თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კავკასიოლოგთა III საერთაშორისო ლინგვისტურ-ანთროპოლოგიური კონგრესი, რომელიც ჩატარდება თბილისში 2026 წლის 16-18 ოქტომბერს.
კონგრესის მიზანია, კომპლექსურად წარმოადგინოს კავკასიის ლინგვისტური, ანთროპოლოგიური, კულტურულ-ისტორიული პორტრეტი არქაული პერიოდებიდან თანამედროვე ვითარებამდე, ამიტომ სამეცნიერო ფორუმი იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:
იბერიულ-კავკასიურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის აქტუალური საკითხები. ისტორიულ-შედარებითი, აღწერითი და არეალურ-ტიპოლოგიური კვლევები;
კავკასიის ხალხთა ანთროპოლოგია;
კავკასიის ისტორია და წყაროთმცოდნეობა;
ისტორიული გეოგრაფიისა და დემოგრაფიის საკითხები;
კავკასიის ეთნოლოგია/ეთნოგრაფია;
კავკასიის პალეოგრაფია;
ქართულ-კავკასიურ ურთიერთობათა ისტორიულ-ფილოლოგიური
ასპექტები;
ლიტერატურათმცოდნეობა და ლიტერატურის ისტორია;
კავკასიის არქეოლოგიური კულტურები;
კავკასიის ხალხთა ფოლკლორი, მითოლოგია, კულტურა/კულტურის
ისტორია;
კავკასიის ხელოვნებათმცოდნეობა და ხელოვნების ისტორია;
კავკასიის ჰერალდიკა და ნუმიზმატიკა.
ყოველ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება, სურვილისამებრ, შექმნას საავტორო პანელი.
ლიცენზირებული უნივერსიტეტების ხელმძღვანელთა საყურადღებოდ: ვინაიდან იმუშავებს სტუდენტთა სპეციალური სექცია, გთხოვთ, გააცნოთ საინფორმაციო წერილი სტუდენტებს (ბაკალავრი მესამე კურსიდან და ზემოთ, მაგისტრი/მაგისტრანტი, დოქტორანტი), რომლებიც უფლებამოსილნი არიან, წარდგნენ კონგრესის წინაშე მომხსენებელთა სტატუსით.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური და რუსული.
მასალები მიიღება 2026 წლის 30 ივლისამდე.
ტექნიკური მოთხოვნები:
ფაილის რედაქტორი — MS Word;
ფაილის სათაურის ფორმატი — გვარი_სახელი.doc(x)
გვერდის ზომა — A4;
შრიფტი ძირითადი ტექსტისათვის — Sylfaen
შრიფტის ზომა — 11, ხაზებს შორის ინტერვალი — 1.15;
შრიფტი საენათმეცნიერო ტრანსკრიფციისათვის — ICL_Symbol (ისეთი
სიმბოლოებისთვის, რომლებიც შეიძლება არ აღმოჩნდეს ამ შრიფტში,
გთხოვთ გამოიყენოთ TITUS Bitstream Unicode ან გამოგვიგზავნოთ
თქვენ მიერ შერჩეული შრიფტის TrueType ან OpenType ფორმატის
ფაილი);
ტექსტის მოცულობა — მაქს. 1000 სიტყვა.
მასალები მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით მისამართზე:
congress.caucasology@tsu.ge
სარეგისტრაციო ფორმა იხ. ბმულზე: https://forms.gle/1NhNW4hLPLGNBVun8
კონგრესის ჩატარების ფორმატი — ჰიბრიდული.
აუცილებელი განმარტება: ავტორი, რომელიც არ წარმოადგენს
მოხსენებას/პრეზენტაციას მის მიერ არჩეული ფორმატით, ვერ მიიღებს
მონაწილის სერთიფიკატს და, შესაბამისად, მასალებიც არ გამოქვეყნდება.
პატივისცემით
კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტი