საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თეორიული და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი

 

ინსტიტუტი ორიენტირებულია მხატვრული ლიტერატურის, როგორც კულტურული ფენომენის სწავლებაზე, თანამედროვე ფილოლოგიური მეთოდებისა და მეთოდოლოგიების გამოყენებით. სწავლების წამყვანი მიმართულებებია: ლიტერატურის თეორიისა და პოეტიკის პრობლემები, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა, მხატვრული ტექსტის სტრუქტურა, ლიტერატურული სკოლები და მიმდინარეობები, ლიტერატურული ჟანრები, მხატვრული სტილისა და სტილისტიკის საკითხები. პროფესურის მიზანია, გააფართოოს სტუდენტების თვალსაწიერი ლიტერატურის ზოგადი პრინციპების ცოდნის მიმართულებით და ჩართოს ქართული მწერლობა, როგორც მოდელი, ამ საერთო პროცესში. სტუდენტების სწავლების სამ სხვადასხვა საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), გათვალისწინებულია რა სტუდენტების ცოდნისა და განათლების განსხვავებული დონეები, სასწავლო პროგრამა დალაგებულია შემდეგი პრინციპით: საბაკალავრო ეტაპზე - შესავალი კურსებისა და არჩევითი საგნების ფართო სპექტრი, სამაგისტრო ეტაპზე - უკვე არსებული ცოდნის გაღრმავება კონკრეტული მიმართულებებით და სრულიად ახალი ცოდნის დანერგვა; სადოქტორო ეტაპზე - ფართო ჰუმანიტარული სფეროსათვის აუცილებელი ზოგადი ხედვებისა და კვლევითი მიმართულებების აქცენტირება. ინსტიტუტის მიზანია, აღზარდოს თანამედროვე მსოფლიო ფილოლოგიურ სტანდარტებთან შესაბამისი ახალგაზრდა თაობა. ინსტიტუტი ღიაა აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლის საერთაშორისო პროგრამებისათვის. ინსტიტუტი ორიენტირებულია მხატვრული ლიტერატურის, როგორც კულტურული ფენომენის ინტერდისციპლინურ კვლევებზე, თანამედროვე ფილოლოგიური მეთოდებისა და მეთოდოლოგიების გამოყენებით. კვლევების წამყვანი მიმართულებაა ლიტერატურული ტექსტის ანალიზი ფართო კულტურულ კონტექსტში შედარებით ანუ კომპარატივისტულ ჭრილში, რაც, ასევე, გულისხმობს ქართული მწერლობის დასაბუთებულ ჩართვას საერთოლიტერატურულ პროცესში.ბოლო ათი წლის განმავლობაში ინსტიტუტის პროფესორების მიერ დამუშავდა არაერთი საინსტიტუტო და საგრანტო სამეცნიერო-კვლევითი პროექტი; გამოცემულია 30-მდე სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო და მონოგრაფია, რომელთა მიხედვითაც მიმდინარეობს სწავლება. კვლევის პროცესში ჩართულნი არიან სტუდენტებიც, როგორც პროექტების მონაწილენი, მათი კომპეტენციის ფარგლებში.