საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი

 

თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის მიზანია, თავისი ინტელექტუალური რესურსი აქტიურად ჩართოს ფაკულტეტის სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასა და კვლევებში. ინსტიტუტი თავის მიზნებსა და ამოცანებს ხედავს, ერთი მხრივ, სტუდენტებში დარგისა და სამეცნიერო კვლევებისადმი ინტერესის გაღვივებაში და, მეორე მხრივ, ლიტერატურათა ურთიერთობების, ურთიერთმიმართებების, მათი ისტორიისა და განვითარების პერსპექტივების, ლიტერატურათა ურთიერთზემოქმედების, ურთიერთგავლენის კვლევაში, რაც გულისხმობს სხვადასხვა ეროვნულ ლიტერატურას შორის განსხვავებებისა და მსგავსების შესწავლას, ლიტერატურულ მოვლენათა კანონზომიერებების წარმოჩენას, ლიტერატურული მოვლენების ტიპოლოგიური მიმართებების დადგენასა და კონტაქტური კავშირების კვლევას; ლიტერატურათა ეროვნული თავისებურებების, მათი სპეციფიკის, ჩვენებას და ეროვნული ლიტერატურის მონაწილეობას მსოფლიო სალიტერატურო პროცესში და მისი ადგილის განსაზღვრას მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. ინსტიტუტი ამ პროცესებთან აქტიურ კავშირში ხედავს და შეისწავლის თარგმანს, როგორც კულტურათა და ლიტერატურათა დიალოგის უმნიშვნელოვანეს ფორმას.