საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი რესპუბლიკური სემინარი

ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი რესპუბლიკური სემინარი

კონფლიქტი და ლიტერატურა. ქართული და მსოფლიო მწერლობის გამოცდილება

             (ეძღვნება პროფესორ თენგიზ კიკაჩეიშვილის ხსოვნას)

 

18-19 ივნისი, 2021 წელი

სემინარი ჩატარდება ონლაინ ფორმატში

ახალგაზრდა მეცნიერთა სემინარის ორგანიზატორია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.

ხელმძღვანელი - პროფესორი ირმა რატიანი.

 

პროფესორ თენგიზ კიკაჩეიშვილისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა მეცნიერთა სემინარი 2021 წლიდან მიიღებს რეგულარულ ხასიათს, ჩატარდება ყოველ ორ წელიწადში, იქნება თემატური და მიეძღვნება თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობით გამოწვევებს. 

 

ახალგაზრდა მკვლევართა პირველი სამეცნიერო სემინარის  თემის ფარგლებში იმუშავებს სხვადასხვა თემატიკის სექცია:

 

  • ·პოლიტიკური კონფლიქტები და ლიტერატურა;

 

  • ·სოციალური კონფლიქტები და ლიტერატურა;

 

  • ·რელიგიური კონფლიქტები და ლიტერატურა;

 

  • ·გენდერული კონფლიქტები და ლიტერატურა;

 

  • ·რასობრივი კონფლიქტები და ლიტერატურა;

 

  • ·შიდაპიროვნული კონფლიქტები ლიტერატურაში;

 

  • ·კონფლიქტი, როგორც თხრობის საფუძველი; კონფლიქტის ნარატიული და სტილისტური რეპრეზენტაცია ტექსტებში;

 

შევსებული სარეგისტრაციო ფორმა და მოხსენების თეზისი გამოგზავნეთ 2021 წლის 1 მარტიდან  15 მაისამდე ელ. მისამართზე: info.youthseminar@gmail.com

თეზისის მოცულობა 200-250 სიტყვა. შრიფტი Sylfaen, ზომა – 11, ინტერვალი – 1.5;

მოხსენებათა თეზისებს შეარჩევს სემინარის სამეცნიერო საბჭო. შედეგების შეტყობინების ბოლო ვადაა - 2021 წლის 25 მაისი.

შერჩეული მონაწილეები თავისუფალნი არიან სარეგისტრაციო გადასახადისაგან.

 

სემინარის სამეცნიერო საბჭო:

ირმა რატიანი

ნანა გაფრინდაშვილი

ანა ლეთოდიანი

გაგა ლომიძე

ეკატერინე ნავროზაშვილი

სოლომონ ტაბუცაძე

ირაკლი ხვედელიძე

 

სემინარის საორგანიზაციო კომიტეტი:

მარიამ გიორგაშვილი

გუბაზ ლეთოდიანი  

თეა თალაკვაძე

ლილი მეტრეველი

თათია ობოლაძე

არჩილ წერედიანი

 

სემინარის სამეცნიერო საბჭოს მიერ საუკეთესოდ მიჩნეული მოხსენებები დაიბეჭდება თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის პრესტიჟულ გამოცემებში: „კრიტიკა“, „ლიტერატურული ძიებანი“, ინგლისურენოვანი ელექტრონული გამოცემა „Litinfo“ (ინგლისურენოვანი ონლაინგამოცემა), „სტუდენტური კვლევები“ (ონლაინგამოცემა), თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გამოცემებში: „წელიწდეული“, „სტუდენტური წელიწდეული“ (ონლაინგამოცემა).

 

თარიღი: 08/02/2021