ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი, ანთიმოზ ივერიელის სახ. ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს
სტუდენტთა ყოველწლიურ მეექვსე სამეცნიერო კონფერენციას
თანამედროვეობის მორალური გამოწვევები
სტუდენტთა კონფერენცია გაიხსნება: 2023 წლის 13 ივნისს, თსუ I კორპუსი 302 აუდიტორია, 11:00 საათზე.
მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,
სამუშაო ენა: ქართული
განმეორებით შეგახსენებთ, რომ კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
- გაფართოებული თეზისები
- სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა
თეზისების გაფორმების წესი:
ა) პირველ ხაზზე მიუთითეთ მოხსენების სათაური, შემდეგ სახელი და გვარი, სწავლების საფეხური და სემესტრი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი,
ბ) ტექსტი ( დაახლოებით 1,5 გვ. A 4 ფორმატი, შრიფტი UNICODE (Sylfaen), ზომა 12, ინტერვალი 1.5 ).
გ) გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.
კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: anastasia.zakariadze@tsu.ge, არაუგვიანეს 2023 წლის 5 ივნისისა.
კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.
მისამართი: ოთახი 205, თსუ ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.
ტელ : 599 51416