საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შინაგან დაავადებათა კათედრა

 

მედიცინის  ფაკულტეტის შექმინისთანავე  1995 წელს შეიქმნა თერაპიის (შინაგანი  დავადებების) კათედრა. თავდაპირველად კათედრის ძირითად კლინიკურ  ბაზას წარმოადგენდა  წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ს/კ  ინსტიტუტი. 2012 წლიდან  კათედრა ფუნქციონირებს აკად. გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ბაზაზე. სხვადასხვა დროს კათედრას ხელმძღვანელობდნენ:

  • 1995-1997 წწ.  პროფ. ა.ალადაშვილი.
  • 1998-2003 წწ. პროფ. დ. გორდელაძე
  • 2003-2012 წწ. პროფ. ბ. ქობულია
  • 2012-2023 წწ. პროფ. ა. ალადაშვილი

 

2013 წლიდან  კათედრის თანამშრომლების ორგანიზაციითა და ჩართულობით ჩატარებულია 18 სამეცნიერო-პრაქტიკული და უწვეტი სამედიცინო განათლების ღონისძიება (ნაციონალური და საერთაშორისო კონფერენცია, კონგრესი). გ. ჩაფიძის სახ. გადაუდბელი კარდიოლოგიის ცენტრის   ბაზაზე  კათედრის წევრების მონაწილეობით სისტემატურად მიმდინარეობს კლინიკური რეზიდენტების პროფესიული მზადება („კარდიოლოგია“, „ინტერვენციული კარდიოლოგია“). კათედრის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო მულტიცენტრულ კლინიკურ კვლევებში. კათედრაზე ასევე მიმდინარეობს დოქტორანტების მომზადება.

 

ამჟამად კათედრა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით. კათედრის ყველა წევრი იმავდროულად არის გ.ჩაფიძის სახ. გადაუდბელი კარდიოლოგიის ცენტრის წამყვანი სპეციალისტი.

 

  • მიხეილ წვერავა - პროფესორი, ცენტრის შინაგანი მედიცინის დეპარტმენტის ხელმძღვანელი, საქართველოს შინაგანის მედიცინის კოლეგიის პრეზიდენტი.  
  • ვახტანგ ჭუმბურიძე - ასოცირებული პროფესორი, ხელმძღვანელობს ცენტრის თერაპიისა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტს, არის  საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი.
  • პავლე მაჭავარიანი - ასოცირებული პროფესორი, ცენტრის კარდიოლოგი
  • ელენე გიორგაძე - ასოცირებული პროფესორი (ენდოკრინოლოგიის მიმართულებით) 
  • ქეთევან ასათიანი - ასოცირებული პროფესორი (ენდოკრინოლოგიის მიმართულებით)      
  • თამარ კიკალიშვილი - ასისტენტ-პროფესორი, ცენტრის თერაპიისა და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ექიმი კარდილოგი.
  • ნინო დოლიძე - ასისტენტ-პროფესორი, ცენტრის პრევენციისა და რეაბილიტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
  • თამარ ლეკაშვილი - ასისტენტ პროფესორი
  • ლელა კოპალეიშვილი - ასისტენტ-პროფესორი
  • მოწვეული პედაგოგები ლ.კოპალეიშვილი  და ე. შენგელია  მუშაობენ ცენტრში კარდიოლოგებად.