საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ყბა-სახის ქირურგიის კათედრა

ყბა-სახის ქირურგიის კათედრა 2018 წელს დაარსდა. კათედრას ხელმძღვანელობს მედიცინის დოქტორი, პროფესორი გიორგი მენაბდე. კათედრის აკადემიური პერსონალის შემადგენლობაშია მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მამუკა გოგიბერიძე და მედიცინის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი თამარ ნემსაძე; ასევე რამდენიმე მოწვეული ლექტორი: მედიცინის დოქტორი მერაბ დეკანოსიძე, მედიცინის დოქტორი ავთანდილ მაჭავარიანი, მარიკა ზურმუხტაშვილი. კათედრის პერსონალი აკადემიურ საქმიანობასთან ერთად აქტიური და წარმატებული კლინიცისტები არიან. პროფესორი გიორგი მენაბდე საუნივერსიტეტო კლინიკა “დენტექსი-95” კლინიკური ხელმძღვანელი და ყბა-სახის ქირურგია. ასევე წარმატებით მოღვაწეობს ს.ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. ასოცირებული პროფესორი მამუკა გოგიბერიძე წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახ. კლინიკური საავადმყოფოს, ასევე საუნივერსიტეტო კლინიკა “ალბიუსისა” და კლინიკა “დენტ-ეფექტის” ყბა-სახის ქირურგია. ასისტენტ-პროფესორი თამარ ნემსაძე სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი “დენსის” ყბა-სახის ქირურგია. მედიცინის დოქტორი ავთანდილ მაჭავარიანი საუნივერსიტეტო კლინიკა “დენტექსი-95” იმპლანტოლოგია.

 

ყბა-სახის ქირურგიის კათედრა პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით აქტიურად თანამშრომლობს უცხოურ უნივერსიტეტებთან. პროფესორ გიორგი მენაბდეს გავლილი აქვს იმპლანტოლოგიის კურსი სტომატოლოგიური იმპლანტაციის ფლორიდის აკადემიაში (ფლორიდა, აშშ). ასოცირებული პროფესორი მამუკა გოგიბერიძე გახლავთ მსოფლიოს თავის ქალის და ყბა-სახის ქირურგთა ასოციაციის წევრი. ასევე მამუკა გოგიბერიძე პირის ღრუს ქურურგთა და იმპლანტოლოგთა საზოგადოების დამფუძნებელი და საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტია. ასისტენტ-პროფესორი თამარ ნემსაძე რამდენჯერმე იმყოფებოდა კენტუკის უნივერსიტეტში (ლექსინგტონი, კენტუკი, აშშ), სადაც მუშაობდა უახლეს და აქტუალურ დარგში: საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის პათოლოგიები და პირის ღრუსა და სახის ტკივილები. ასევე თამარ ნემსაძე გახლავთ ამერიკის პირსახის ტკივილის აკადემიის (American Academy of Orofacial Pain) აქტიური წევრი.

 

კათედრაზე აქტიურად მიმდინარეობს ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევები. 2019-2020 წლებში განხორციელდა ორი მნიშნელოვანი სამეცნიერო პროექტი: “ძვლის ქსოვილის რეგენერაციისა და ოსტეოინტეგრაციის ოპტიმიზაციის ახალი მეთოდი ღეროვანი უჯრედების გამოყენებით დენტალურ იმპლანტოლოგიაში” და “ძვლოვანი დეფექტის მიმართული რეგენერაცია ოსტეოპლასტიკური მასალის გამოყენებით”. ამჟამად კათედრის პერსონალი კათედრის გამგის გიორგი მენაბდეს ხელმძღვანელობით პირველად საქართველოში აქტიურად იკვლევს ახალ კორონავირუსის გავლენას პირის ღრუზე. კათედრის სახელით 2018 წლიდან დღემდე გამოქვეყნებულია ათამდე სამეცნიერო პუბლიკაცია.

 

ყბა-სახის ქირურგიის კათედრის თანამშრომლები:

  • გიორგი მენაბდე - პროფესორი, კათედრის გამგე
  • მამუკა გოგიბერიძე - ასოცირებული პროფესორი
  • თამარ ნემსაძე - ასისტენტ-პროფესორი
  • მერაბ დეკანოსიძე - მოწვეული ლექტორი
  • ავთანდილ მაჭავარიანი - მოწვეული ლექტორი
  • მარიკა ზურმუხტაშვილი - მოწვეული ლექტორი