საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საინფორმაციო დღეები სტუდენტებისათვის (სადოქტორო პროგრამა ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია’’)

2020 წლის 18 და 19 ნოემბერს 15.00 საათზე ონლაინ რეჟიმში ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრა სადოქტორო პროგრამასთან  ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია’’ (პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი პაატა იმნაძე) დაკავშირებით. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს თსუ მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის პერსონალი, რომელიც ამავდროულად ჩართულია ევროკავშირის ერაზმუს +  პროექტის  DPPSHH „სადოქტორო პროგრამა საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და სოციალურ სერვისებში“  განხორციელებაში და აღნიშნული პროექტის ფარგლებში პროგრამის განვითარებაში.

შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებმა მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: nino.chikhladze@tsu,ge შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებს მიეწოდებათ ZOOM-ით შეხვედრის ლინკი. 

 

თარიღი: 16/11/2020