არქეოლოგიის ინსტიტუტი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის მემკვიდრე.
არქეოლოგიის ინსტიტუტს აქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა ისეთ ადგილობრივ ინსტიტუციებთან როგორებიცაა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
ინსტიტუტის ძირთადი სამეცნიერო საქმიანობაა არქეოლოგიური კვლევების წარმოება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ თსუ-ს სტუდენტების აქტიური ჩართულობით.
არქეოლოგიური საველე პრქტიკა:
გრაკლიანი გორის არქეოლოგიური ექსპედიციის როლი ახალგაზრდა თაობების კვალიფიციურ არქეოლოგებად ჩამოყალიბებაში, გათხრები 2008 წლიდან დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. გრაკლიანი გორის საველე სამუშაოები, როგორც სასწავლო ეტაპი თსუ-ს არქეოლოგიის ყველა საფეხურის სასწავლო პროგრამის ნაწილია (ხელმძღვანელი პროფ. ვახტანგ ლიჩელი ).
სვანეთის არქეოლოგიური ექსპედიცია მუდმივად იკვლევს ამ უნიკა;ლური მხარის სიძველეებს, რომელთა შორის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რკინის უძველესი წარმოების ნაშთებს( ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ზ. კვიციანი)
მნიშვნელოვანი არქეოლოგიური კვლევები ხორციელდება კაეხეთში, სადაც არაერთი ძეგლია მიკვლეული ( ხელმძღვანელი ასოც. პროფ. კ. ფიცხელაური)
გრძელდება ქართული საეკლესიო კომლექსების კვლევა კუნძულ კვიპროსზე(ხელმძღვანელი ვ. ლიჩელი)
საერთშორისო პროექტები:
თსუ არქეოლოგიის ინსტუტიტმა საფუძველი ჩაუყარა რამდენიმე საერთაშორისო პროექტს, მათ შორის აღსანიშნავია:
თსუ-ს და ინსბრუკის უნივერსიტეტის( ავსტრია) ერთობლივი პროექტი ხოვლე გორის არქეოლოგიური კვლევისათვის;
თსუ-სა და ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის (იტალია) ერთობლივი პროექტი ჭიქიანის მთის არქეოლოგიური დაზვერვებისთვის;
თსუ-სა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის( გერმანია) ერთობლივი პროექტის ლესალეს შუასაუკუნეების ძეგლის კვლევისათვის.
თსუ-სა და რომის ISMEO (იტალია)ერთობლივი პროექტი ჯავახეთსი ურარტული ტიპის არქეოლოგიური ძეგლების დაზვერვებისათვის;
თსუ-სა და ბურგოსის (ესპანეთი) ერთობლივი პროექტი პალეომაგნიტური კვლევების განსახორციელებლად.
თსუ-სა და ტეიკიოს ( იაპონია) უნივერსიტეტის ერთობილივი ინტერდისციპლინური კვლევების გასახორციელებლად.
პირველად ქართული არქეოლოგიის ისტორიაში, ქართველი სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო არქეოლოგიურ ექსპედიციებში კუნძულ კვიპროსზე, ირანსა და ომანში.
ინსტიტუტის საერთაშორისო თანამშრომლობამ თსუ-ს სტუდენტებს მისცა საშუალება გასცნობოდნენ არქეოლოგიური გათხრების თანამედროვე მეთოდოლოგიასა და ტექნოლოგიებს. სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული გაცვლით პროგრამაში, ამ მხრივ აღსანიშნავია Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში, სადაც ყოველწლიურად არქეოლოგიის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები მიემგზავრებიან სასწავლებლად.
საერთაშორისო კონფერენციები:
ინსტიტუტის ორგანიზებით უკვე 15 წელია წარმატებით ტარდება ვარძიის ახალგაზრდა არქეოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ინსტიტუციები იღებენ მონაწილეობას. კონფერენციის მიზანი მდგომაროებს შემდეგში: მოახდინოს ქართველი სტუდენტების ინტეგრაცია საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში; ქართველ სტუდენტებს განუვითაროს სამეცნიერო ხასიათის ღონისძიებებში მონაწილეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევები; ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და მისი პოპულარიზაცია მსოფლიოს მასშტაბით. კონფერენციის მუდმივი მონაწილეები და პარტნიორები არიან ვენეციის კა’ფოსკარის, იენის, ინსბრუკის, ედინბურგის, ოქსფორდისა და სხვა უნივერსიტეტები.
ქართული კულუტურული მემკვიდრეობის პოპულრაიზაცია.
ინსტიტუტი ეწევა ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის საშუალებით.