თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2-3 ნოემბერს გამართავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის არმენოლოგიის კათედრის დაარსების მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას (თემატიკა – ქართულ-სომხური ისტორია-ფილოლოგია, ქართველოლოგია).
იმუშავებს შემდეგი სექციები:
ისტორია და ისტორიოგრაფია
ლიტერატურათმცოდნეობა
წყაროთმცოდნეობა
კულტურის კვლევები
ხელოვნებათმცოდნეობა
არქივმცოდნეობა
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 20 წუთი.
მსჯელობა – 10 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 15 სექტემბრამდე უნდა გამოგზავნონ მოხსენების სათაური, ხოლო 10 ოქტომბრამდე – სტატია ელექტრონული ფოსტის მისამართზე: conference.hum@tsu.ge
იხ. სტატიების გაფორმების წესი.
სტატიების კრებული განთავსდება თსუ-ს ბიბლიოთეკის რეპოზიტორზე.
საკონტაქტო პირები: ასოც. პროფესორი ნათია ჩანტლაძე და ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი