საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი

 

ინსტიტუტის მიზანია სწავლების სამი საფეხურის (საბაკალავრო, სამაგისტრო, დოქტურანტურის) სტუდენტების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მომზადება ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით და ხელოვნების ისტორიისა და თეორიის საკითხების სამეცნიერო კვლევა. სწავლების თითოეული საფეხურის შესაბამისად მიმდინარე მსოფლიო და ქართული ხელოვნების, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე პრობლემატიკის საკითხების შესწავლის, პროფესიული უნარების გამომუშავების, ძეგლების ადგილზე გაცნობის და კვლევის, სხვადასხვა დაწესებულებებში სტაჟირების, ადგილობრივ თუ საზღვარგარეთის სპეციალისტებთან კონტექტების, თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების მიღების პროცესი სათანადო კონპეტენციის პროფესიონალის აღზრდას ემსახურება. ინსტიტუტის მიზანია სხვადასხვა სასწავლო, სამეცნიერო, სამუზეუმო დაწესებულებების, სახელმწიფო უწყებების, საგამოფენო, ტურისტული, მედია თუ სხვა ორგანიზაციებისათვის მაღალკვალიფიცირებული კადრების მომზადება. ინსტიტუტის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამეცნიერო კვლევები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს და მოიცავს ფართო ქრონოლოგიურ სპექტრს წინაქრისტიანული ხანიდან თანამედროვეობამდე. ძირითად საკვლევ თემას ქართულ ხელოვნება, სხვადასხვა დარგის ნიმუშები და კულტურული კავშირები წარმოადგენს. ცალკე კვლევის ობიექტია ასევე სამუზეუმო საქმიანობა და კოლექციები.