2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე
(ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ №176/01-01, 31.07.2023)
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები:
თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.
მიღების წინაპირობები განსაზღვრულია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).
2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები (ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ (ბრძანება №176/01-01, 31.07.2023)
- საბუთების მიღება - 21 – 30 აგვისტო;
- გამოცდა უცხო ენაში - 6 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება -11 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;
- გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 13 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
- გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 სექტემბერი;
- აპელაციის შედეგების გამოცხადება - 18 სექტემბერი;
- დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 18-19 სექტემბერი;
- დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 20 სექტემბერი;
- ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 20 – 22 სექტემბერი;
- საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი.
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 10:00 - 17:00 სთ.):
აღნიშნული დოკუმენტები ელექტრონულად უნდა ატვირთოთ 21-30 აგვისტოს შესაბამისი ფაკულტეტის ელექტრონულ მისამართზე. 20-22 სექტემბერს (ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში), იგივე დოკუმენტები (შესაბამისი წესით დამოწმებული), მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ ფაკულტეტზე.
- განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
- განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2023 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
- ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
- სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.
2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად ფაკულტეტების მიხედვით შემდეგ მისამართებზე: (მისამართები გააქტიურდება 21 აგვისტოს).
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ფორმის შესავსებად გაიარეთ ავტორიზაცია Gmail-ის მეშვეობით.
რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ნინო პოპიაშვილი, ტელ.: 577719989.