საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება მიღება სადოქტორო პროგრამაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“

5 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, ხელი მოაწერა ბრძანებას, ორგანიზაციასთან „პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის“ თანამშრომლობით 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მედიცინის
ფაკულტეტის დოქტორანტურაში ვაკანტური ადგილების განსაზღვრისა და მიღების გამოცხადების შესახებ. 

 

ბრძანების საფუძველზე, გამოცხადდა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ - 5 ვაკანტური ადგილი. განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, პარტნიორობის ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე:
https://prah.ge/index.php?run=account/apply

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თსუ-ის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „საზოგადოებრივ ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ ჩარიცხვა მოხდება 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, 6-დან 15 სექტემბრამდე პერიოდში.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

თარიღი: 09/03/2021