საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამა კურსდამთავრებულებისათვის და დამსაქმებლებისათვის

გაცნობებთ, რომ 2 აპრილიდან მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით თქვენთვის  ჩატარდება უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამა თემაზე: "სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მოწინავე ტექნოლოგიები".

 

უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამა მიზნად ისახავს ჯანდაცვის სექტორში ხარისხის მართვის მოწინავე ტექნოლოგიების მიწოდებას მსმენელთათვის ორგანიზაციის ეფექტურობისა და ეფეტიანობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისთვის.

 

ტრენინგს ჩაატარებს ლელა სტურუა, თსუ მოწვეული სპეციალისტი. პროგრამა  ჩატარდება ონლაინ რეჟიმში.  პროგრამის ხანგრძლივობაა 28 საათი. დარეგისტრირებული პირები ზუმის ლინკს მიიღებენ 2 აპრილს. კურსის მონაწილეები მიიღებენ თსუ სერტიფიკატს.

 

მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 31 მარტის 12.00 საათამდე შემდეგ ლინკზე: https://forms.gle/5LEbRyqH9BvW3QjA6

 

შერჩევა განხორციელდება რანჟირებით რეგისტრაციის დროის მიხედვით.

მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაცია

თარიღი: 24/03/2021