საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
კონფერენცია - მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში.

2025 წლის 24-25 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის უცხო ენების ინსტიტუტმა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა გამართა მეექვსე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში.

 

კონფერენციის მიზანი იყო, განეხილათ და ერთიან კონცეფციად ჩამოეყალიბებინათ ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.

 

კონფერენციის ერთი სექცია დაეთმო DECEP – ადრეული განათლების საკითხებს, სადაც პროექტის წარმომადგენლებმა მოხსენებები გააკეთეს შემდეგ თემებზე:

  • ენის სწავლების პოლიტიკა: სტრატეგია, გამოწვევები და პრობლემების გადაჭრის გზები - მომხსენებელი ლალი  კალანდაძე (განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო);
  • თეორიიდან მდგრად პრაქტიკამდე: ბილინგვური საგანმანათლებლო მოდელის დანერგვის კრიტიკული ასპექტები ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების სფეროში - მომხსენებლები: მზია წერეთელი, ია აფთარაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  • მულტილინგვური საგანმანათლებლო ასპექტების ასახვა ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების პროგრამების მომზადებაში - მომხსენებლები: გიული შაბაშვილი, კახა გაბუნია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  • ადრეული ასაკის ბავშვთა ინკლუზიური განათლების ხარისხის მდგრადობის უზრუნველყოფის მექანიზმები - მომხსენებლები: ნინო მოდებაძე, შორენა ძამუკაშვილი, ნინო ნახუცრიშვილი (იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  • უნივერსიტეტების როლი ადრეული ასაკის ბავშვთა ინკლუზიური განათლების განვითარებაში: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითი - მომხსენებლები: ირმა ქურდაძე, მარი ნარიმანიძე (სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

 

შეხვედრა ადრეული განათლების საკითხებზე

22 ოქტომბერს, DECEP პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საორგანიზაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

 

შეხვედრაზე განხილეს ადმინისტრაციული და ორგანიზაციული საკითხები, ისაუბრეს ჩატარებული სამუშაოებისა და მიღწეული შედეგების შესახებ. ასევე, დაგეგმეს სამომავლო ნაბიჯები და ვიზიტები პარტნიორ უნივერსიტეტებში.

 

ონლაინ ტრენინგები ადრეული განათლების საკითხებზე – DECEP პროექტი

30 აპრილს, DECEP პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ონლაინ ტრენინგი, რომელიც შეეხებოდა მნიშვნელოვან თემას – სოციალური და ემოციური სწავლება (SEL) და მისი ინტეგრაცია ბავშვთა საგანმანათლებლო პროგრამებში (ECE).

 

ტრეინინგს უძღვებოდნენ ექსპერტები:

 

  • სიმონა კონტრიმიენე, ასოცირებული პროფესორი ვილნიუსის უნივერსიტეტში და DECEP პროექტის კოორდინატორი (ვილნიუსის მხარე)
  • სერგეიუს ნეიფაჩასი, ბავშვთა განათლების ექსპერტი და GABIJELE საბავშვო ბაღის დირექტორი

 

სესიამ მოიცვა თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული რჩევები, სამუშაო პროცესში ხაზი გაესვა იმას, თუ როგორ შეუძლია SEL-ს სასწავლო გარემოს ტრანსფორმირება  და  მოსწავლეთა ჰოლისტური განვითარების ხელშეწყობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ემოციური და სოციალური კომპეტენციების ინტეგრაციას ECE-ს სასწავლო პროგრამებში, რათა შეიქმნას ინკლუზიური, მდგრადი და მხარდამჭერი საგანმანათლებლო სისტემები.

 

პროექტი თანადაფინანსებულია ევროპის კავშირის მიერ.

ტრეინინგის მასალები ხელმისაწვდომია პროექტის მონაწილეებისა და დაინტერესებული პირებისთვის (იხ. ბმული).

ონლაინ ტრენინგები ადრეული განათლების საკითხებზე – DECEP პროექტი

DECEP პროექტის ფარგლებში 29 აპრილს  ანა გოლუბევამ, ჩვენმა პარტნიორმა ტარტუს უნივერსიტეტიდან (ნარვას კოლეჯი), ჩაატარა საინტერესო ონლაინ ტრენინგი თემაზე: „ენის სწავლების პრინციპები ადრეულ საგანმანათლებლო სივრცეში“. ტრენინგის დროს გაანალიზებულ იქნა, ერთი მხრივ, ესტონური, ხოლო, მეორე მხრივ, ამერიკული საუკეთესო პრაქტიკები.  მონაწილეები გაეცნენ მნიშვნელოვან თემებს, მათ შორის:

 

  • ბავშვთა ენის სწავლების პოლიტიკა
  • სხვადასხვა ტიპის ბავშვთა ენის სწავლების პროგრამები
  • მიზნობრივი ენის გამოყენება ყველა აქტივობაში
  • CI (comprehensible input) როლი
  • ხარაჩოს პრინციპის (scaffolded output) მნიშვნელობა და მეორე ენის ათვისების (SLA) ეტაპების გააზრება

 

სესიას, ასევე, ახლდა თანამშრომლობითი ჯგუფური სამუშაო, რამაც ხელი შეუწყო განხილვებსა და იდეების გაზიარებას ბავშვებისთვის ენის სწავლის ეფექტური სტრატეგიების შესახებ.