საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მთარგმნელის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა IX სამეცნიერო კონფერენცია - თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები

2021 წლის 1-2 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა ს/ს ინსტიტუტი გამართავს მთარგმნელის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სტუდენტთა IX სამეცნიერო კონფერენციას  - თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა აქტუალური პრობლემები.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 10 სექტემბრამდე თეზისები და სამეცნიერო ხელმძღვანელის რეკომენდაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე:
tsuconference@tsu.ge

 

თეზისების გაფორმების წესი:

მომხსენებლის სახელი, გვარი;

აკადემიური სტატუსი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი;

მოხსენების სათაური;

ფონტი: sylfaen

ფონტის ზომა: 12

ინტერვალი: 1,5

თეზისების მოცულობა: 200 სიტყვა.

 

დაიბეჭდება კონფერენციის პროგრამა და მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

საკონტაქტო პირი:  ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი

თსუ, I კორპუსი, 204-ე ოთახი.

 

თარიღი: 08/07/2021