიჭოთ  მასწავლებლის განათლების მაგისტრის   აკადემიური  ხარისხი  და  მიეცეთ შესაბამისი დიპლომი  2020 წლის შემდეგ კურსდამთავრებულებს:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

2. ფსიქოლოგიის  ფაკულტეტის  ბაკალავრიატის 2004  წლის კურსდამთავრებულ ლარისა პატარაიას დიპლომის ფორმისთვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შექმნა

ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა ი. ჟვანიამ საბჭოს მოახსენა ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ფსიქოლოგიის ფაკულტეტის  ბაკალავრიატის 2004  წლის კურსდამთავრებულ ლარისა პატარაიას დიპლომის ფორმისთვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შექმნასა და მინიჭებული აკადემიური ხარისხის დაზუსტებას. საბჭო დეტალურად გაეცნო აღნიშნულ საკითხს. აღინიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და დადგინდა, რომ შესწორება უნდა შევიდეს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის 2004 წლის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის  14 ივნისის ზოგადი ფსიქოლოგიის სპეციალობის ოქმში და მინიჭებული კვალიფიკაცია უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ზოგადი ფსიქოლოგიის სპეციალობით.

საბჭომ კენჭი უყარა შესწორების შეტანას:

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: ფსიქოლოგიის   ფაკულტეტის  ზოგადი ფსიქოლოგიის სპეციალობის 2004  წლის კურსდამთავრებულთა, მათ შორის ლარისა პატარაიას  აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) ნომრად განისაზღვროს 4/პ, ხოლო აკადემიურ ხარისხად განისაზღვროს ფსიქოლოგიის  ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ზოგადი ფსიქოლოგიის სპეციალობით.

ზემოაღნიშნული პირობა  გავრცელდება  ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდეს ინდივიდუალურად მომართვის შემთხვევაში.

3. ფაკულტეტის კვლევის ინსტიტუციური განხილვის დებულების განხილვა და კომიტეტის შექმნა

ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ფირცხალავამ აღნიშნა, რომ მისი ინიციატივით უკვე სამი წელია მიმდინარებს ფაკულტეტზე კვლევის განხილვის კომიტეტთან დაკავშირებული დოკუმენტის შემუშავება. ეს დოკუმენტი ეყრდნობა ერთ-ერთი ამერიკული უნივერსიტეტის დებულებას. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ფაკულტეტზე არსებობდეს ასეთი კომიტეტი, რაც საბჭოს წევრებმაც გაიზიარეს. შესაბამისად, ფაკულტეტის საბჭოზე დადგა საკითხი კვლევის საფაკულტეტო განხილვის საბჭოს დაარსების შესახებ.

აზრი გამოთქვეს: ასოც.პროფესორებმა ლ. ხეჩუაშვილმა, ხ. მარწყვიშვილმა. მათ აღნიშნეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმპაქტ-ფაქტორიან ჟურნალებში პუბლიკაციებისთვის, რადგან ითხოვენ ადამიანებზე, როგორც კვლევის სუბიექტებზე ჩატარებული კვლევის ეთიკური პრინციპების განხილვის შედეგს და კომიტეტის დასკვნას.

საბჭომ განიხილა აღნიშნული საკითხი და კენჭი უყარა კვლევის საფაკულტეტო განხილვის კომიტეტის დებულებას.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დადაგინეს: მიღებულ იქნას კვლევის საფაკულტეტო განხილვის კომიტეტის დებულება. დაევალოთ ინსტიტუტების ხელმძღვანელებს წარმოადგინონ კომიტეტში თითო წევრი.

4. ფაკულტეტის საგამომცემლო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ დააყენა საკითხი ფაკულტეტის საგამომცემლო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, რადგან მისი წევრი ასოც.პროფესორი გ.გოროშიძე აღარ არის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი. მან საბჭოს შესთავაზა საგამომცემლო საბჭოს წევრების დამტკიცება შემდეგი შემადგენლობით: მ. წერეთელი, ი. კუტალაძე, ლ. არუთინოვი, ქ. ჭკუასელი, ი. პეტრიაშვილი, ი. აფთარაშვილი, ე. ფირცხალავა, ხ. მარწყვიშვილი, მ დესპოტაშვილი, შ.მამუკაძე. საბჭოს თავმჯდომარე თ. გაგოშიძე.

საბჭოს წევრებმა იმსჯელეს აღნიშნულ საკითხზე და კენჭი უყარეს ფაკულტეტის საგამამოცემლო საბჭოს შემადგენლობას.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: ფაკულტეტის საგამომცემლო საბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ:   პროფესორები: მზია წერეთელი, იამზე კუტალაძე,  ქეთევან ჭკუასელი. ასოცირებული პროფესორები: ლუიზა არუთინოვი, იზაბელა პეტრიაშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ხათუნა მარწყვიშვილი, ია აფთარაშვილი, შორენა მამუკაძე, მედეა დესპოტაშვილი. საბჭოს თავმჯდომარეა პროფესორი თ. გაგოშიძე

5. უცხოელი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის ღირებულების განსაზღვრა

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარემ პროფესორმა თამარ გაგოშიძემ საბჭოს წევრებს მოახსენა, რომ საბჭომ უნდა იმსჯელოს და განსაზღვროს უცხოელი სტუდენტებისათვის სწავლის საფასური. იქვე აღნიშნა, რომ საფასურის განსაზღვრა ფაკულტეტს დამოუკიდებლად შეუძლია. საბჭომ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და შეთანხმდნენ, რომ უცხოელი სტუდენტებისათვის სწავლის საფასური სახელმწიფო გრანტის ორმაგი ოდენობით განისაზღვროს.

საბჭომ კენჭი უყარა უცხოელი სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის სახელმწიფო გრანტის ორმაგი ოდენობით განსაზღვრის საკითხს.

მომხრე: 19

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: უცხოელი სტუდენტებისათვის სწავლის საფასური შეესაბამება სახელმწიფო გრანტის ორმაგ ოდენობას - 4500 ლარს.

 

 

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია

სრულად

ბრძანების N: