საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი

 

ინსტიტუტის მიზანი კაცობრიობამ დიდი ხანია შეიცნო ენის განსაკუთრებული ძალა და მნიშვნელობა, რამდენადაც „ენათა სხვაობა არის სხვაობა არა ბგერადობისა და ნიშნებისა, არამედ მსოფლხედვისა“ (ვ. ფონ ჰუმბოლდტი). აქედან გამომდინარე, სრულიად აშკარაა იმ მეცნიერების როლი, რომელიც სწავლობს ენას: ბუნებრივ ენობრივ კონსტრუქციათა ლინგვისტური ანალიზი წარმოდგენას გვიქმნის ადამიანისა და სამყაროს ზოგად, უნივერსალურ და სპეციფიკურ ნიშან-თვისებებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენათმეცნიერების გამოყენებითი ასპექტები, რომლებიც გვეხმარება გავიაზროთ, გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფერო. ენობრივ ობიექტთა ანალიზისთვის გამოიყენება სპეციფიკური მეტაენა, რომლის მიწოდება და გაცნობა აუცილებელია ზოგადად საუნივერსიტეტო სწავლების ყველა დისციპლინისთვის. ენათმეცნიერება სწორედ ასეთ მეტაენას აყალიბებს და, ამდენად, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა შორისყველაზე ზუსტი მეცნიერების როლს ასრულებს. ინსტიტუტის მიზანია სტუდენტებსმიაწოდოსენათმეცნიერების მეტაენა, შეასწავლოს მათსინქრონიული და დიაქრონიული ენათმეცნიერების ძირითადი ცნებები, გააცნოს თანამედროვე ენათმეცნიერების მიღწევები, უახლესი ლინგვისტური თეორიები, კონცეფციები, მეთოდები და განუვითაროს მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარი.