თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის კათედრა 2022 წლის 28 ნოემბერს გამართავს ვაჟა-ფშაველას დაბადების 160-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 15 ნოემბრამდე თეზისები უნდა გადმოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: tamar.sharabidze@tsu.ge
კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო.
სამუშაო ენა: ქართული.
რეგლამენტი:
პლენარულ სხდომაზე – 25 წუთი;
მოხსენება სექციის სხდომაზე – 15 წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი.
იხ. თეზისების გაფორმების წესი.
საკონტაქტო პირები: ასოცირებული პროფესორი თამარ შარაბიძე, ასისტენტ პროფესორი ლევან ბებურიშვილი