საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართული ენის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი

 

ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ინსტიტუტის მიზანია ძველი და ახალი ქართული სალიტერატურო ენის მონაცემების, უმწერლობო ქართველური ენების (მეგრული, ლაზური, სვანური), ქართული ენის დიალექტების შესწავლა სტრუქტურულ-სემანტიკური, ფუნქციურ-სტილისტური თვალსაზრისით; ასევე, ძველი და საშუალი ქართული ენის წერილობითი ძეგლების დოკუმენტირება და კვლევა ტექსტოლოგიურ-ფილოლოგიური და ლინგვისტური კუთხით; ლინგვისტური ექსპედიციების მოწყობა - მუშაობა ველზე უმწერლობო ქართველური ენების, ქართული ენის დიალექტური მასალის, ძველი და საშუალი ქართულის წერილობითი წყაროების შესაკრებად; მოპოვებული სინქრონიული ვითარების ამსახველი ემპირიული მასალის დამუშავება და ჩართვა საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევაში; შუა საუკუნეების ქართული თარგმანების (უპირატესად, ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული ვერსიების) ტექსტოლოგიური და ენობრივ-სტილისტური კუთხით კვლევა და კვლევის შედეგების ასახვა საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამებში, კერძოდ: ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო, ქართველური ენათმეციერების სამაგისტრო, შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგიის სამაგისტრო და ქართული ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამებში (ქვედრაგები: ქართველური ენათმეცნიერება და ბიბლიის ფილოლოგია).

ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევების მიმართულებანი ინსტიტუტში შემავალი სამეცნიერო ერთეულების მიხედვით განისაზღვრება.

  •  ქართველური ენათმეცნიერების კათედრა შეისწავლის:
    • თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენას;
    • თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების საკითხებს;
    • ქართული ენის სტილისტიკას;
    • ქართული ენის დიალექტებს;
    • ქართულის როგორც მეორე ენის სწავლების საკითხებს;
    • უმწერლობო ქართველურ ენებს: მეგრულს, ლაზურს, სვანურს.
  •  ძველი ქართული ენისა და ტექსტოლოგიური კვლევების კათედრა შეისწავლის:
    • ძველ ქართულ ენას;
    • ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის საკითხებს;
    • ქართული პალეოგრაფიისა და კოდიკოლოგიის საკითხებს;
    • ძველი ქართული ენის წერილობით ძეგლებს ტექსტოლოგიური და ლინგვისტურფილოლოგიური თვალსაზრისით.
  • ქართველური ონომასტიკის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეისწავლის ქართული და სხვა უმწერლობო ქართველური ენების ონომასტიკას (ტოპონიმებს, ჰიდრონიმებს, ანთროპონიმებს და სხვ.)
  • ძველ ქართულ ხელნაწერთა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ორიონი“ შეისწავლის ძველ ქართულ ხელნაწერებს (უმთავრესად საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ ხელნაწერთსაცავებში დაცულ მანუსკრიპტებს) და გამოსაცემად ამზადებს მათ.