საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის ფარგლებში „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”

(თსუ -ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  №120/02-01, 27/04/2026 №122/02-01, 28/04/2026 ბრძანებებით)  

(იხ. სტუდენტთა დაფინანსების წესი)

  

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  II - XII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2025 - 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ  30 კრედიტისა შერჩევის პროცესში მონაწილეობის  მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  

  • განცხადება მედიცინის  ფაკულტეტის დეკანის სახელზე  (იხ. განცხადების ფორმა);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  1. საბანკო რეკვიზიტი პირადი საბანკო ანგარიშის ნომრის მითითებით „საქართველოს ბანკიდან“; 
  2. 2025 - 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2025 წლის 18აგვისტოდან 2026 წლის 1 მარტის ჩათვლი)  სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა).
  3. 2025 - 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2025 წლის 18აგვისტოდან 2026 წლის 1 მარტის ჩათვლი) სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები  (მხოლოდ თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები, დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ).
  4. დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ სტუდენტი მიმდინარე სემესტრში განეკუთვნება:
  • სოციალურად მოწყვლად ჯგუფს*;
  • რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი;
  • მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები;
  • ობოლი (უდედმამო);
  • მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი);
  • სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

 

(*შესაძლოა სტუდენტი განეკუთვნებოდეს ერთდროულად რამოდენიმე კატეგორიას, ასეთ შემთხვევაში ყველა კატეგორიისადმი კუთვნილება ანიჭებს დამატებით ქულას).

 

შენიშვნა: შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცელს დაამზადებს ფაკულტეტი.

კანდიდატებმა შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინონ პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო რეკვიზიტები ელექტრონულადაც შემდეგ მისამართზე: medicine@tsu.ge ფაილი დაასათაურეთ: გვარი, სახელი.

 

საბუთები მიიღება:  30 აპრილიდან -  5 მაისის ჩათვლით 10 საათიდან-18:00 საათამდე  მორფოლოგიის ინსტიტუტი, №324;

კონკურსის პირველადი შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს  11 მაისისა;

აპელაცია 13 მაისის 12:00 სთ. -მდე.

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს  14 მაისისა.

 

გისურვებთ  წარმატებებს!

თარიღი: 29/04/2026