ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 5-7 ივლისს გამართავს მეთხუთმეტე საფაკულტეტო კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის დაბადებიდან მე-100 წლისთავს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 16 ივნისამდე რეგიატრაცია უნდა გაიარონ ქვემოთ მითითებულ მბულზე:
რეგისტრაცია
თეზისების ატვირთვამდე გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი მოთხოვნები:
- თეზისების მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს 200-300 სიტყვას;
- გამოიყენეთ შრიფტი „სილფაენი“ (ორივე ენის შემთხვევაში). ქართული და ინგლისური ტექსტი კოპირების წესით ჩასვით სარეგისტრაციო ველის შესაბამის განყოფილებაში; ფორმატირების განსაკუთრებული წესების დაცვა არ არის საჭირო, სისტემა თავად გაათანაბრებს ყველა სიმბოლოს.
შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ კონფერენციის სამუშაო ელ. მისამართზე: conference.hum@tsu.ge