2022 წლის 13 მარტს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ახალგაზრდა არქეოლოგთა სამეცნიერო-საანგარიშო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება პროფ. გურამ გრიგოლიას სამეცნიერო მოღვაწეობის 65 წლისთავს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა თეზისები და ხელმძღვანელის რეკომენდაცია 2022 წლის 25 თებერვლამდე უნდა გაგზავნონ შემდეგ მისამართზე: ana.tetruashvili@tsu.ge
თეზისის გაფორმების წესი:
- თეზისის სათაური;
- ავტორის სახელი და გვარი;
- ხელმძღვანელის სახელი და გვარი;
- სწავლების საფეხური სემესტრის მითითებით;
- თეზისის ძირითადი ტექსტი - 500 სიტყვამდე; შრიფტის ზომა - 12., სილფაინი