საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
FACULTY OF SOCIAL AND POLITICAL SCIENCES
თარიღი
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საბჭოს ფორმირების მიზნით შექმნილი   მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისიის მდივნის ერთჯერადად ჩანაცვლების შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  ბრძანებით 2024 წლი #59/30 შექმნილი კომისიის მდივნის ერთჯერადად ჩანაცვლების შესახებ ვბრძანებ:

1. ფაკულტეტის საბჭოში მიმართულებებიდან წარმომადგენლების არჩევის პროცესის უზრუნველსაყოფად, ფაკულტეტის მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისიის მდივანი,  მირანდა მიქაძე-ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის მთავარი სპეციალისტი, რომელიც იმყოფება შვებულებაში  ერთჯერადად ჩაანაცვლოს  თამარ ჯახუამ ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის სპეციალისტიმა.

2 . ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ  უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 61/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ფაკულტეტის საბჭოში სასწავლო - სამეცნიერო მიმართულებებიდან აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების არჩევის შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების მუხლი 4-ის 4 –9 პუნქტებისა  და ფაკულტეტის  დეკანის N15/30; 04.04.2024 ბრძანების საფუძველზე ვბრძანებ:

 

  1. ფაკულტეტის საბჭოში სასწავლო - სამეცნიერო მიმართულებებიდან აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების არჩევის მიზნით დაინიშნოს არჩევნები შემდეგ მიმართულებებზე:
  2. ინტერდისციპლინური მიმართულება - კონკურსი გამოცხადებულია 1 ვაკანსიაზე; ჩატარების დრო და ადგილი: 16 აპრილი, 15:00 - 16 სთ; თსუ II კორპუსი, აუდიტორია #235;
  3. ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება - კონკურსი გამოცხადებულია 1 ვაკანსიაზე; ჩატარების დრო და ადგილი: 18 აპრილი, 15:00  - 17სთ; თსუ VI კორპუსი, აუდიტორია #303;
  4. საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი ფაკულტეტის საბჭოს გადასცეს არჩევნების ჩატარებიდან ერთ დღეში;
  5. კომისიის სახელზე კონკურსანტთა განაცხადება  მიღება  8 აპრილიდან -15 აპრილის ჩათვლით 10:00 დან 16:00 საათამდე  თსუ VI კორპუსი ოთახი 203ა.
  6. არჩევნების შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობისა და თსუ - ის სამართლებრივი რეგულაციების შესაბამისად;
  7. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ  უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.
  8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
სრულად

ბრძანების N: 60/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საბჭოს ფორმირების მიზნით შექმნილი   მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისიის განახლების შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების მუხლი 4. 3 -ის საფუძველზე ვბრძანებ:

1. ფაკულტეტის საბჭოში მიმართულებებიდან წარმომადგენლების არჩევის პროცესის უზრუნველსაყოფად, განახლდეს ფაკულტეტის მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • ლევან ჩოხელი  - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარე;
  • მარეხ დევიძე -  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის  უფროსის მოადგლე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
  • მირანდა მიქაძე -  ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი

2 . ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ  უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

3. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 59/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ფინალური გამოცდის ნაშრომის შემფასებელი   კომისიის შექმნის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფინალური გამოცდის ნაშრომის შემფასებელი კომისიის შექმნის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მერვე სემესტრის სტუდენტის  გიორგი პარკაულის  2024 წლის 16 თებერვლის  განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:
 

1. შეიქმნას სტუდენტ გიორგი პარკაულის ფინალური გამოცდის ნაშრომის შემფასებელი კომისია  საგანში ,, რუსეთის საგარეო პოლიტიკა “   შემდეგი შემადგენლობით:

  • მანანა შამილიშვილი - პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში, კომისიის თავმჯდომარე;
  • ზურაბ დავითაშვილი - პროფესორი, კომისიის მდივანი;
  • კონსტანტინე შუბითიძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი

2. კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 58/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება დოქტორანტ მანონ ბოკუჩავას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ მანონ ბოკუჩავას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ ვბრძანებ:

1. ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-7 სემესტრის დოქტორანტ მანონ ბოკუჩავას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2024 წლის 21 თებერვალს, 12:00 საათზე;

2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუს VI კორპუსში, N303 აუდიტორიაში;

3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • ნინო ჭალაგანიძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  • მანანა შამილიშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების  პროფესორი;
  • ნათია კუპრაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების  ასოცირებული პროფესორი;
  • მარი წერეთელი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების  ასოცირებული პროფესორი;
  • ზაზა ცოტნიაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი;

4.ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 57/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ნანა მამაგულიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის სავარაუდო პლაგიატის დადასტურება / გამორიცხვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება,  ფაკულტეტის ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ნანა მამაგულიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის სავარაუდო პლაგიატის დადასტურება / გამორიცხვის მიზნით კომისიის შექმნის შესახებ ვბრძანებ:

1) სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ნანა მამაგულიშვილის მესამე-სამეცნიერო კვლევითი პროექტის სავარაუდო პლაგიატის დადასტურება/გამორიცხვის მიზნით  ფაკულტეტზე შეიქმნას კომისია  შემდეგი შემადგენლობით :

  • მაია ტორაძე - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფეროსი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
  • თეონა თაბუაშვილი - კომისიის მდივანი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი;
  • ნანული ტალახაძე - ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
  • შოთა ბარბაქაძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი
  • თინათინ დავითაშვილი- ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი,  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინტერდისციპლინური (მათემატიკა, კომპიუტერულ მეცნიერებები) მიმართულების რიცხვითი ანალიზისა და გამოთვლითი ტექნოლოგიების ქვემიმართულების ასოცირებული პროფესორი;

2) ფაკულტეტის სამეცნიერო სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების გაცნობა დაინტერესებულ პირთათვის.

3) ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

სრულად

ბრძანების N: 56/30

კონფლიქტოლოგიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ კანდიდატებთან გასაუბრების გრაფიკი

„უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52- ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11  სექტემბრის  №135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  საჯარო  სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების და თსუ-ის რექტორის N20/01-01, 23/01.2024 ბრძანების საფუძველზე ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს კონფლიქტოლოგიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ კანდიდატებთან გასაუბრების გრაფიკი:15 სექტემბერი, 14:00 საათი; N235, II კორპ.

2. დამტკიცდეს კონფლიქტოლოგიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ კანდიდატებთან გასაუბრების დარგობრივი კომისია:

2.1 კომისიის შემადგენლობა:

  • გუგული მაღრაძე - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
  • რევაზ ჯორბენაძე - პროფესორი, თავმჯდომარის მოადგილე
  • თეონა მატარაძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
  • ზურაბ აბაშიძე - ასოცირებული პროფესორი
  • ვახტანგ მაისაია - მოწვეული ლექტორი

 

3. ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გაცნობა უზრუნველყოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე

სრულად

ბრძანების N: 55/30

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ კონკურსის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მუხლი - 2.2.1-ის საფუძველზე ვბრძანებ:
 

1. ჩატარდეს „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ კონკურსი;

2. „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ განსახორციელებლად ფაკულტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 10 000 ლარი;

2.  პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს;

3. დეტალური ინფორმაცია „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ კონკურსის შესახებ იხილეთ დანართი 1.

4. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინონ თანდართული მოთხოვნების მიხედვით (იხ. დანართი 2 და შესავსები ბიუჯეტის ფორმა); 

5. საკონკურსო პროექტების  ფაკულტეტის ადმინისტრაციულ სამსახურში, კანცელარიაში როგორც მატერიალური, ასევე CD-ზე ჩაწერილი სახით წარდგენის ვადა: 2024 წლის 5 მარტი, 17:00 სთ.

6. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 2024 წლის 15 მარტამდე.   

7. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 2024 წლის 1 აპრილიდან -1 აგვისტომდე;

8. პროექტების შერჩევას ახორციელებს  კომისია შემდეგი შემადგენლობით:
 

  • სალომე დუნდუა - კომისიის   თავმჯდომარე,   ასოცირებული    პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი.
  • გიორგი გოგსაძე - პროფესორი,   საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
  • მარიამ გერსამია - პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება
  • კონსტანტინე შუბითიძე - ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
  • ნინო შატბერაშვილი - ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;
  • სანდრო ტაბატაძე - ასისტენტ პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება
  • თინათინ მაჭარაშვილი - ასისტენტ პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის  მიმართულება;
  •  თეა ვახანია -  ფაკულტეტის ფინანსური კონსულტანტი.
     

9. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;

10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 54/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „კონფლიქტოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ირაკლი კაკაბაძის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ 

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „კონფლიქტოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ირაკლი კაკაბაძის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ  ვბრძანებ:

1.,,კონფლიქტოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-5 სემესტრის დოქტორანტ ირაკლი კაკაბაძის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2024 წლის 6 თებერვალს, 15:00 საათზე;

2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუს II კორპუსში, N235 აუდიტორიაში;

3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • რევაზ ჯორბენაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი;
  • ზურაბ აბაშიძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  • თეონა მატარაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  • ვახტანგ მაისაია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების მოწვეული ლექტორი;
  • რამაზ საყვარელიძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი;

4.ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 53/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ მანონ ბოკუჩავას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ მანონ ბოკუჩავას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ ვბრძანებ:

1. ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-7 სემესტრის დოქტორანტ მანონ ბოკუჩავას მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2024 წლის 7 თებერვალს, 11:00 საათზე;

2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუს VI კორპუსში, N303 აუდიტორიაში;

3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • ნინო ჭალაგანიძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  • მანანა შამილიშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების  პროფესორი;
  • ნათია კუპრაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების  ასოცირებული პროფესორი;
  • მარი წერეთელი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების  ასოცირებული პროფესორი;
  • ზაზა ცოტნიაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი;

4.ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 52/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,სოციოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ მარიამ ჯიბუტის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,სოციოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ მარიამ ჯიბუტის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ ვბრძანებ:

1. ,,სოციოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-7 სემესტრის დოქტორანტ მარიამ ჯიბუტის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2024 წლის 5 თებერვალს, 12:00 საათზე;

2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუს VI კორპუსში, N303 აუდიტორიაში;

3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • ამირან ბერძენიშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის პროფესორი;
  • ლია წულაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების  ასოცირებული პროფესორი;
  • კახა ქეცბაია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , სოციოლოგიის  ასოცირებული პროფესორი;
  • შორენა თურქიაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ასისტენტ პროფესორი;
  • რატი შუბლაძე - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციოლოგიის მიმართულების პროფესორი;

4.ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 51/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,სოციოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ანა პაპიაშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,სოციოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ანა პაპიაშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ ვბრძანებ:

1. ,,სოციოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-7 სემესტრის დოქტორანტ ანა პაპიაშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2024 წლის 5 თებერვალს, 11:00 საათზე;

2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუს VI კორპუსში, N303 აუდიტორიაში;

3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • ამირან ბერძენიშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის პროფესორი;
  • ლია წულაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების  ასოცირებული პროფესორი;
  • კახა ქეცბაია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , სოციოლოგიის  ასოცირებული პროფესორი;
  • შორენა თურქიაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ასისტენტ პროფესორი;
  • რატი შუბლაძე - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციოლოგიის მიმართულების პროფესორი;

4.ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 50/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,კონფლიქტოლოგიის“ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ გურამ ანანეიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ 

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,კონფლიქტოლოგიის“ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ გურამ ანანეიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ  ვბრძანებ:

1. ,,კონფლიქტოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-7 სემესტრის დოქტორანტ გურამ ანანეიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2024 წლის 6 თებერვალს, 14:00 საათზე;

2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუს II კორპუსში, N240 აუდიტორიაში;

3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • რევაზ ჯორბენაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი;
  • გუგული მაღრაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების  პროფესორი;
  • თეონა მატარაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  • ვახტანგ მაისაია - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების მოწვეული ლექტორი;
  • ალიკა გუჩუა - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

4.ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 49/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,პოლიტიკის მეცნიერების’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ თამთა ჭრიკიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,პოლიტიკის მეცნიერების’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ თამთა ჭრიკიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ ვბრძანებ:

1. ,,პოლიტიკის მეცნიერების’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-8 სემესტრის დოქტორანტ თამთა ჭრიკიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2024 წლის 7 თებერვალს, 12:00 საათზე;

2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუს VI კორპუსში, N303 აუდიტორიაში;

3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • ზვიად აბაშიძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  • ავთანდილ ტუკვაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  • ვალერიან დოლიძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  • სანდრო ტაბატაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასისტენტ პროფესორი;
  • მანანა დარჩაშვილი- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი

4.ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 48/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება „სახელმძღვანელოების კონკურსი - 2024“ განხორციელების შესახებ

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  „სახელმძღვანელოების კონკურსი-2024“ განხორციელების შესახებ  ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების სავალდებულო და არჩევითი, ხოლო სამაგისტრო პროგრამების სავლდებულო საგნების სახელმძღვანელოების შექმნისა და განახლების კონკურსი;

2. კონკურსის განსახორციელებლად ფაკულტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 20 000 ლარი;

3. ახალი სახელმძღვანელოს შექმნის ანაზღაურება:  მაქსიმუმ - 5 000 ლარი; არსებულის (2018 წლამდე გამოცემულის) განახლება:  მაქსიმუმ - 2 500 ლარი;

4. არჩევითი საგნის სახელმძღვანელო საკონკურსოდ განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ორი სასწავლო წლის განმავლობაში საბაკალავრო პროგრამის საგანზე თითოეულ წელს  დარეგისტრირებული იყო არანაკლებ 50 სტუდენტისა. სამაგისტრო პროგრამის საგანზე არანაკლებ 10 სტუდენტისა.

5. სახელმძღვანელოს უნდა ჰყავდეს სამეცნიერო და ენობრივი რედაქტორი, რომლის ხარჯებს გაიღებს ავტორი;

6. სახელმძღვანელო გაფორმებული უნდა იყოს APA-ს სტილით;

7. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, რომელსაც მოქმედი ხელშეკრულების ფარგლებში გამოქვეყნებული/შექმნილი აქვს ერთი სახელმძღვანელო მაინც;

8. პრიორიტეტი მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც „სახელმძღვანელოების პროექტის“ ფარგლებში არ მიუღია დაფინანსება;

9. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

1) განცხადება დეკანის სახელზე;

2) სახელმძღვანელოს დეტალური ანოტაცია (მინიმუმ 500 სიტყვა);

3) სავარაუდო სარჩევი (რამდენიმე ავტორის შემთხვევაში, სარჩევში ნათლად უნდა ჩანდეს თითოეული ავტორის წვლილი);

4) ლიტერატურის ჩამონათვალი, რომლის ბაზაზე იქმნება/განახლდება სახელმძღვანელო;

5) სახელმძღვანელო, რომლის განახლებაც სურს კონკურსანტს;

10. საკონკურსო საბუთები, ხოლო შემდგომში, დასრულებული პროექტები უნდა აიტვირთოს ბმულზე

11. საკონკურსო პროექტის ბმულზე ატვირთვის ვადა – 2024 წლის 1-ლი მარტი, 13.00 სთ;

12. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 2024 წლის 15 მარტამდე;

13. დასრულებული პროექტის ბმულზე ატვირთვის ვადა:

სახელმძღვანელოს განახლების შემთხვევაში  – 2024  წლის 1-ლი ნოემბერი

ახალი სახელმძღვანელოს შექმნის შემთხვევაში - 2025 წლის 1-ლი მარტი

14. დასრულებული პროექტის წარდგენის ვადის დარღვევის შემთხვევაში,  პროექტი არ განიხილება;

15. დაფინანსებული პროექტის ანაზღაურება მოხდება სახელმძღვანელოს წარდგენის, რეცენზირების და საგამომცემლო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდგომ;

16. სახელმძღვანელო გამოქვეყნდება ელექტრონული ფორმით;

17. საკონკურსო პროექტების შერჩევასა და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • სალომე დუნდუა– კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება;
  • მანანა შამილიშვილი – კომისიის მდივანი, პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
  • თამარ დოლბაია– ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
  • იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;
  • რევაზ ჯორბენაძე – პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება;
  • კონსტანტინე შუბითიძე – ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;

15. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;

16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 47/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება ფაკულტეტზე „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ განხორციელების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მუხლი - 2.2-ის საფუძველზე ვბრძანებ:

1. ჩატარდეს „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ კონკურსი;

2. „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების“ განსახორციელებლად ფაკულტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოს 50 000 ლარი;

3. კონკურსის პირობები:

3.1. პროექტის თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს ფაკულტეტის  ძირითად  სასწავლო მიმართულებებს;

3.2. პროექტში მონაწილეობა შეუძლია  მხოლოდ ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტს;

3.3. სავალდებულოა პროექტში  არანაკლებ 3 აქტიური სტატუსისა და არანაკლებ 2,5 GPA-ს მქონე სტუდენტის ჩართვა. პროექტში შესაძლებელია, ჩართული იყოს სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტი.  ბაკალავრიატის სტუდენტს დაგროვებული უნდა ჰქონდეს 60 კრედიტი მაინც;

3.4. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პროექტის სავარაუდო ხელმძღვანელმა, თუ იგი იყო „მიზნობრივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებში“  2022 წლის ჩათვლით  გამარჯვებული პროექტის ხელმძღვანელი, უნდა წარმოადგინოს გამარჯვებული პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის დამადასტურებელი დოკუმენტი (სტატიის ელექტრონული მისამართის სახით)

3.5. პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 13 000 ლარს;

4. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საპროექტო წინადადება უნდა წარმოადგინონ თანდართული მოთხოვნის მიხედვით (იხ. დანართი და შესავსები ბიუჯეტის ფორმა

5. საკონკურსო პროექტების ბმულზე ატვირთვის ვადა: 2024 წლის 22 თებერვალი, 17:00 სთ.

6. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდეს 2024 წლის 5 მარტამდე.   

7. პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 2024  წლის 1 აპრილიდან -15 ნოემბრამდე;

8. პროექტის   მონაწილეთა ანაზღაურება განხორციელდეს ეტაპობრივად, პროექტის ხელმძღვანელის მიერ პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს წარდგენის შემდგომ;

9. დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მართვას ახორციელებს პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია  საბიუჯეტო თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე;

10. პროექტის დასრულებიდან 12 თვის განმავლობაში პროექტის ხელმძღვანელმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში სამეცნიერო პუბლიკაციის წარდგენა;

11. პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში აღნიშნული უნდა იყოს, რომ ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდა თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2024 წლის „მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის“  საგრანტო კონკურსის ფარგლებში.

12. პროექტების შერჩევას ახორციელებს  კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • სალომე დუნდუა - კომისიის   თავმჯდომარე,   ასოცირებული    პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი.
  • ზურაბ დავითაშვილი - პროფესორი,   საერთაშორისო  ურთიერთობების მიმართულება;
  • ხათუნა მაისაშვილი - ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის  მიმართულება;
  • თეონა მატარაძე - ასოცირებული პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება
  • ნინო პავლიაშვილი - ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
  • ლაშა მათიაშვილი - ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება;
  •  თეა ვახანია -  ფაკულტეტის ფინანსური კონსულტანტი.

13.  სამეცნიერო - კვლევითი პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • საკვლევი თემის აქტუალურობა და აკადემიური ლიტერატურის მიმოხილვა - 20 %
  • სამეცნიერო-კვლევითი  პროექტის სამეცნიერო ღირებულება,  ინოვაციურობა და გავრცელება- 20 %
  • კვლევის მეთოდოლოგია - 20 %
  • ბიუჯეტი-20%
  • აქტივობები,  მათი  განმახორციელებელი  პერსონალის კომპეტენციის გათვალისწინებით - 20%

14. გამარჯვებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მიმდინარეობისა და შედეგების მონიტორინგს ახორციელებს  ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური:

16. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;

17. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 46/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიაში ცვლილების შეტანის შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება 2023–2024  სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიაში ცვლილების შეტანის შესახებ ვბრძანებ:

1) შევიდეს ცვლილება დეკანის ბრძანება # 43/30. 18.12.2023 - ში   და  ასოცირებული პროფესორის ანა დიაკონიძის აკადემიურ შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით სამაგისტრო პროგრამის „სოციოლოგია“ სამაგისტრო ნაშრომების კომისიაში დამტკიცდეს ასოცირებული პროფესორი კახა ქეცბაია

 

სოციოლოგია

    1) იაგო კაჭკაჭიშვილი - პროფესორი,კომისიის  თავმჯდომარე

    2) შორენა თურქიაშვილი - ასისტენტ პროფესორი, კომისიის მდივანი

    3) ამირან ბერძენიშვილი - პროფესორი

    4) კახა ქეცბაია  - ასოცირებული პროფესორი

    5) ლელა გაფრინდაშვილი - ასოცირებული პროფესორი.

 

2. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 45/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება „საგანმანათლებლო პროგრამების  განვითარების ხელშემწყობი  სამუშაო ჯგუფის“ შექმნის შესახებ

საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდებისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების (II თავი, მუხლი12.1) საფუძველზე

ვბრძანებ:

1) შეიქმნას „საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფი“ შემდეგი შემადგენლობით:

  • თამარ დოლბაია - ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი
  • ალექსანდრე კუხიანიძე - პროფესორი
  • რევაზ ჯორბენაძე - პროფესორი
  • ნინო დურგლიშვილი - ასოცირებული პროფესორი
  • ხათუნა მაისაშვილი - ასოცირებული პროფესორი
  • თეონა მატარაძე - ასოცირებული პროფესორი
  • კონსტანტინე შუბითიძე - ასოცირებული პროფესორი
  • კახი კუჭუხიძე - სტუდენტი
  • ლუკა ტაბიძე - სტუდენტი

2. „სამუშაო ჯგუფის“ წევრთა როტაცია შესაძლებელია ყოველ 2 წელში;

3. ფაკულტეტის დეკანის სამდივნომ უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 44/30

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შუალედური გამოცდის ნაშრომის შემფასებელი  კომისიის შექმნის შესახებ პოლიტიკის მეცნიერების  საბაკალავრო პროგრამის მესამე სემესტრის სტუდენტის ნოდარ შანთაძე  2023წლის  20 დეკემბრის   24529/30 განცხადების საფუძველზე ვბრძანებ:
 

1.შეიქმნას სტუდენტ ნოდარ შანთაძის შუალედური გამოცდის  ნაშრომის შემფასებელი კომისია  საგანში ,,საზოგადოებრივი გეოგრაფიის შესავალი“   შემდეგი შემადგენლობით:

  • მანანა შამილიშვილი -  პროფესორი, დეკანის მოადგილე სასწავლო სფეროში, კომისიის თავმჯდომარე;
  • გიორგი გოგსაძე - პროფესორი;
  • ლუიზა აბაზაძე  - მოწვეული პედაგოგი, კომისიის მდივანი;

2.  კომისიამ სტუდენტის ნაშრომი შეაფასოს ბრძანების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში.

3. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 43/30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო სემინარებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ჩატარების ვადების და კომისიის წევრების დამტკიცების შესახებ

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო სემინარებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ჩატარების ვადების და კომისიის წევრების დამტკიცების შესახებ ვბრძანებ:

1)  დამტკიცდეს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო სემინარებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ჩატარების გრაფიკი:
 

სადოქტორო სემინარები:

  • საერთაშორისო ურთიერთობები - 10 თებერვალი, 11:00 სთ, I კორპუსი, 121 აუდიტორია
  • პოლიტიკის მეცნიერება - 9 თებერვალი, 11:00 სთ, I კორპუსი, 01 აუდიტორია
  • სოციოლოგია - 12 თებერვალი, 10:30 სთ, I კორპუსი, 318 აუდიტორია
  • სოციალური მუშაობა - 12 თებერვალი, 16:00 სთ, I კორპუსი, 318 აუდიტორია
  • მასობრივი კომუნიკაცია - 9 თებერვალი, 11:00 სთ, VI კორპუსი, 303 აუდიტორია
  • საზოგადოებრივი გეოგრაფია - 9 თებერვალი, 11:00 სთ, VI კორპუსი, 103 აუდიტორია
  • კულტურის და მედიის სოციოლოგია - 12 თებერვალი, 14:00 სთ, I კორპუსი, 318 აუდიტორია
     

სამეცნიერო-კვლევითი პროექტები:

  • პოლიტიკის მეცნიერება - 12 თებერვალი, 13:00 სთ, I კორპუსი, 01 აუდიტორია
  • საერთაშორისო ურთიერთობები - 10 თებერვალი, 13:00 სთ, I კორპუსი, 121 აუდიტორია
  • სოციოლოგია - 12 თებერვალი, 13:00 სთ, I კორპუსი, 318 აუდიტორია
  • კულტურის და მედიის სოციოლოგია - 12 თებერვალი, 15:00 სთ, I კორპუსი, 318 აუდიტორია
  • კონფლიქტების ანალიზი და მართვა - 9 თებერვალი, 14:00 სთ, II კორპუსი, 235 აუდიტორია
  • საზოგადოებრივი გეოგრაფია - 9 თებერვალი, 12:00 სთ, VI კორპუსი, 103 აუდიტორია
  • მასობრივი კომუნიკაცია - 9 თებერვალი, 13:00 სთ, VI კორპუსი, 303 აუდიტორია
  • ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება - 9 თებერვალი, 17:00 სთ, VI კორპუსი, 303 აუდიტორია
     

2. დამტკიცდეს სადოქტორო პროგრამებზე სემინარებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაცვის კომისიების შემადგენლობა:

პოლიტიკის მეცნიერება

  • მალხაზ მაცაბერიძე  - კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი
  • ზვიად აბაშიძე  - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი
  • თამარ ქარაია - კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი
  • სალომე დუნდუა  - ასოცირებული პროფესორი
  • ალექსანდრე კუხიანიძე -  პროფესორი
  • ავთანდილ ტუკვაძე - ასოცირებული პროფესორი


კონფლიქტების ანალიზი და მართვა

  • გუგული მაღრაძე  - კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი
  • რევაზ ჯორბენაძე  - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი
  • თეონა მატარაძე  - კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი
  • ვახტანგ მაისაია  - მოწვეული ლექტორი
  • ზურაბ აბაშიძე  - ასოცირებული პროფესორი


მასობრივი კომუნიკაცია

  • ნათია კუპრაშვილი  - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი
  • ნინო ჭალაგანიძე  - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი
  • ხათუნა მაისაშვილი  - კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი
  • მარი წერეთელი  - ასოცირებული პროფესორი
  • მანანა შამილიშვილი  - პროფესორი
     

სოციოლოგია

  • იაგო კაჭკაჭიშვილი - კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი
  • ამირან ბერძენიშვილი  - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი
  • შორენა თურქიაშვილი -  კომისიის მდივანი, ასისტენტ პროფესორი
  • ლია წულაძე -  ასოცირებული პროფესორი
  • ლელა გაფრინდაშვილი - ასოცირებული პროფესორი
     

ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება

  • ნოდარ ბელქანია - კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი
  • რევაზ ჯორბენაძე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი
  • დალი ოსეფაშვილი - კომისიის მდივანი
  • თეონა მატარაძე - ასოცირებული პროფესორი
  • ნოდარ სარჯველაძე - მოწვეული ლექტორი


საზოგადოებრივი გეოგრაფია

  • ნინო პავლიაშვილი  - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი
  • იოსებ სალუქვაძე  - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი
  • გიორგი გოგსაძე  - კომისიის მდივანი,  პროფესორი
  • თამარ დოლბაია  -  პროფესორი
  • გიორგი კვინიკაძე - ასოცირებული პროფესორი
     

საერთაშორისო ურთიერთობები

  • კონსტანტინე შუბითიძე - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი
  • ზურაბ დავითაშვილი -  კომისიის თავმჯდომარის მოადგილე,  პროფესორი
  • ფიქრია ასანიშვილი - კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი
  • თორნიკე თურმანიძე  -  პროფესორი
  • ეკა აკობია - ასოცირებული პროფესორი
     

კულტურის და მედიის სოციოლოგია

  • ლია წულაძე  - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი
  • ამირან ბერძენიშვილი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, პროფესორი
  • შორენა თურქიაშვილი - კომისიის მდივანი, ასისტენტ პროფესორი
  • იაგო კაჭკაჭიშვილი  - პროფესორი
  • კახა ქეცბაია - ასოცირებული პროფესორი
     

სოციალური მუშაობა

  • თამარ მახარაძე - კომისიის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი
  • ნინო შატბერაშვილი - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი
  • ნათელა ფარცხალაძე -  კომისიის მდივანი, ასოცირებული პროფესორი
  • სალომე ნამიჭეიშვილი ასოცირებული პროფესორი
  • იაგო კაჭკაჭიშვილი -  პროფესორი

3. სასემინარო ნაშრომებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაცვა ჩატარდეს სააუდიტორიო ფორმატში;

4. სასემინარო ნაშრომები და სამეცნიერო კვლევითი პროექტები უნდა აიტვირთოს 20 იანვრიდან, 30 იანვრის 16:00 საათამდე https://e-learning.tsu.ge/-ზე;

5. ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა შეამოწმოს ნაშრომის ორიგინალობა და პლაგიატის გამოვლენის შემთხვევაში აცნობოს ნაშრომის დაცვის კომისიას;

6. ნაშრომებში პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში დაცვის კომისია:

ა) არ დაუშვებს დოქტორანტს დაცვაზე და მისცემს რეკომენდაციას ნაშრომის გადამუშავების შესახებ;

ბ) საკითხს განსახილველად გადასცემს თსუ-ის ეთიკის საბჭოს;

7. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების გაცნობა დაინტერსებულ პირთათვის;

8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 42/30