საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მსოფლიო ისტორიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიის სასწავლოსამეცნიერო ინსტიტუტი ამ ფორმით შედარებით ახალი სტრუქტურული ერთეულია. ის შეიქმნა 2011 წელს და აერთიანებს შემდეგ კათედრებს: ძველი მსოფლიოს ისტორია (შეიქმნა 1927 წელს), შუა საუკუნეების ისტორია (დაარსდა 1934 წელს) და ახალი და უახლესი ისტორია (წარმოადგენს 1919 წელს შექმნილი მსოფლიო ისტორიის კათედრის სამართალმემკვიდრეს). ინსტიტუტის ხელმძღვანელი მონაცვლეობით ირჩევა 2 წლით კათედრების გამგეებისაგან. ინსტიტუტის წევრები აქტიურ მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო კონფერენციებში როგორც საქართველოს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მათ გააჩნიათ არაერთი სამეცნიერო მონოგრაფია, საუნივერსიტეტო თუ სასკოლო სახელმძღვანელო. ისტორიის მიმართულების სხვა სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტებთან ერთად, მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი მონაწილეობს “ისტორიის” საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამებში, ხოლო სამაგისტრო დონეზე კათედრები დამოუკიდებლად ახორციელებენ შემდეგ პროგრამებს: “ძველი ენები და ცივილიზაციები”, “მედიევისტიკა” და “ახალი და უახლესი ისტორია”.