ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2023 წლის 24-25 აპრილს გამართავს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 147-ე წლისთავისადმი მიძღვნილ პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციას – ივანე ჯავახიშვილი – 147.
იმუშავებს შემდეგი სექციები:
- ისტორია
- ენათმეცნიერება
- ლიტერატურათმცოდნეობა
- კავკასიოლოგია
- ფილოსოფია
- ეთნოლოგია
- არქეოლოგია
- კულტურის კვლევები
- ხელოვნებათმცოდნეობა
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი.
მსჯელობა – 5 წუთი.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: research.humanities@tsu.ge
საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტ. ნათია ფუტკარაძე
თეზისების გადმოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 მარტი.
თეზისების გაფორმების წესი იხ. დანართში.