საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“ აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მომდევნო ნომრისთვის

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“  (JYR) აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მომდევნო ნომრისთვის.

სამეცნიერო სტატიები მიიღება 2021 წლის 25 ოქტომბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით. ერთ ნომერში შეიძლება გამოქვეყნდეს ავტორის მიერ ინდივიდუალურად ან თანაავტორობით შესრულებული ერთი სტატია. 

დეტალური ინფორმაცია ჟურნალის შესახებ და ინსტრუქცია ავტორებისთვის იხილეთ ჟურნალის ვებგვერდზე http://jyr.tsu.ge.

 

სტატიები შესაბამის ველში („ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“) უნდა აიტვირთოს შემდეგ ბმულზე https://e-learning.tsu.ge/course/view.php?id=6710#section-1 

დაგვიანებით ან მითითებული ინსტრუქციის გათვალისწინების გარეშე გამოგზავნილი ნაშრომები არ მიიღება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე: socpol.science@tsu.ge

თარიღი: 21/10/2021