საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზოგადი ქირურგიის კათედრა

ზოგადი ქირურგიის კათედრის დაარსების დღიდან (1919 წ.) მისი გამგე იყო აკადემიკოსი გრიგოლ მუხაძე, რომელსაც შეუფასებელი წვლილი მიუძღვის ქართული ქირურგიული სკოლის ჩამოყალიბებაში. 1921 წლიდან კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი ნიკოლოზ კახიანი, საქართველოში მეცნიერული და კლინიკური ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1928 წლიდან კათედრის გამგე გახდა პროფესორი კონსტანტინე ერისთავი, შემდგომში აკადემიკოსი და ქირურგიის ინსტიტუტის დამაარსებელი.

 

თსუ მედიცინის ფაკულტეტის ქირურგიის დეპარტამენტში 2012 წელს შეიქმნა ზოგადი ქირურგიის მიმართულება, რომელიც 2018 წელს ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი კათედრა. 2018 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად, კათედრა დაკომპლექტდა შემდეგი შემადგენლობით: ხელმძღვანელი - პროფ. გია ლობჟანიძე; ასოც. პროფესორები: ავთანდილ ღირდალაძე, ზურაბ ბერიაშვილი (1949 – 2019 წწ), ვახტანგ გოდერძიშვილი; ასისტენტ-პროფესორი გიორგი ელისაბედაშვილი (1941 – 2020 წწ). კათედრაზე მოწვეული პედაგოგები არიან: ლაშა გულბანი; გიორგი დათუნაშვილი, პაატა თუთბერიძე.

კათედრის ბაზებია: აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი; კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი.

 

კათედრის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებია:

  1. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სისხლდენით გართულებული ფორმების მკურნალობის ტაქტიკის სრულყოფა ანტიჰელიკობაქტერიული თერაპიის მიღწევათა ფონზე;
  2. გასტროეზოფაგიალური რეფლუქსური დაავადება;
  3. ქირურგიული ინფექციის პროფილაქტიკა;
  4. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოთა მინიინვაზიური ქირურგია;
  5. კუჭის რეზექციის შემდგომი გართულებების პრევენცია-დიაგნოსტიკა და მკურნალობის ოპტიმალური მეთოდები;
  6. კუჭის წყლულის მალიგნიზაციის შესაძლებლობები, პრევენცია, ადრეული დიაგნოზირება და მკურნალობა;
  7. ჰეპატოცელულური კიბოს გამოსავალი, განვითარების რისკი და სისხლში მოცირკულირე ახალი, მაღალმგრძნობიარე სიმსივნის მარკერები, ლედიპასვირი/სოფოსბუვირით მკურნალობის დროს HCV-ით ინფიცირებულ პაციენტებში.

 

კათედრის თანამშრომლები:

გია ლობჟანიძე - პროფესორი, კათედრის ხელმძღვანელი

ავთანდილ  ღირდალაძე  ასოცირებული პროფესორი

ვახტანგ გოდერძიშვილი  ასოცირებული პროფესორი

 

მოწვეული პედაგოგები:

ლაშა გულბანი

გიორგი დათუნაშვილი

პაატა თუთბერიძე.