საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რომანული ფილოლოგიის სამეცნიერო წრის კონფერენცია „ვაჟა-ფშაველა ევროპულ მთარგმნელობით რეალობაში“

2026 წლის 12 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე,დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრის სამეცნიერო წრის ყოველწლიური საკონფერენციო ციკლის ფარგლებში, გაიმართება კონფერენცია — „ვაჟა-ფშაველა ევროპულ მთარგმნელობით რეალობაში“.

კონფერენცია პრიორიტეტულად ორიენტირებულია თარგმანის კრიტიკის საკითხებზე, ვაჟა- ფშაველას თარგმანების ანალიზისა და შეფასების საფუძველზე, თუმცა განზოგადებულად მოიცავს მხატვრული თარგმანის სხვადასხვა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხსაც. კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი თემები: ორიგინალიდან თარგმანამდე; მხატვრული ტექსტის თარგმნის სპეციფიკა (პოეზია და პროზა); თარგმნა თუ ინტერპრეტაცია; თარგმანის სირთულეები და თანამედროვე გამოწვევები.

კონფერენციის თემატური მრავალფეროვნება, რომანული ფილოლოგიის წრის სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს თარგმანისა და თარგმანის კრიტიკით დაინტერესებულ სხვა სტუდენტებსაც.

 

მნიშვნელოვანი ვადები:

 განაცხადებისა მიღება – 5 ივნისამდე

კონფერენცია გაიმართება 2026 წლის 12 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში: თსუ I კორპუსი, 202-ე აუდიტორია.

კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული. მოხსენებებში უცხოენოვანი სამეცნიერო წყაროებისა და ტექსტობრივი (თარგმანების, ციტირება) მასალის პრეზენტაცია გათვალისწინებულია ბილინგვურ ფორმატში რომანულ (ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ) და ინგლისურ ენებზე. 


კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:

1. სახელი და გვარი;
2. ფაკულტეტის/ პროგრამის დასახელება
3. ელექტრონული ფოსტის მისამართი;
4. საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;
5. მოხსენების სათაური, სამეცნიერო ხელმძღვანელის მითითებით

 

დამატებითი ინფორმაცია:


 თარგმანის კრიტიკის ფორმატში სავალდებულოა პრეზენტაციის ბილინგვური ფორმატი: მოხსენების ძირითადი ენა არის ქართული, ხოლო მხატვრული პასაჟების წარმოდგენა და ციტირება უნდა განხორციელდეს როგორც ქართულ, ისე შესაბამის ევროპულ ენებზე (რომანული ენები — ფრანგული, ესპანური, იტალიური; ასევე ინგლისური).
 პრეზენტაციის ფორმატი გულისხმობს როგორც ტექსტობრივი, ისე ვიზუალური მასალის გამოყენებას.
 პრეზენტაციას უნდა ერთვოდეს ბიბლიოგრაფიული დანართი, რომელიც მოიცავს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალს, აგრეთვე საკითხთან დაკავშირებულ თქვენ მიერ შერჩეულ საინტერესო სარეკომენდაციო წყაროებს.

 

მონაწილეთა რეგლამენტი: მოხსენების ხანგრძლივობა– 10-15 წუთი.


განაცხადების გამოგზავნა:  gobejishvili.98.ng@gmail.com , bela.khabeishvili@tsu.ge
(გთხოვთ, მიუთითოთ ორივე ელფოსტის მისამართი)

საკონტაქტო პირები: ბელა ხაბეიშვილი, თსუ პროფესორი, რომანული ფილოლოგიის
კათედრის ხელმძღვანელი, bela.khabeishvili@tsu.ge , 599 19 93 97


ნუცა გობეჯიშვილი, რომანული ფილოლოგიის პროგრამის დოქტორანტი, კათედრის
უფროსი ლაბორანტი gobejishvili.98.ng@gmail.com , მობ: 591 11 31 81

თარიღი: 19/05/2026