საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იენჩინის აკადემიის (Yenching Academy of Peking University) საინფორმაციო სესია

14 მაისს, 18:00 საათზე Zoom-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართება იენჩინის აკადემიის (Yenching Academy of Peking University) საინფორმაციო სესია.

იენჩინის აკადემია არის სრულად დაფინანსებული საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა პეკინის უნივერსიტეტში (Peking University), რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტად ითვლება. პროგრამა აერთიანებს სტუდენტებს თითქმის 90 ქვეყნიდან და მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის:

 

  • პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები
  • ეკონომიკა და მენეჯმენტი
  • სამართალი და საზოგადოება
  • ისტორია და არქეოლოგია
  • ფილოსოფია და რელიგია
  • ლიტერატურა და კულტურა

 

პროგრამა არის ორწლიანი და სრულად ფინანსდება. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

 

სესიაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

 

  • აპლიკაციის პროცესი
  • სტიპენდიის დეტალები
  • აკადემიური და სტუდენტური ცხოვრება
  • ჩინეთში ცხოვრებისა და სწავლის გამოცდილება

 

Zoom-ის მონაცემები:


 Zoom Meeting ID: 468 551 1560
 Passcode: yca2026

თარიღი: 14/05/2026