სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2022 წლის 10 ნოემბრის სხდომის გადაწყვეტილებით, ფაკულტეტის დეკანის არჩევნები ჩატარდება 2022 წლის 19 დეკემბერს, 12.00 - 15.00 სთ-ზე, მე-6 კორპუსის დარბაზში (#303);
კანდიდატთა საბუთები მიიღება: 12 დეკემბრიდან 16 დეკემბრის 13.00 სთ-მდე, მე - 6 კორპუსის 203/ა ოთახში;
ფაკულტეტის დეკანის არჩევნები წარიმართება, თსუ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 ნოემბრის №111 დადგენილებით დამტკიცებული, „სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის საარჩევნო პროცედურების“ მიხედვით, რომლის მუხლ 2.2 - ს დაემატება პუნქტი, ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
დეკანობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- განცხადება;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ავტობიოგრაფია (CV);
- 2 (ორი) ფოტოსურათი (3X4);
- ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია (არაუმეტეს 5 გვერდი);
- ცნობა სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
- ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ.
- ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ
ფაკულტეტის საბჭო