საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დიდგორის ბრძოლა – 900“

2021 წლის 12 აგვისტოს 900 წელი სრულდება საქართველოს ისტორიაში მომხდარი საეტაპო მოვლენიდან, რომელიც დიდგორის ბრძოლის სახელითაა ცნობილი. დიდგორის ბრძოლა გახდა საქართველოს ერთიანობის სიმტკიცის საწინდარი, ქართულ-დასავლეთევროპული სამხედრო ურთიერთობის საწყისი და ქართული სამხედრო ხელოვნების სანიმუშო გამოვლენა.

თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, ამ თარიღის აღნიშვნის მიზნით, აწყობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას სახელწოდებით „დიდგორის ბრძოლა – 900“.

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის თემატიკა ასეთია:

  • დავით აღმაშენებლის ეპოქა
  • ისტორიული აზროვნება XI-XII საუკუნეების საქართველოში
  • დავით აღმაშენებლის ეპოქის ამსახველი უცხოური საისტორიო წყაროები
  • სოციალურ-ეკონომიკური რეალობა XI-XII საუკუნეების საქართველოში
  • ფული დავით აღმაშენებლის ეპოქაში
  • საქართველოს კულტურულ-პოლიტიკური ვითარება XI-XII საუკუნეებში
  • ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობა XI-XII საუკუნეების საქართველოში
  • ეკლესია დავით აღმაშენებლის საქართველოში
  • სამხედრო საქმე XI-XII საუკუნეების საქართველოში
  • ქართულ-ევროპული ურთიერთობები XI-XII საუკუნეებში

 

კონფერენცია ჩატარდება 2021 წლის 12 აგვისტოს ზუმის პლატფორმის საშუალებით.

კონფერენციის ენა – ქართული და ინგლისური.

ზუმის მისამართი გამოქვეყნდება კონფერენციის პროგრამასთან ერთად.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მიზნით უნდა დაუკავშირდეთ თსუ-ის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტს. მსურველებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

 

სახელი, გვარი

აფილირებული სამეცნიერო ინსტიტუციის სრული დასახელება

სამეცნიერო ხარისხი

აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობა

მოხსენების სათაური ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

განაცხადი კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ უნდა გამოაგზავნოთ ქვემოთ მითითებულ თსუ-ის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო სათაურის ველში უნდა მიუთითოთ „დიდგორის ბრძოლა – 900“.

ელექტრონულ ფოსტის მისამართი – geohistory@tsu.ge

კონფერენციაში მონაწილეობის განაცხადის ბოლო ვადა – 1 ივლისი, 2021

კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას თსუ-ის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ელექტრონული ფოსტის საშუალებით  2021 წლის 10 ივლისამდე.

თარიღი: 22/02/2021