შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ინტეგრირებულ საბაკალავრო სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სწავლის დაფინანსება ხდება შემდეგი პირობებით:
ბოლო/მეხუთე სასწავლო წელს სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით იმ შემთხვევაში, თუ ათვისებული აქვს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე არანაკლებ 240 კრედიტი.