საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია: სოციალური ფსიქოლოგიის აქტუალური საკითხები

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

სოციალური ფსიქოლოგიის ინსტიტუტი

კონფერენცია 

“სოციალური ფსიქოლოგიის აქტუალური საკითხები”

11 ოქტომბერი, 2021

 

კონფერენციის შესახებ

კონფერენციის მიზანია სოციალური ფსიქოლოგიის თანამედროვე საკითხების განხილვა, მეცნიერებს შორის სამეცნიერო კავშირების სტიმულირება და კვლევების ხელშეწყობა, სოციალური ფსიქოლოგიის სფეროში  სამეცნიერო პლატფორმის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. კონფერენცია ტარდება სოციალური ფსიქოლოგიის ინსტიტუტის რეგულარული სამეცნიერო კონფერენციების  ფარგლებში.  

 

კონფერენციის თემატიკა

  • სოციალური განწყობა და ქცევა 
  • ინტერპერსონალური ურთიერთობები და კომუნიკაცია 
  • კროსკულტურული  ფსიქოლოგია 
  • ინდივიდუალური და ჯგუფური გავლენები
  • სოციალური იდენტობა 
  • იურიდიული ფსიქოლოგია 
  • პოლიტიკური ფსიქოლოგია
  • სოციალური ფსიქოლოგიის გამოყენებითი ასპექტები  და სხვა.

 

სამუშაო ენა

ქართული

 

მონაწილეები

აკადემიური პერსონალი, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. 

 

აბსტრაქტების მიღება

აბსტრაქტების მიღება ხდება ელ-ფოსტაზე: anastasia.kitiashvili@tsu.ge

აბსტრაქტის შესრულებული უნდა იყოს APA სტანდარტში, მოცულობა მაქსიმუმ 500 სიტყვა, Sylfaen, შრიფტის ზომა - 12.

შერჩეული აბსტრაქტები გამოქვეყნდება ელექტრონული ბროშურის სახით.

 

მნიშვნელოვანი თარიღები

აბსტრაქტების წარდგენის ბოლო დღე: 3 სექტემბერი, 2021

აბსტრაქტების პანელში ჩართვის დამადასტურებელი შეტყობინების გაგზავნის თარიღი: 15 სექტემბერი

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი

თსუ, III  კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #11; 0179, თბილისი, საქართველო

 

საკონტაქტო პირები

ანასტასია ქიტიაშვილი, ასოცირებული პროფესორი; anastasia.kitiashvili@tsu.ge

დიმიტრი ჩუბინიძე, სამეცნიერო სამსახურის უფროსი; dimitri.chubinidze@tsu.ge

 

ორგანიზატორები

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციალური ფსიქოლოგიის ინსტიტუტი

თარიღი: 06/06/2021