სამაგისტრო ნაშრომის ანტიპლაგიატის პროგრამაზე ატვირთვა შესაძლებელი იქნება ორი დღის განმავლობაში, 27-28 ივნისს 24:00 საათამდე. გთხოვთ, გაეცანით ანტიპლაგიატის პროგრამით სარგებლობის ინსტრუქციას, სამაგისტრო ნაშრომისადმი მოქმედი აკადემიური წერის სტანდარტს და სამაგისტრო გამოცდისადმი მოქმედ წესებს.
სამაგისტრო ნაშრომის წარდგენის ვადაა 5 და 6 ივლისი (10:00-17:00სთ.) ამასთან, სტუდენტმა უნდა წარადგინოს ნაშრომის ელექტრონული ვერსია (Word-ის და PDF-ის ფორმატში CD დისკზე ჩაწერილი); ID ბარათის ან პასპორტის ასლი; დადასტურება ნაშრომის ორიგინალობის შესახებ და სამაგისტრო ნაშრობის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ფორმა); ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა სამაგისტრო ნაშრომის საჯარო დაცვაზე დაშვების თაობაზე.