საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ქეთევან კიღურაძე-გოგილაშვილი
პროფესორი

სტომატოლოგიის დეპარტამენტი

თერაპიული სტომატოლოგიის კათედრა, კათედრის გამგე
მისამართი: სტომატ. ცენტრი „ალბიუსი“ თაბუკაშვილის  27 
ელ.ფოსტა: ketevan.gogilashvili@tsu.ge

 

განათლება/სამეცნიერო ხარისხები:

  • 1986 წ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი
  • 1986-1987წწ. - რესპუბლიკის სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ინტერნი
  • 1994 წ - საკანდიდატო დისერაცია „სტომატოლოგიური სტატუსის შესწავლა სეფსისით დაავადებულ და სეფსისგადატანილ ბავშვებში“;
  • 2002 წ - სადოქტორო დისერტაცია „კარიესის ეპიდემიოლოგიური, გენეტიკური და მიკრობიოლოგიური ასპექტები“;
  • 2000-2005 დოცენტი;
  • 2005-2006წწ. სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
  • 2006-2009 თბილისის სამედიცინო აკადემიის თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი.

 

პროფესიული საქმიანობა:

  • 1988-1991წწ  მუშაობდა თბილისის N3 სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში;
  • 1991-1993წწ იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ლაბორანტი;
  • 1993-1995წწ ამავე კათედრის სტაჟიორ-პედაგოგი;
  • 1995-2000წწ კათედრის ასისტენტი;
  • 2009 წ სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე;
  • 2009-2010წწ. თბილისის სამედიცინო აკადემიის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის პროფესორი;
  • 2010 - 2018 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  • 2006-2013წწ  შპს. დენტალ-ლაინის სტომატოლოგიური კლინიკა „ცედექსის“ კლნიკური ხელმძღვანელი;  არის საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი (2014 წლიდან), ამავე ორგანიზაციის ვიზე-პრეზიდენტი  2006-2014 წლებში;
  • 2014 წლიდან შპს. ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ დამფუძნებელი,  კლინიკური ხელმძღვანელი და სარეზიდენტო პროგრამის დირექტორი ბავშვთა და მოზრდილთა თერაპიულ სტომატოლოგიაში;
  • 2018  წლიდან თსუ მედიცინის ფაკულტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე.
  • სტაჟირება გაიარა ტულუზის პოლ საბატიერის უნივერსიტეტში (საფრანგეთი), მარსელის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), პარიზის  უნივერსიტეტები - პარი 6, პარი 8 (საფრანგეთი), კარლსრუეს საუნივერსიტეტო კლინიკა (გერმანია), ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი (თურქეთი), ბაშკენტის უნივერსიტეტი (თურქეთი), ესენის საუნივერსიტეტო კლინიკა (გერმანია). ედინბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ცენტრი (შოტლანდია), რომის საპიენცას უნივერსიტეტის პაროდონტოლოგიის დეპარტამენტი (იტალია), რიეკას საუნივერსიტეტო კლინიკა (ხორვატია), ოჰაიოს უნივერსიტეტის პაროდონტოლოგიის დეპარტამენტი (აშშ).

  • 2014 წლიდან არის საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი; 

  • პროფესიული და უმაღლესი დარგობრივი საბჭოების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის ფასილიტატორი (2015-2016წწ);

  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ ჩატარებული საერთაშორისო კონგრესების საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარე და თავმჯდომარე;

  • სტომატოლოგიური ჟურნალის “GSAnews” მთავარი რედაქტორი.

 

 

პროფესიული ასოციაციების წევრობა:

  • სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი (2015 წლიდან);
  • სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაცია (FDI);
  • სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) პარლამენტის დელეგატი;
  • (ADA) - ამერიკის დენტალური ასოციაცია;
  • პიერ ფოშარის საერთაშორისო აკადემია; 
  • FDI-ERO ევროპის რეგიონალური ასოციაცია;
  • სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) ქალთა გამგეობა;
  • საქველმოქმედო ორგანიზაციის „International Association of Lions Club”, 2014-2015 წელს ორგანიზაციის პრეზიდენტი. 
  • 2020 წლიდან ბისნესლიდერთა ფედერაციაში  "ქალები მომავლისთვის" ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

 

მნიშველოვანი პუბლიკაციები:

ავტორია 116 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს 10 სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისა და ექიმებისთვის; ასევე, თერაპიულ სტომატოლოგიაში ნაციონალური კლინიკური სახელმძღვანელოს ავტორი (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული); სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FDI) კონგრესების მონაწილე, სპიკერი: ნიუ-იორკი (აშშ), მონრეალი (კანადა), ვენა (ავსტრია), დუბაი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), სტოკჰოლმი (შვედეთი), სინგაპური, სალვადორი (ბრაზილია), სტამბოლი (თურქეთი), ბანგკოკი (ტაილანდი), პოზნანი (პოლონეთი), მადრიდი (ესპანეთი), რომი (იტალია);   პაროდონტოლოგიის საერთაშორისო კონგრესი „ევრო-პერიო 8“ ლონდონი (ინგლისი).

 

  • Decellularized Bovine Bone Graft for Zygomatic Bone Reconstruction. Medical-case-reports.ISSN 2471-8041
  • Laser-induced fluorescence of oral mucosa cancer. Laser Phys. 27 (2017) 105602 (3pp)
  • Cytological Changes of Oral Cavity and of High/Low Risk HPV.   Detection in Women with Cervical Pathology. Health, 2015, 7, 715-722
  • Bone Marrow Stem Cell and Decellularized Human Amniotic Membrane for the Treatment of Nonhealing Wound After Radiation Therapy. Experimental and Clinical Transplantation (2019) 1: 92-98

 

უნივერსიტეტში კითხულობს შემდეგ საგნებს:  ოპერაციული ოდონტოლოგია, ენდოდონტია, პაროდონტოლოგია