საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტატიების მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ჟურნალის „თსუ სამართლის მიმოხილვის“ სპეციალური გამოცემისთვის

გამოცხადდა სტატიების მიღება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ჟურნალის „თსუ სამართლის მიმოხილვის“ სპეციალური გამოცემისთვის, რომლის გამოცემა ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და ახალგაზრდული ასოციაცია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ თანამშრომლობის ფარგლებში.

 

  • სტატიების მიღება იწარმოებს 2023 წლის 17 თებერვლიდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით
  • სპეციალური გამოცემის თემატიკა ქალთა მიმართ ძალადობისა და ფემიციდის საკითხებს შეეხება

 

ნაშრომის წარმოდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე თანაავტორობით (არაუმეტეს ორი ავტორისა). ჟურნალში ნაშრომის: სამეცნიერო სტატიის, სამართლის პრაქტიკის ანალიზის, უცხოენოვანი სამეცნიერო პუბლიკაციის თარგმანის წარმოდგენის უფლებით სარგებლობენ: თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის ნებისმიერი კურსის სტუდენტები; ასევე სხვა ავტორები, რომლებიც სარედაქციო კოლეგიის თხოვნით მოამზადებენ პუბლიკაციებს სამართლის მეცნიერებისა და პრაქტიკის აქტუალურ საკითხებზე.

 

„თსუ სამართლის მიმოხილვისთვის“ შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს სტატია მხოლოდ მისი პირველადი პუბლიკაციის მიზნით, რომელიც არ არის სხვაგან გამოქვეყნებული.

 

ავტორი ვალდებულია დაიცვას ჟურნალში გამოყენებული ციტირების სტილი და სტატიის მიმართ მოქმედი სახელმძღვანელო პრინციპები (ვრცლად იხ. https://bit.ly/3EawtOd )

 

ამასთან, ავტორმა უნდა წარმოადგინოს:

 

  • განცხადება მთავარი რედაქტორის სახელზე ავტორის ხელმოწერით. განცხადების ფორმა (იხ. დანართი 1)
  • სტატია, რომლის მოცულობაც არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს (ანოტაციის, ძირითადი ტექსტისა და გამოყენებული ლიტერატურის ჩათვლით);
  • ანოტაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე არაუმეტეს 300 სიტყვისა;  საკვანძო სიტყვები ქართულ და ინგლისურ ენებზე (არაუმეტეს 5);
  • ბიბლიოგრაფია;
  • სტატიის ტექსტი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen - 12 ფონტით, უცხოენოვანი ტექსტი - Times New Roman_12 ფონტით, სქოლიო - იმავე ფონტების 10 ზომით, სტრიქონებს შორის დაშორება - ერთი ინტერვალი.

 

მიღებული სტატიის გასწორებული ვერსია, ან დაწუნებული ნაშრომი ავტორს არ უბრუნდება. ამასთან, სარედაქციო კოლეგიისგან არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გამოქვეყნებაზე უარის მიზეზის დასაბუთება.

 

სტატიებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, მისამართზე: youthforyouth44@gmail.com

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: მთავარი რედაქტორი: თამარ ტატანაშვილი, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, ელ-ფოსტა: lawrev@tsu.ge

 

ახალგაზრდული ასოციაცია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ პრეზიდენტი: შოთა მშვენიერაძე, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი. ელ-ფოსტა: shota.mshvenieradze358@law.tsu.ge

თარიღი: 17/02/2023