საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რუკა
თარიღი 2020-12-24
თარიღი 10:00 სთ
მისამართი ZOOM-ის ონლაინ პლატფორმა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2020 წლის 24-25 დეკემბერს ჩატარდება სტუდენტთა მე-80 საუნივერსიტეტო - სამეცნიერო კონფერენცია.

მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სწავლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა) სტუდენტს. ერთი მოხსენების ავტორი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ორი სტუდენტი (იხ. მოხსენების მომზადების წესი).

მონაწილეობის მსურველმა უნდა გამოგზავნოს შევსებული სარეგისტრაციო ფორმა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის ელფოსტაზე (socpol.science@tsu.ge) 2020 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით.  ელფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს „მე-80 საუნივერსიტეტო კონფერენცია“. ელექტრონული ფოსტის მიმოწერაში ჩართული უნდა იყოს სამეცნიერო ხელმძღვანელიც, რომელმაც საპასუხო წერილით უნდა დაადასტუროს, რომ რეკომენდაციას უწევს სტუდენტის მოხსენებას.

აბსტრაქტების შერჩევის შედეგები გამოქვეყნდება 2020 წლის 27 ნოემბერს. 

კონფერენცია ჩატარდება ონლაინ რეჟიმში პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით. კონფერენციაზე იმუშავებს თემატური სექციები. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. სექციებიდან შეირჩევიან გამარჯვებული მომხსენებლები. მათ მიერ ჟურნალის ინსტრუქციის შესამაბისად მომზადებული სამეცნიერო სტატიები გამოქვეყნდება ფაკულტეტის სტუდენტურ გამოცემაში „სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ (http://sjss.tsu.ge/).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე socpol.science@tsu.ge.

მსგავსი ღონისძიებები